ნწ, აღარ მიკვირს არაფერი,
აღარ მიკვირს, არც ვარსკვლავებიანი ცა, და არც ზნეობრივი კანონი ჩემში,
აღარც ის მიკვირს, რატომ იკარგება წინდები სარეცხ მანქანაში.
ვიცი, უკვე, რომ სადღაც ოკეანეში არის გამქრალი ნივთების კუნძული და წინდებიც იქ მიფრინავენ.
არ მიკვირს არაფერი, ხო,
ერთის გარდა,
ის მიკვირს, როცა მაცივარი ცარიელია, რა ჯანდაბა სვრის სუფთა თეფშებს?
ხო, ის მიკვირს,
რომ შიათ, მაგრამ ამაზე ერთი და ორის გარდა ხმამაღლა არავინ რომ არ ლაპარაკობს,
რადგან, ამ ქვეყანაში იმის თქმა, რომ შიათ, უტყდებათ,
რადგან, რომ შიათ, ამას საკუთარ უმაქნისობას, და უვარგისობას აბრალებენ,
და არა ხელისუფლებებს, 30 წლის განმავლობაში რომ ძარცვავდნენ.
და იმის მაგივრად, რომ იმას ერთად მიადგნენ ვისი მიზეზითაც შიმშილობენ, ემიგრაციაში მიდიან.
2 მილიონი ადამიანია უკვე იქ,
იმათ აღარ შიათ,
არც აქ დარჩენილებს არ გშიათ, არა..
რადგან მუდამ წვალობთ რაიმეთი გასვაროთ სუფთა თეფშები, მაშინაც კი , როცა მაცივარი ცარიელია, და ამ წვალებას ეგუებით.
არ გშიათ,
ისე არ მოგშიებიათ, შიმშილით ყმუილი რომ დაგეწყოთ, თორე ვერ გადაგირჩებოდათ ვერც ერთი მთავრობა შეუჭმელი.
ისა და,
მოგიყვეთ, რატომ და როგორ გააქვრეს ჩაუშესკუც წინდებივით?
.