You are currently viewing გაიგე?

გაიგე?

კარგი, უფრო მარტივად გეტყვი,
ამ “პრიომის” ხიბლი ისიცაა , რომ საშუალებას გაძლევს ჭირვეული ქალივით მართალი იყო მაშინაც, როცა მტყუანი ხარ.
ხო, დავუშვათ შეცდი მასში, ვინც აირჩიე და სკამზე დასვი.
შეგეშალა ხო, გაგაბრუა ლამაზი ლაპარაკით, დაგპირდა ათას რამეს, და აჰა, მიეცი, ..
მიეცი , ხმა, და აირჩიე, და გაინაღდა იმანაც თავისი, მოჯდა ოთხწლიანზეც, და მერე ხედავ, დაგიკიდა.
რატომ უნდა ელოდო, სანამ ოთხი წელი გავა?
უკან გამოწვევის წესი საშუალებას გაძლევს სამაგიერო ეგრევე გადაუხადო.
ადექი და გაუძაღლე ცხოვრება.
მონახე რამდენიმე შენნაირად მოტყუებული,
შეიტანეთ განცხადება სადაც საჭიროა და ამტკიცოს მერე იმან, რომ დამნაშავე არ არის.
გაიმართლა თავი?
კიდევ მოთხოვე პასუხი, და რამდენჯერმე, სანამ მართლაც არ დაიწყებს დანაპირების შესრულებას.
იმ ქვეყნებში , სადაც ეს წესი, – დეპუტატის გამოწვევის მექანიზი – კანონადაა უკვე ასი წელია, ამომრჩეველს არც კი სჭირდება მისი გამოყენება.
ეს წესი იმ ატომური ბომბივითაა, ყველამ რომ იცის, მისი გამოყენება კაცობრიობას რომ დაამთავრებს.
დიახ, დეპუტატის უკან გაწვევის მექანიზმის არსებობის მხოლოდ ფაქტმაც კი გახადა იმ ქვეყნების ჩინოვნიკი კეთილსინდისიერი.
სხვა ვარიანტიც დავუშვათ.
დავუშვათ, ფუი ეშმაკს, და გიყიდა ვიღაც ფულის ტომარამ, და პოლიტჩათლახმა 20 ლარად, და კვლავ მიეცი, ხმა, ხო,
დავუშვათ, რომ ასეთი ხარ,
დავუშვათ გკიდია, ქვეყანა, მაგრამ შენი თავი ხომ არ გკიდია?
ოთხი წლის განმავლობაში ეგ 20 ლარი გეყოფა?
თუნდაც 100 იყოს.
არა, ხო?
მიდი და დააშანტაჟე, უჩათლახე შენც.
ჩაუსაფრდი, სულ მოუნახავ მიზეზს, რომ გამოიწვიო.
ადგეს და გიყიდოს კიდევ ერთხელ, მეორედ, მესამედ.
გაუძვირე სტავკები, აიძულე, გამოიხედოს შენსკენ,
კაი ცხოვრება უნდა? გაცხოვროს შენც..
ხო, შენისთანა ვიგოდნიკებზეც იფიქრეს იქ , ამერიკაში, კანადაში, შვეიცარიაში, ავსტრიაში, იაპონიაშიც და ავსტრალიაშიც, იმ ქვეყნებში, სადაც დეპუტატის გაწვევის წესი არსებობს.
იმიტომ, რომ იქ იციან, ამომრჩეველი რომ უნდა იყოს ბატონი, და არა მის მიერ არჩეული.
და ესე იგი მართალი უნდა იყო მაშინაც, როცა მტყუანი ხარ.
გაიგე ?
დაიკანონე ეს მათრახი, და დარწმუნებული იყავი, ისე დაშინდება ყველა მედროვე და ნაგავი, რომ მერე მართლაც სანთლით დაგჭირდება იმის პოვნა, ვისაც პარლამენტარობაზე დაითანხმებ.
ხომ გინდა ასე რომ მოხდეს?
ადექი მაშინ და რაც ახლა გაიგე, უთხარი ეს სხვას..
ადექი, ხო, ადექი,
გააკეთე რაღაც იმისთვის, რაც გინდა.
.
გაზეთი ” საადგილმამულო ” #3
18. 02. 2021 წელი.
.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა