You are currently viewing გამყინვარება უნდა დამთავრდეს

გამყინვარება უნდა დამთავრდეს

“მწვანე შუქი გვაქვს, დავიწყოთ” იტყვის წინადღით ერთი პოლიტკახპა,
და 1991 წლის 21 დეკემბრიდან ანტიქართული ნაგავი ქუჩაში გამოსვლას იწყებს.
და ტყუილად მოიხსენიებს სისტემური მასმედია იმ დღეების ამბებს, როგორც სამოქალაქო ომს.
ეს იყო რუსეთის და ამერიკის სპეცსამსახურების ერთობლივი ოპერაცია, ისეთივე, როგორც ბევრი სხვა მას შემდეგ.
სამი წლის მერე, 1994 წლის 24 ივნისის სატელევიზიო ინტერვიუში, ორი ბატონის, ამერიკა-რუსეთის მსახური შევარდნაძე იმის გარდა, თუ რატომ გაყიდა აფხაზეთი, ამასაც იტყვის,
“სწორია, რომ შევედით სამეგრელოში, ეს ჩვენ ადრეც უნდა გაგვეკეთებინა.
როდესაც ბოროტ ძალას ებრძვი, ზედმეტია წუწუნი გაუპატიურებაზე და მსხვერპლზე, მე მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ ოპერაციაში მონაწილეობა მიიღო.”
რამხელა ცინიზმია, ბოროტი ძალა ეძახო სხვას, როცა შენს კისერზე ათიათასობით ქართველის სისხლია და დაკარგული ტერიტორიები, და მართლაც ბოროტ ძალებს ემსახურები.
დიახ, სუფთა რუსულ-ამერიკული და შორს გამიზნული პროექტი იყო შევარდნაძეს დაბრუნება საქართველოში.
რუსულ -ამერიკული პროექტი იყო ნაცმოძრაობაც და 2003 წლის ვარდების რევოლუციაც,
რუსულ-ამერიკული სამხედრო ოპერაცია იყო სამაჩაბლოს ომიც
და იგივე ქვეყნების ერთობლივი პროექტი იყო ივანიშვილიც და ხელისუფლების შეცვლაც, 2012 წელს.
დიახ, დაწყებული წინა საუკუნის 90-იანი წლებიდან რუსეთი თავის საქმეს საქართველოში დასავლეთთან გარიგებით აკეთებდა და აკეთებს დღესაც.
დასავლური ფსევდოლიბერალიზმი და რუსული ავტოკრატია მსოფლიო ფინანსური წრეების ორი დასაყრდენია, და მათ შორის არანაირი განსხვავება არ უნდა იყოს ჩვენთვის.
და ხომ უნდა გავაკეთოთ ჩვენც დასკვნები?
თუ შენი ერთი მტერი მეორესთან გარიგებაშია, მათ ერთობლივ მტრობას რა თქმა უნდა ეროვნული შერიგება უნდა დავუპირისპიროთ, მაგრამ ეროვნული შერიგება უნდა მოხდეს რიგითი სამოქალაქო საზოგადოების, და არა პოლიტდამნაშავეების.
პოლიტდამნაშავეა არამარტო ის ხალხი, ვინც პუტჩში მონაწილეობდა,
პოლიტდამნაშავეა ყველა, ვინც კი გამსახურდიას ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის შემდეგ მოსული არალეგიტიმური ხელისუფლებების მიერ ჩატარებულ უკანონო არჩევნებში ერთხელ მაინც მიიღო მონაწილეობა.
ანდა რომელიმე არალეგიტიმური ხელისუფლების სამთავრობო სტრუქტურებში მუშაობდა თანამდებობებზე.
დიახ, პოლიტდამნაშავეა, – რადგან ასეთი ქმედებები სისტემური დანაშაულის გაპრავებაა.
და თუ ეს არ ესმის პოლიტიკოსს, მაშინ რა უნდა პოლიტიკაში,?
და თუ ესმის და მაინც მონაწილეობს სისტემურ თამაშებში, მაშინ უბრალოდ მედროვეა, – პოლიტიკით რომ სურს კომფორტის შექმნა საკუთარი თავისთვის.
და ტყუილად ნურავინ ცდილობს აიფაროს ეროვნულობის ნიღაბი გამსახურდიას სახელის ხშირი გამეორებით, როცა იმ სისტემასთან თანამშრომლობდა, ანდა ახლაც თანამშრომლობს, ვინც გამსახურდია მოკლა!
დროა პოლიტამნაშავეები საერთოდ ჩამოვაშოროთ პოლიტიკურ პროცესებს, და ეს მოხდება კიდეც, როგორც კი რიგითი ადამიანები მიხვდებიან, რა უნდა გააკეთონ, და საიდან უნდა დაიწყონ.
დიახ, სამოქალაქო საზოგადოებამ ეროვნული შერიგება 30-წლის წინანდელი მოვლენების სამართლებრივი შეფასებით უნდა დაიწყოს.
უნდა ითქვას ხმამაღლა, და ერთმანეთის გასაგონად და საერთაშორისო საზოგადოების გასაგონადაც, რომ 30 წლის წინ, ქვეყნის გარე ძალების მიერ კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა მოხდა, და რომ მის შემდეგ არაკანონიერი იყო და არის ყველა ხელისუფლება დღემდე,
არაკანონიერი იყო და არის ყველა ჩატარებული არჩევნები, და შესაბამისად არაკანონიერი იყო და არის ამ არჩევნების შედეგები, – პრეზიდენტები, მთავრობები და ამ მთავრობების მიერ აღებული საგარეო სესხები, ხელშეკრულებები და ვალდებულებები.
აი, ამ შეფასების და ამ აღიარების დაფიქსირება აუცილებელია.
სხვა შემთხვევაში, ის, რაც ხდება დღესაც ქართულ პოლიტჭაობში კიდევ ერთი რუსულ-ამერიკული პროექტის განხორციელების მცდელობაა და ეს კიდევ არ იქნება ბოლო, თუკი ვერ მოხერხდა იმ სტერეოტიპის ჩამოშლა, რომ ვიღაც მილიონერი, ანდა რომელიღაც პარტია მოვა და გვიშველის.
თუ ვერ მოხერხდა ახალი პოლიტიკური აზროვნების შეტანა საზოგადოებაში,
იმ ახალი პოლიტიკური აზროვნების, რომელიც გულისხმობს, რომ პოლიტიკური ბრძოლა არის არა ხელისუფლებისთვის ბრძოლა,
არამედ ბრძოლა ხელისუფლებაზე ზემოქმედების მექანიზმების დაკანონებისთვის.
და რომ რიგით ამომრჩევლებს ერთმანეთთან გასაყოფი არა აქვთ, და მათ მხოლოდ ერთი მტერი ყავთ.
მათ მიერვე ამორჩეული –
დიახ, – ამომრჩეველის მტერი არის ის, ვისაც ამომრჩეველმა ხმა მისცა,
ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თავს ბატონად რომ გრძნობს და არა ხალხის მსახურად.
უნდა დადგეს მიხვედრა, – პარტიები ერთმანეთში იმიტომ კი არ ომობენ, რომ რაიმეს შეცვლა სურთ, არამედ იმ სისტემაში უნდათ ჩაჯდომა, უკვე ასი წელია ხალხს რომ ძარცვავს.
აი, ამ მიხვედრის მქონე ადამიანებისგან თუ არ შეიქმნა
დიდი ადამიანური რესურსი, ახალი ეროვნული ელიტა, და შეგნებული და პოლიტგანათლების მქონე სამოქალაქო საზოგადოება , – კიდევ დიდხანს გავტკეპნით რუსთაველის გამზირს წინდაუკან სიარულით.
ხელისუფლებების შეცვლა არ არის სისტემის შეცვლა.
სისტემის შეცვლა არის პარტიული სისტემის უპარტიო სისტემით ჩანაცვლება!
ცოდნა უნდა ამ ყველაფერს, მოქმედების გეგმა უნდა ამ ყველაფერს, და რაც მთავარია, დრო უნდა ამ ყველაფერს.
ცოდნა არის, გზა არის,
გზა ჯერ კიდევ 150 წლის წინ, ილიას ეპოქაში, რომ გაკვალეს, და თვითმართველობისკენ რომ მიდის,
და ისევ მისკენ სიარული უნდა გავაგრძელოთ.
თუ მართლაც გულწრფელად გვსურს, რომ 1991 წლის 21 დეკემბერს დაწყებული 30 – წლიანი გამყინვარება დამთავრდეს.
.
გაზეთი ” საადგილმამულო” # 7
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა