
რამოდენა პოსტებს მიაცმოაცვამო, ერთმა,
კი მაინტერესებსო, მაგრამ მეზარებაო წაკითხვა.
რა გითხრა, აბა, ჩემო იმანო..
ჯერ ერთი, ძირითადად საგაზეთო წერილებს ვაქვეყნებ აქ.
ანალიტიკურ წერილებს, და გარკვეული აუდიტორიისთვის, და არა ლაზღანდარებისთვის.
ასეთ წერილებში, ავტორმა, თემის გაშლისას უნდა ეცადოს, ყველა კითხვაზე რომ გასცეს პასუხი, ისეთზეც კი, მკითხველს რომც არ მოაფიქრდება, და ეს იმიტომ, რომ აუდიტორიასთან ისეთი უკუკავშირი არაა, როგორც სოცქსელში.
რაიმეს შეკითხვა რომ მოუნდეს მკითხველს, გაზეთის ფურცელზე ხომ არ წაგიწერს, და რედაქციაში ხომ არ გამოგიგზავნის და პასუხს ხომ არ დაელოდება?.
მით უმეტეს ის მკითხველი, ასი წლის მერე რომ ნახავს შენს გაზეთს, დაარქივებულს, ბიბლიოთეკაში, და თუ რაღაც ვერ გაიგო, მაგრამ ძალიან დააინტერესა , იმან რა ქნას?
შენი სული გამოიძახოს?
თუ სასაფლაოზე გამოვიდეს და ჩამოგძახოს რაიმე?
ამიტომაც უნდა იყოს საგაზეთო წერილში თემა გახსნილი ამომწურავად, და მოკლე თქმა არ გამოდის.
და თუნდაც სოცქსელში იყოს.
რა სჯობია, აბა, დავწერო ისე, რომ ყველა პასუხი ტექსტში ნახოს, თუ ისე ვწერო, რომ ათასი კითხვით ამაწრიალონ, და მერე კომენტარებში ვეშპილკაო ხალხს.
მთელი დღე ინტერნეტში მომიწევს ყოფნა, და სხვას ვეღარაფერს გავაკეთებ.
პოლიტიკურ თემებზე მოკლე, ორ წინადადებიან ტექსტებს და თან დღეში რამდენჯერმე, აქ ისეთები დებენ, რომ არ იციან მახათი სად გაიყარონ,
და მოხარულნი არიან კიდეც, ვინმე რაიმეს თუ შეეკითხება, ოღონდ დრო გაიყვანონ, და ოღონდაც მარტოსულებად არ იგრძნონ თავი.
და კიდევ, უმეტესწილად დაქირავებული ტროლების, ფბ ზონდერების და პოლიტიკოსების ხელობაა მოკლე, ორსიტყვიანი ტექსტი,
ვიღაცის გაშავება რომ სურთ, ანდა პირიქით, ვიღაცას რომ სურთ ასიამოვნონ.
მერეც კიდე, შენა და წაკითხვისთვის თუ არ გცალია ჩემო იმანო, კითხვის დასმის მერე პასუხის წასაკითხად შემოივლი?
მეტი არაა ჩემი მტერი..
ერთი ასეთიც იყო, ერთი წლის წინ რაღაც თემაზე კომენტარი დამიწერა, შემეკითხა რაღაც, და გაქრა.
მე კი დავუწერე პასუხი, მაგრამ აღარც შემოუხედავს..
მაგრამ ერთი წლის მერე მემორიდან ისევ ის პოსტი რომ ამოვწიე, ისევ არ გაიჩითა ის მასტიც?
და ზუსტად იგივე კითხვა არ დამისვა?
კაი ხანს ვფიქრობდი, გავუშვა მისამართზე ახლა, თუ ისევ ვუპასუხო, მეთქი.
ვუპასუხე, მაინც.
იმედია, მომავალ წელს გამოჩნდები ისევ,
გაიგე, რაიმე, გერასიმე?