You are currently viewing “გიჟი მიუშვი ნებასა”

“გიჟი მიუშვი ნებასა”

ქოცი სამი პარტიის აკრძალვას აპირებსო?
ვერ ხვდება, ამ პროცესის დაწყებით საკუთარი თავის დასაკლავ დანასაც ლესავს და მთელ პარტიულ სისტემასაც უთხრის ძირს.
და როგორ?
აი, ეს ფოტო 2021 წლის მარტის თვეშია გადაღებული, ქუთაისში, რიონის ხეობის აქციაზე,
როცა “უპარტიო საქართველოს” იდეა საჯაროდ გამოვიტანეთ და იმისთვის, რომ გვეთქვა –
ხელისუფლებების ცვლილება არ ნიშნავს სისტემის ცვლილებას.
თორე, ხელისუფლებების ცვლილება გადატრიალებითაც შეიძლება და რევოლუციითაც.
ორივე შემთხვევაში სისტემა უცვლელი რჩება.
ვიტყვი რატომაც,
გადატრიალება ისევ ხელისუფლების შიგნიდან, ანუ მაღლიდან იწყება.
და მათში მონაწილეებს, რა თქმა უნდა, არ აწყობთ სისტემის ცვლილება, რადგან სისტემურ ქვაბში კომფორტულად სხედან.
მათ მხოლოდ ქვაბის გადაღებვა აწყობთ,
სისტემური ცვლილებები არც ქვემოდან დაწყებული რევოლუციებით არ ხდება.
ისტორიაა ამის დასტური, რომ არც სახალხო აჯანყებებს არ მოუტანიათ სახალხო შედეგი, რადგან ” ომში რომ გმირები იღუპებიან და მერე ბოზებს მიყავთ პარადი”, – ეს საუკუნოვანი წესი არავის შეუცვლია ჯერ, და ვერც შეცვლის.
შესაბამისად, ყოველი რევოლუციაც ქვაბის გადაღებვაა მხოლოდ, რომელშიც ერთიდაიგივე სალაფავი იხარშება.
ამ ორივე სცენარისთვის- გადატრიალებისთვისაც და რევოლუციისთვისაც, – მომწიფდა სიტუაცია და ისევ ქოცის ხელით.
არ შეიძლება კობახიძის, მდინარაძის და კალაძის ტროიკა ვერ ხვდებოდეს, – თუ არ დაასწრეს ივანიშვილს, მაშინ მათი ჯერიც რომ დადგება.
და წესით, თორიას ვირთხების კასრიდან, ყველაზე დიდი ვირთაგვა უნდა შეიჭამოს.
და სადღაც გაზაფხულზე ახალ არჩევნებიც უნდა დაინიშნოს.
ახალი არჩევნები იმ შემთხვევაშიც დაინიშნება, ივანიშვილმა თუ დაასწრო ტროიკას, და ისევ შეჭამა თავისივე გამოზრდილები.
გაზაფხულზე არჩევნები ყველა ვარიანტში ჩაინიშნება რადგან ქოცს საპარლამენტო უმრავლესობა არა ჰყავს, და ასეთი უმრავლესობა კი ჭირდება, კონსტიტუციიდან 78-ე მუხლი რომ ამოიღოს, და მერე რუსეთის საელჩოც რომ გახსნას თბილისში.
და აქ დაუშვებს ძალიან დიდ შეცდომას ქოცი, რადგან რევოლუციის მექანიზმს აამუშავებს ამით.
რადგან სწორედ, კონსტიტუციიდან ევროინტეგრაციის მუხლის ამოღება და რუსეთის საელჩოს გახსნა გახდება დიდი ტრიგერი, და იმ გოგობიჭების მოძრაობაში მომყვანი, უცებ და არსაიდან რომ იციან გამოჩენა, საქმის გაკეთებაც, და მერე ისევ გაუჩინარებაც.
და რომ აქვთ იმის ძალა, თავზე დაამხონ დალაგებული წესები ყველა რეჟიმს, ვისიც არ უნდა იყოს, და როგორიც არ უნდა იყოს.
მაგრამ ესეც დროებით,
ომი რომ გმირებისაა, და პარადი რომ ბოზების, – კი ვთქვი უკვე,
და ასე იქნება მანამ, სანამ არ დადგება მიხვედრა, რომ მთლიანად გამოსაცვლელია სახელმწიფო მართვის ის პარტიული სისტემა, ამდენი უბედურება რომ მოუტანა არა მხოლოდ ამ ქვეყანას, არამედ კაცობრიობას, პარტიების არსებობის 300 წლის განმავლობაში.
ერთხელაც ამის მიხვედრაც დადგება, და პარტიები საერთოდ გაქრებიან პოლიტიკური ველიდან.
და ეს პროცესი რომ დაჩქარდეს, სწორედ ამიტომ გამოვიტანეთ უპარტიო საქართველოს იდეა, 2021 წელს საჯაროდ, რომელზეც მუშაობას, და მის განსახორციელებლად საჭირო გზების დადგენას, და სხვადასხვა ჯგუფებთან მის მიტანას მთელი 8 წელი დასჭირდა.
მაგრამ საზოგადოების დიდმა ნაწილმა ჯერ კიდევ არ იცის, თუ რატომ არის უპარტიო სისტემაზე გადასვლა აუცილებელი.
ასე რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ამ თემისთვის ოვერტონის ფანჯრის გაღებას შეუწყობს ხელს, ჩემთვის მისაღებია.
ასევე, ქოცის ახლანდელ პახონდრიასაც, – აკრძალოს რამდენიმე პარტია, – მე მისაღებად ვთვლი, იქედან გამომდინარე, რომ კარგი მაგალითი იქმნება.
საზოგადოება შეეგუება აზრს, რომ თურმე რომელიღაც პარტიების გარეშე პოლიტიკა შესაძლებელი ყოფილა,
და გაჩნდება სხვა ლოგიკური კითხვაც, – თუ შესაძლებელია რამდენიმე პარტიის ერთდროულად გაუქმება, მაშინ იქნებ შესაძლებელია საერთოდ ყველა პარტიის გარეშეც პოლიტიკაც?.
და არჩევნების პარტიების გარეშეც ჩატარებაც?
და მხოლოდ დამოუკიდებელი უპარტიო კანდიდატებით.
ამიტომ, არ უნდა ავარდეთ ახლა ჩახავსებული პოლიტიკოსების წიოკზე, არიქა დემოკრატიას გვართმევენო, და უნდა მიუშვათ ქოცი, რომ აკრძალოს ნაცპარტიები, – აკრძალვის ასეთი მაგალითი მაშინაც გამოგვადგება, უკვე ქოცის პარტიის აკრძალვაზე რომ დადგება საქმე.
აკრძალოს, – ამ ერთხელ მაინც გააკეთოს ქოცმა ჩვენი გასაკეთებელი.
ალესოს ის დანა, მერე ქოცის ნაცზე წასაკლავადაც რო გამოგვადგება, და საერთოდ მთელი სისტემის ამოსატრიალებლადაც.
ხო, რა,
გიჟი მიუშვი ნებასა, თვით შეეყრება სნებასაო, ნათქვამია,
და, იყოს, ასე!
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა