You are currently viewing გჩუქნით, იდეას

გჩუქნით, იდეას

ძველი ანეკდოტია, სსრკ დროინდელი.
ტელევიზორს ჩისტიტელები დავუყენეო, აბა, რამდენი ბრეჟნევი გამოჩნდებოდა, იფურთხებოდაო მამაჩემი, მოვკვდიო კაცი, ტელევიზორის ეკრანის წმენდითო..
ხო,
მე თუ მკითხავთ, ყველა პარტიული ტელევიზია გასათიშია.
რადგან 30 -წლიანმა გამოცდილებამ უკვე გვასწავლა, რო ყველა პარტია, გამონაკლისის გარეშე, თავისი შინაარსით ანტიხალხურია, მხოლოდ ადამიანთა ვიწრო ჯგუფის ინტერესების დაცვისთვის რომ სურს ხელისუფლებაში მოსვლა.
ხო, ყველა პარტიული ტელევიზია გასათიშია,
მაგრამ როცა ამას, აი, ასეთი გზით ცდილობ, რა თქმა უნდა ის ყველაფერი ხარ, რასაც გეძახიან.-
რუსული რეჟიმიც ხარ, არალეგიტიმურიც, და მარიონეტიც.
რადგან დემოკრატიულ ქვეყანაში, მართველ ძალას თუ სურს ხელისუფლება შეინარჩუნოს, ტელევიზიებს კი არ უჩივის, უბრალოდ აკეთებს ყველაფერს ხალხისთვის, რომ მის მოწინააღმდეგე პარტიულ ტელევიზიებს მაყურებელი საერთოდ არ ყავდეს.
ანუ, მიუღებელი ტელევიზიების გათიშვის უფლება აქვს მხოლოდ მაყურებელს, და ტელევიზორის პულტის ღილაკით.
და ჩვენთან რა ხდება?
მართველი ძალა მუდამ ცდილობს მიუღებელი ტელევიზიები ან იყიდოს, ანდა საერთოდ დახუროს.
მაშინ როცა მხოლოდ სხვები კი არა, მართველი ძალის მხარდამჭერებიც კი საკუთარ ტელევიზიებს კი არა, მხოლოდ ოპოზიციურ ტელევიზიებს უყურებენ და თან დღე და ღამე,
ხო, ის აინტერესებთ, რა თქვეს მათზე, თორემ ის კი არ აინტერესებთ, რას აკეთებს ქვეყნისთვის მართველი ძალა,
რადგან კარგად იციან თვითონაც, რომ არც არაფერს არ აკეთებს.
და ასე ხდება სულ ამ ქვეყანაში მთელი 30 წლის განმავლობაში, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში.
აი, სულ ეგაა, რაც პარტიების, მათი ტელევიზიების, და საერთოდ რეჟიმების შესახებ უნდა იცოდეთ.
ჩისტიტელების იდეას გჩუქნით,
რადგან ტელევიზია ჩვენი ეროვნული გასართობია ახლაც.
ავტორი, გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია).
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა