
უნდა ვაღიარო, გუშინ, 23 თებერვალს, მიზანმიმართულად, და ერთდროულად დავდე ორი წერილი.
ერთი იუნკრების შესახებ,
მეორე ძაღლზე, სახელად “მალევიჩი”,
და აბა, თუ გამოიცნობთ რომელს მეტი ნახვა და გამოხმაურება ჰქონდა?.
დიახ, მალევიჩს, – და რამდენჯერმე მეტი, ვიდრე იუნკრებს.
დიახ, აი, ეს არის ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ იმის შესახებ,
თუ რატომ გაგვასაბჭოეს 1921 წლის თებერვალშიც,
რატომ დამარცხდა 1924 წლის აჯანყებაც,
და რატომ შევეგუეთ შემდეგ მთელი 70 წელი ბოლშევიკებს.
და რატომ არ დაიცვა შემდეგ ხალხმა სამხედრო პუტჩის დროს, თბილისის მოსახლეობის 80 % -ით პრეზიდენტად არჩეული ზვიად გამსახურდიაც, ანუ, დამოუკიდებლობა.
და რატომ დავკარგეთ აფხაზეთიც, და შემდეგ სამაჩაბლოც.
და რატომ მოდიან ამ 30 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში მანიაკები,
და რატომაა ეს 30 წელიწადი ძალადობა, უმუშევრობა, შიმშილი, და ძარცვა, ქვეყნიდან ჩვენი გაქცევა და უცხოელების შემოსევაც,
და რატომ გვტენიან დღეს რუსულ კანონებს,
და რატომ არ გამოდის ხალხი ქუჩაში, როცა მოსახლეობის უმრავლესობა რეჟიმის წინააღმდეგია.
და რატომ გაგვასაბჭოებენ მალე ისევ.
დიახ, ეგაა.
და იტყვის, ალბათ, ახლა ვიღაც,
სად შენი პოსტებზე ხალხის რეაქციის ერთმანეთთან შედარება, და სად ერეკლეს ხმალიო,
მაგრამ დიახ,
შეიძლება სწორედ პარალელის გავლება.
რადგან ვივიწყებთ ისტორიას,
რადგან გვავიწყდება “ვინ” არის მტერი, და “რა” არის მტერი.
რადგან, სწორედ იმიტომ გაგვასაბჭოეს 1921 წელს, და სწორედ იმიტომ გაგვასაბჭოებენ დღეს, ისევ,
მეფე ერეკლეს გასვენებაში ათჯერ მეტი ხალხი რომ დავდივართ, ვიდრე მეფე ერეკლეს ომებში.
გაიგე , რაიმე , გერასიმე ?
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)