You are currently viewing გატყუებენ მაკარ, გატყუებენ

გატყუებენ მაკარ, გატყუებენ

არ არის 14 იანვარი არც ქართული თეატრის დღე, და არც სახელმწიფო დროშის დღე.
დიახ, ” გატყუებენ, მაკარ, გატყუებენ “
და საერთოდ დღევანდელ ქართულ პროფესიონალურ თეატრს, და ” ხუთჯვრიან დროშას ” ერთმანეთთან ეს თარიღი, – 14 იანვარი, – კი არა სულ სხვა რამ აერთიანებთ.,
დიახ, ერთსაც და მეორესაც ისტორიის გაყალბებისთვის იყენებენ.
თეატრით დავიწყებ.
არ შეიძლება ჩაითვალოს ქართული თეატრის დაბადების დღედ 1850 წლის 14 იანვარი, როცა თბილისში, გიმნაზიის შენობაში გიორგი ერისთავის „გაყრა” წარმოადგინეს, რადგან ქართულ თეატრს უფრო დიდი ისტორია აქვს.
უფრო შორეულ თარიღებზეც ვისაუბრებ, მაგრამ ჯერ იმას გაგახსენებთ, მეფე ერეკლე მეორეს კარზე, თელავში სამი თეატრალური დასი რომ არსებობდა.
და საკმაოდ პროფესიული სპექტაკლებიც იდგმებოდა.
და ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე კოლხეთის სამეფოში რომ იმართებოდა თეატრალიზებული სანახაობები, ეს თეატრალურის პირველკურსელმაც უნდა იცოდეს, წესით.
ასე რომ უფრო მართებული იქნება, თუ 14 იანვარს ქართული პროფესიული თეატრის აღდგენის დღედ მოვიხსენიებთ.
დიახ, აღდგენის, და არა ქართული თეატრის დღედ.
მაგრამ 14 იანვრის თარიღის დამკვიდრება ისტორიის ჩამარხვის მიზანმიმართული მცდელობაა.
და თუ ვისი მცდელობა, უნდა მიმხვდარიყო საზოგადოება, როცა ორი წლის წინ რუსთაველის თეატრის სცენიდან ნიკოლოზ წულუკიძემ და მისმა ამქარმა ქართულ თეატრს გადაასვარა თავზე, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.
თავის თეატრალურ პასკვილში ” ქართული თეატრის ამბავი” ისე რომ წარმოაჩინა საქმე, თითქოს რუსთან შეერთებამდე არც არასდროს ყოფილა საქართველოში სახიობობა, და რუსი რომ არ ყოფილიყო, თურმე ვერც ვერასოდეს გავიგებდით, თუ რა იყო თეატრი.
ამას მოფიქრება ხო უნდოდა, ქართული თეატრის ისტორია, გიორგიევსკის ტრაქტატის მერე, და 1793 წლიდან დაგეწყო?
თეატრის იდეა რუსეთიდან ჩამოგვიტანესო ქართველმა ჯარისკაცებმაო.
ანუ, რუსის ხიშტმა გაგვანათლა, ხო?
და რატომ პარავენ საუკუნეებს ქართულ თეატრს?
განა არ იციან, ჩვენს წელთაღრიცხვამდე II საუკუნის ბოლოთი დათარიღებული უფლისციხის, კლდეში ნაკვეთი ქალაქის თეატრის შესახებ?.
ანდა, არ იციან, რომ სტრაბონის ცნობით, კოლხეთის სამეფოში არსებობდა “მთვარის ტაძარი”, სადაც სამეფო კარის თეატრი ფუნქციონირებდა?
კარგი, უფლისციხე არ უნახავთ, სტრაბონი არ გაუგიათ, მაგრამ არც თეატრთმცოდნე დიმიტრი ჯანელიძე იციან ვინ არის?
გადაშალონ მისი ნაშრომი ” ქართული თეატრის საწყისები”
შალვა ამირანაშვილის ” ხელოვნების ისტორია” გადაშალონ,
და იქნებ, სხვა ბევრ ცნობებთან ერთად, თვალი მოჰკრან სტრიქონებს, ქუთაისის მახლობლად, აღმოჩენილი ნაყოფიერების კულტთან დაკავშირებული და ძველი წელთაღრიცხვის VIII-VII საუკუნეებით დათარიღებული ცხოველების სახიანი ნიღბიანი ქანდაკებების შესახებ.
სწორედ ასეთი ტიპის ქანდაკებები მიუთითებენ, რომ თეატრალიზებული სანახაობები ძველი კოლხეთის ტერიტორიაზე უკვე იმ პერიოდში იმართებოდა, და რომ შესაბამისად კოლხეთის სამეფოში უკვე იყო რიტუალების შემსრულებელი პროფესიული ჯგუფი.
დიახ, პროფესიული.
და თუკი, მსოფლიო პროფესიული თეატრის დაბადების დღედ ოფიციალურად ჩვენს წელთაღრიცხვამდე 534 წელი ითვლება, როცა ათენში დიდ დიონისობაზე პირველი ბერძენი დრამატურგის თესპისის ტრაგედია წარმოადგინეს –
გამოდის, რომ ქართული თეატრი ევროპულზე ორი საუკუნით მეტი ძველია, ხო?
და რატომ ვაკლებთ ქართულ თეატრს საუკუნეებს?
ვის აწყობს ჩვენი ისტორიის დამალვა?
ისტორიის გაყალბება, შეკვეცა, და ქართული თეატრის საწყისების რუსულ ტრიკოლორში შეღებვაც კიდევ არაფერი,
რაც მაშინ იკადრეს რუსთაველის თეატრის სცენიდან, უკანასკნელი თახსირი არ იკადრებდა, – თეატრსაც, ერის მამას, ილიას, და თეატრის ნიშანსვეტს, ქართული ჰეროიკული თეატრის ფუძემდებელს, სანდრო ახმეტელს, ერთდროულად რომ აგინეს სცენიდან მართლაც ცირკის მასხრებმა.
თუმცა რა უნდა გაგიკვირდეს იმ თეატრის მესვეურებისგან, რუსთაველის თეატრი ხინკალფართებისთვის გასაქირავებელ დარბაზად რომ აქვთ გამეტებული.
და რაკი სულიერების წართმევით იწყება ზნეობის დაცემა, და რადგან ამ დაცემას ურიგდება საზოგადოება, არც ის უნდა გაგიკვირდეს, რა დროშას დაგაჭერინებენ ხელში.
“ხუთჯვრიანი დროშაც” ფეიკია, – დიახ.
და რატომ არავინ იკითხა, რატომ არ გამოცვლა ქოცმა ნაცის დროშა?
სააკაშვილის არცერთი მიღებული კანონი არ მოსწონს ქოცს, და რაღა დროშის შესახებ 2004 წელს მიღებული ორგანული კანონი გაუტარა?
იმიტომ ხომ არა , დროშის შეცვლით, და სამფეროვანი ეროვნული დროშის დაბრუნებით, არა მხოლოდ ნაცების, არამედ საკუთარი არალეგიტიმურობის აღიარებაც გამოუდიოდა, და ხუნტის დანაშაულის აღიარებაც.
და ვის აწყობს აბა, იმ სისტემური ხის ტოტის მოჭრა რომელზეც სხედან?
დიახ, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის შემდეგ მოსული უკანონო ხელისუფლებების მიერ სახელმწიფო დროშად გამოცხადებული ნაჭერი ვერ იქნება სახელმწიფო დროშა, და ვერც მისი მიღების დღე ვერ იქნება ქართული დროშის დღე,
როცა ისტორიულად უკვე არსებობს თამარისეული დროშის კოდით შექმნილი სამფეროვანი ეროვნული დროშა, მისი შექმნიდან უამრავი ომი რომ გამოგვატარა, და ბევრჯერ გამარჯვებით.
და აბა, რა “ხუთჯვრიანი დროშის” დღე?
აღარ გავაგრძელებ, საიდან გადაიღეს, როგორ ეომებიან ამით მართლმადიდებლობას, და რასთან გააიგივეს თავი, ამ დროშის სახელმწიფო დროშად აღიარებით.
საკმარისად ვისაუბრე წინა წერილებში ამ თემაზე.
და ამასაც რო დავანებოთ თავი,
სხვა რამეცაა საინტერესო,
რამდენი ხელისუფლება მოვა ყველამ თავისი პარტიული დროშა რომ გაიხადოს სახელმწიფო დროშად,
ერთხელაც, ვიღაც ისეთიც მოვა ხელისუფლებაში, დროშად, საკუთარ ნიფხავს რო აგიფრიალებს.
ნიფხავსაც აგიფრიალებს, და ქართული თეატრის დაბადების დღედაც რობიკოპი სტურუას დაბადების დღეს გამოგიცხადებს.
იმ სტურუასი, მიტინგის დასაცხრილად სპეცრაზმელები რომ აუშვა თეატრის სახურავზე.
ხოდა, იფიქრეთ, ვინ გატყუებთ, და რატომ.
არ შეიძლება ისტორიის გაყალბება, არა –
არ შეიძლება დავარქვათ თარიღებს ის სახელები, რომელსაც არ იმსახურებენ.
და საერთოდ,
შევეშვათ ამ 14 იანვარს,
და დავუტოვოთ ეს დღე იმ ტრადიციას, რომელსაც ნამდვილად ეკუთვნის ეს დღე.
და არა მხოლოდ ეკუთვნის, არამედ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებასაც კი იმსახურებს.
დიახ, 14 იანვარი არის, და უნდა იყოს კიდეც გურული კალანდას დღე,
სხვა რომ არაფერი, თუნდაც იმიტომაც ეკუთვნის პატივისცემა გურულ კალანდას,
” ძველი ახალი წლის” აღნიშვნის რუსული კალკი რომ ჩაანაცვლა.
და ძალიანაც კარგი, რომ ჩაანაცვლა.
გურული კალანდა, – ნამდვილი, სუფთა ქართული, და ჩვენი იდენტობის ზედმიწევნით გადმომცემი ტრადიციაა.
ხოდა, ვიყოთ ეს ერთი დღე, მთელი საქართველო გურულები,
ეკუთვნით ნაღდად,
მრავალი და ბედნიერი კალანდა სრულიად საქართველოს და ,
სიმართლით გვევლოს!
ცოდნა არ ვნებს, ვნებს არცოდნა!
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა