You are currently viewing სივრცე, საიდანაც იწყება თავისუფლება

სივრცე, საიდანაც იწყება თავისუფლება

გუშინ კიდევ ერთი პუბლიკაცია წამიშალეს.
რო კითხო კინწურაშვილის კანტორას პროდასავლურები არიან, და რუსეთუმეებს კი გამოექომაგენ,
რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ფეისბუკის ადმინისტრაციაც, რუსული ფაშიზმიც და დასავლური ფსევდოლიბერალიზმიც გლობალისტების სამსახურში არიან.
პოსტიც წაშალეს, და საერთოდ პროფილს გაგიუქმებთო, გამაფრთხილეს.
მართლა ბოსტანს დაემსგავსა ფეისბუკი, თავისი მეველეთი და საფრთხობელებით, და როგორც სურთ ისე ჭრიან და კერავენ სამართალს და თან შერჩევით.
ვიცი, რომ მზადდება კანონპროექტიც და ფულადი ჯარიმების სისტემაც ამოქმედდება, და არანაირი განსხვავება აღარ დარჩება ჩინეთისგან და რუსეთისგან, სადაც სოცქსელებში ნებისმიერი კრიტიკული აზრის დაფიქსირებაზე ჯარიმები და ციხე რომ არის.
ისედაც ენა აქვს ჩაგდებული ობივატელს, და წარმოიდგინეთ მერე რა იქნება, ხო?
ველოდით ჩვენ ამ ყველაფერს და ამიტომაც უკვე ერთი წელია საკუთარ საადგილმამულო ინტერნეტპლატფორმაზე ვმუშაობთ,
და მარტყოფის ველზე დასახლების პროექტის პირველი ეტაპის დამთავრების შემდეგ საერთოდ გავალ ფეისბუკიდან, რომელიც მიზანმიმართულად არის შექმნილი საზოგადოების კონტროლისთვის და ურთიერთდასაპირისპირებლად.
შექმნილია იმისთვის, რომ სოცქსელებშივე ჩაკვდეს რეალური პროტესტიც.
ამ მართულ და კონტროლირებად გარემოს თავი უნდა დავაღწიოთ ახალი თავისუფალი სივრცის შექმნით, და შემდეგ კი რეალობაში დაბრუნებით.
დიახ, საადგილმამულო ინტერნეტპლატფორმა
შეიქმნა იმისთვის, რომ რეალობა შევამზადოთ.
საადგილმამულო ინტერნეტპლატფორმა, პირველი და ერთადერთი ეროვნული მიმართულების ინტერნეტსივრცეა.
სივრცე, სადაც იქმნება საზოგადოებრივი ფორუმი – სიმართლის სათქმელად და გასავრცელებლად.
სივრცე, საიდანაც უკვე შესაძლებელია საგაზეთო მასალების მიღება.
სივრცე, სადაც მუშაობას იწყებს საადგილმამულოს რადიო და ტელეგადაცემები.
სივრცე, რომლის საშუალებით განხორციელდება მიწის დაცვის , მეურნის დახმარების და დაცარიელებული სოფლის აღდგენის პროგრამები,
სივრცე, რომელიც დაგვეხმარება ახალი დამოუკიდებელი პროფკავშირების, და საზოგადოებრივი ორგანიზაციების შექმნაში.
სივრცე, სადაც სწავლების აკადემიურ ფორმატზე გადასვლამდე დისტანციურად იმუშავებს საერო სკოლაც და საადგილმამულო უნივერსიტეტიც, – განათლებისთვის, პოლიტგანათლებისთვის და ახალი ელიტის შესაქმნელად.
სივრცე, რომელიც დაგვეხმარება ემიგრანტის დაბრუნების პროგრამის განხორციელებაშიც.
სივრცე, სადაც ყველა მსურველს შეეძლება მონაწილეობა მიიღოს საკანონმდებლო საქმიანობაში, სარეფერენდუმო საკითხების მომზადებაში, და ახალ საარჩევნო კოდექსის შედგენაში.
იქნება სივრცე, სადაც იმუშავებს საქველმოქმედო აუქციონიც, იურიდიული და სამედიცინო კონსულტაციების სამსახურებიც,
სივრცე, რომლის დახმარებით სამსახურს ნახავს და დასაქმდება ასობით ადამიანი,
სივრცე, სადაც გაშუქდება ლიტერატურული კონკურსები, კაფიის საღამოები, თეატრალური და კინოფესტივალები,
ანუ, იქნება სივრცე, რომლის დახმარებით განხორციელდება ეროვნული პროექტები და შესაბამისად შეიქმნება სწორედ ის ადამიანური და ფინანსური რესურსი, რომელიც დიდი ეროვნული გაერთიანების შესაძლებლობასაც მოგვცემს.
გაერთიანების, ახალი ეროვნული კონცეფციის ქვეშ და ახალი პოლიტიკური აზროვნებით,
პოლიტიკური აზროვნებით, რომელიც გულისხმობს არა ბრძოლას ხელისუფლებისთვის, არამედ მოქმედებებს მიმართულს ხელისუფლების კონტროლის მექანიზმების – სრულუფლებიანი რეფერენდუმის და დეპუტატის გამოწვევის წესის – დაკანონებისკენ,
რადგან მხოლოდ ამ მექანიზმებით შეიძლება დავიწყოთ სისტემური ცვლილებები და მხოლოდ ამ მექანიზმებით შეგვიძლია შევქმნათ სამოქალაქო საზოგადოებაც, და დავიბრუნოთ ქვეყანაც.
და სულაც არ არის ეს ყველაფერი ფანტასტიკა.
ოცნება და ფანტაზიორობა ისაა, როცა რაღაც გინდა, არ იცი როგორ გააკეთო და სასწაულს ელოდები.
ხოლო როცა იცი, და გაქვს გეგმა და პროგრამა და ის გზა, რომელიც 150 წლის წინ გაკვალეს ილიას ეპოქაში, და ჯიუტად მიდიხარ მიზნისკენ, – შედეგი აუცილებლად დადგება.
ამ შედეგის მაგალითია სწორედ მარტყოფის ველზე მიმდინარე პროცესები.
შედეგისთვის არის აუცილებელი თავისუფალი ინტერნეტპლატფორმის არსებობაც.
ორივე სივრცე ერთ მიზანს ემსახურება – პასუხისმგებლობის მქონე სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას.
სადაც ყველას ექნება საკუთარი თავის და შესაძლებლობების რეალიზების საშუალება.
სადაც წინ იქნება ღირსება, ზნეობა და მორალი.
სადაც სიტყვა იქნება საქმე და საქმე იქნება სიტყვა!
და, დაე, იყოს ასე!
.
გუჯა შვანგირაძე (გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა