ერთიც, ამ წინასაახალწლოდ, და მორჩა, მეტს ამ თემებს აღარ შევეხები.
ალბათ, ბევრისთვის გაცვდა და უშინაარსო გახდა ეს მოწოდება.
30 წელია გვესმის, რომ სისტემა უნდა დაინგრეს, მაგრამ მხოლოდ ხელისუფლებები იცვლებოდა, და არა სისტემა.
და მხოლოდ დღეს გაჩნდა შანსი.
და დღეს, რატომ?
დიახ, პირველად თავისი არსებობის ბოლო 30 წლის განმავლობაში სისტემამ ვერ შეძლო “ცრუმესიის” შექმნა.
უბრალოდ ამ როლისთვის მას კანდიდატიც კი არ ჰყავს,
ერთი თვეზე მეტია მიდის სახალხო პროტესტი და არც დასავლეთმა და არც რუსეთმა არ იციან, ვისზე გააკეთონ ფსონი, რომ მისი საშუალებით ისე მოხდეს ხელისუფლების ჩანაცვლება, სისტემის შეცვლის რისკის წინაშე რომ არ დადგნენ,
ქოცის დატოვება ხელისუფლებაში აღარ შეიძლება, პარტიებმა თავი გაიფარჩაკეს, სალომემ იმედები გაუცრუათ.
არადა, თუ ცრუმესია არ შემოაგდეს, სიტუაცია შეიძლება საერთოდ უკონტროლო გახდეს სისტემისთვის.
და რაც დრო გადის, მით უფრო ცხადი ხდება ეს.
დიახ, ჯერ კიდევ არ ესმის ბევრს, რა ჯინი ამოდის ბოთლიდან,- ხალხი მიხვდა, რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედად უნდა იყოს,
და ასე იყო კიდეც მთელი 30 დღის პროტესტის განმავლობაში,
და თუკი ხალხი იმასაც მიხვდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლობის ტელევიზია უნდა დაიბრუნოს, რადგან ის მას ეკუთვნის, – სხვა რამეებსაც მიხვდება.
და ტყუილად ნუ იფიქრებს ნაცი, რომ ახალი არჩევნებით,- რომელიც აუცილებლად ჩატარდება, – ხელისუფლებაში მოვა, და ნურც ქოცს ექნება იმის იმედი, რომ ნებისმიერი “რასკლადის” შემთხვევაში, ისიც ისევ პარლამენტში დარჩება,
რადგან, როგორც კი 20 იანვრის შემდეგ, ამერიკა-რუსეთის ურთიერთგარიგების შედეგად ქოცი იძულებული გახდება დათანხმდეს ახალ არჩევნებს, და როგორც კი დროებითი ტექნიკური საბჭოც შეიქმნება, რომელმაც ახალი არჩევნების ჩატარებაზე უნდა იმუშაოს, იმ მომენტიდანვე დაიწყება ახალი საპროტესტო ტალღა, ახალი მოთხოვნებით, რომელიც სისტემის რეალურ ცვლილებებამდე მიგვიყვანს.
და რომელიც ქოცსაც და ნაცსაც ერთდროულად გადარეცხავს.
ეს ასე მოხდება!,
და იმიტომ კი არა, რომ მე ასე მინდა,
უბრალოდ, არ შეიძლება სხვანაირად რომ მოხდეს!
უბრალოდ, ძალიან გავიზარდეთ,
უბრალოდ, ახალი და ჩვენზე უკეთესი თაობა მოდის,
და უბრალოდ, არაუბრალო ახალი წელიც,-
დიდი გარდაქმნების და დიდი ცვლილებების წელი!
და დაე, იყოს, ასე!
.