You are currently viewing გაიგე, რაიმე, სპირიდონა სულანჯია?

გაიგე, რაიმე, სპირიდონა სულანჯია?

როცა რაიმეს ამხელ, საუბრობ ცუდზე, და არ საუბრობ როგორ შეიცვალოს ცუდი კარგით, ეს იმ მახათის მოქნევაა, მხოლოდ შენ რომ გხვდება, და სად გხვდება, ხო ვიცით არა?
და მართლაც არანაირი შედეგი არ მოაქვს ასეთ საუბრებს, გინდა ერთ მავნებელ სპექტაკლზე ისაუბრე, გინდა მიშაგრიშაზე, გინდა გეოპოლიტიკაზე, და მით უმეტეს გლობალისტური საფრთხეების შემცველ პრობლემებზე.
არანაირი შედეგი არ მოაქვს ასეთ ლაყაფს, თუკი რაზეც ვსაუბრობთ, იმის შესაცვლელად პირადად არაფერს ვაკეთებთ.
პირადად, დიახ, პირადად!
აი, რა უნდა ვთქვათ, მაგალითად, დავოსზე, ან რა უნდა ვთქვათ და რა გავაკეთოთ, როცა უკრაინა-რუსეთის ომის საფარქვეშ, ნელნელა “გვაციფროვკებენ” ?
საფარქვეშ როგორ და გვაჩვენებენ ომს, გვაშინებენ ომით, რადგან ობივატელმა უნდა იფიქროს , – ” ნუ იქნება ოღონდ ომი, სხვა რაც გინდა იყოს”
ხო, ასე უნდა იფიქროს, და , მოდი და ნუ შეგეშინდება.
და აბა, ასეთს საიდანაც გინდა მოუარე, როგორ გინდა თვალი აუხილო, სოცქსელებში ქაქანით?
“გაციფროვკება” ვთქვი ახლა, აბა, რო ვთქვა ციფრული საკონცენტრაციო ბანაკისკენ მიგვერეკებიან მეთქი, გაეცინებათ ჩვენს ჰორაციოებს.
მაგრამ არ ექნებოდათ სასაცილოდ საქმე, რომ იცოდნენ რა ხდება ჩინეთში.
სწორედ ჩინეთში დატესტეს პირველად ახალი მსოფლიო წესრიგი.- სადაც ადამიანი მხოლოდ უსულო მომხმარებელია, ყოველგვარი კულტურის, თავისუფალი აზრის, და ინიციატივის გარეშე, და ბურატინოსავით იმართება სოციალური ქულებით.
დამჯერე ხარ? – აჰა, შენ ქულა, და ნებართვა, რომ ჭამო, სვა, და საკუთარი თავი მიაცილო სასაფლაომდე.
რაიმე დააშავე? – დაეგდე სახლში სპირიდონა სულანჯია, არ არის შენთვის დღეს სამსახური, და ასე ყოველდღე და სასაფლაომდე მისვლა არც დაგჭირდება, სასაფლაო მოვა შენამდე.
გახსოვთ ხო, არქიფო სეთურის კოლონია?
არც ჩინეთის მოსახლეობას არ მოსდის აზრად რაიმეს გაპროტესტება, რადგან კოვიდტერორით შემზადებული მოსახლეობა სახელმწიფოსგან ნებისმიერ კონტროლს საკუთარი უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვაზე ზრუნვად აღიქვამს.
ზუსტად ასევე აღიქვამს მომავალშიც ნებისმიერ ბრძანებას.
არ შეასრულებს და იქნება გარიყული, და მისნაირებთან ერთად ცალკე გეტოში სამათხოვროდ განწირული.
ხო, ჯერ ჩინეთში დატესტეს.
და დაიწყეს სწორედ იმით, რაც ამ დღეებში დაგვიანონსა აქ ეროვნულმა ბანკმა.
თუმცა, რა ამ დღეებში, ამის შესახებ ჯერ კიდევ 2021 წელს ვწერდით საადგილმამულო გაზეთის მეოთხე და მეხუთე ნომრებში, როცა ვითომდა პანდემიის სამართავად მსოფლიო ბანკის წამომადგენელი იყო ჩამოსული თბილისში, და ამ ყველაფრის წინაპირობა მოამზადა.
ასეთი ფიგურები ჩვენნაირ პროვინციულ ქვეყანაში ტყუილად არ ჩამოდიან, ხო?
როგორც კოვიდვაქცინა, ციფრული ფულიც სიკეთე ჰგონია ბევრს, მიტომაც ვამბობ, გაიხედონ მეთქი ჩინეთისკენ.
თუმცა ჩინეთშიც ვართ უკვე და მონღოლეთშიც, რა განსხვავებაა.
30 წელი ერთი და იგივე პოლიტნაგვობა რომ გაზის თავზე, და გძარცვავს, მონღოლეთში ხარ, აბა , სადა ხარ, და დიდი ამბავი თუ ციფრულ ბანაკშიც ამოყოფ თავს.
ვისთვისაც სულერთი არ არის ყველაფერი, ციფრულ ფულს, ანუ, ტოტალურ, ყოვლის მომცველ კონტროლს, რაღაც ხომ უნდა დავუპირისპიროთ?
ამის გამკეთებელი არ არის ის სისტემა, რომელიც 100 წელია არსებობს ამ ქვეყანაში საქართველოს გასაბჭოების დღიდან და ზედგამოჭრილია კონცლაგერებისთვის.
სწორედ ამიტომ უნდა დაჩქარდეს იმ ადამიანური და ფინანსური რესურსის შექმნა სისტემურ ცვლილებებს რომ დაიწყებს.
ასეთი რესურსი ზემოდან არ შეიქმნება, არც სოცქსელებში მოწოდებებით არ შეიქმნება, არც ასეთი საუბრებით, ახლა მე რო ვსაუბრობ.
უაზრობაა სოცქსელებით გინდა წვრილმან პრობლემებზე, გინდა მონსტრებზე საუბარი..
უაზრობა და დროს კარგვა, რადგან ათეულობით წელი დაგჭირდება სულ რამდენიმე რეალური თანამოაზრე რომ იპოვო.
ამიტომაც უნდა გავიდეთ რეალურ სივრცეში.
თუ არ არის ასეთი სივრცე, უნდა შევქმნათ.
აი, თუნდაც ისეთი, როგორც მარტყოფის ველზე დასახლება.
დასახლება საკუთარი მეურნეობებით, საკუთარი წარმოებებით.
ერთად დასახლებული 20-30 ოჯახი, ძალაა!
რეალური ადამიანური ძალა.
და მარტყოფის ველზე დასახლების მსგავსი დასახლებების შექმნა შეიძლება საქართველოს ყველა კუთხეში.
როგორც აღმოჩნდა, არ არის ძნელი ხო, ეგ საქმე?
მთავარია საქმის კეთების სურვილი იყოს.
რაღაცით ხომ უნდა დავიწყოთ?
სოცქსელებიდან, გაზეთებიდან, ტელევიზიებიდან ლაყაფის დრო აღარც არის.
გაიგე რაიმე სპირიდონა სულანჯია?
.
გაზეთი ” საადგილმამულო” #7
.
გუჯა შვანგირაძე (გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა