
მახსოვს, 10 წლის წინ, რა გაკვირვებული გვიყურებდნენ, როცა ვამბობდით, რომ მონღოლეთში ვცხოვრობთ, რადგან რეფერენდუმის უფლება წართმეული გვაქვს მეთქი.
ისინიც მახსოვს, და მახსოვს გვარებით და სახელებით, ვინც წინააღმდეგი იყვნენ რეფერენდუმის თემის წინწამოწევის, და ახლა იმდენს საუბრობენ, მეც კი გადამასწრეს.
მახსოვს, რა დაბნეულები გვისმენდნენ, როცა ვამბობდით სისტემური დანაშაული რომ შეწყდეს, და შეწყდეს ქვეყნის გარეთ ძალების კონტროლი და გავლენა საკანონმდებლო ორგანოზეც და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებზეც, და შენს მიერ არჩეულს საქმე რომ გააკეთებინო, დეპუტატის გამოწვევის მექანიზმია დასაკანონებელი მეთქი.
მაშინ კი არა, ახლაც არაა ზოგი გარტყმაში, რა არის ეს, რატომ არის გაწვევის მექანიზმი რეფერენდუმზე მნიშვნელოვანიც კი, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ, და ზოგს კიდევ რეფერენდუმი და გაწვევის მექანიზმი ერთი და იგივე ჰგონია დღესაც,
ის შეშინებული და გაბრაზებული ხალხიც მახსოვს, როცა უპარტიო საქართველოზე დავიწყეთ საუბრები, მაგრამ ახლა თვითონ, ასპარტიაგამოცვლილი მასტები საუბრობენ უპარტიო არჩევნებზე და უპარტიო სისტემაზე .
და ახლა ამ ყველას, რომ ვუთხრა, საარჩევნო ხმები კი არ უნდა დაითვალოს, არამედ, დათვლამდე, უნდა აიწონოს მეთქი, საერთოდ კვადრატული გაუხდებათ თვალები.
ხო, ვიცი, ასე იქნება, და ისიც ვიცი,
დადგება დრო, და ყველა ეს კვადრატულთვალებიანი იტყვის, ხმების აწონაზე ჯერ კიდევ როდის ვლაპარაკობდითო.
და თქვენ წარმოიდგინეთ, მე მინდა კიდეც, ასე რომ თქვან.
რადგან როცა ამას იტყვიან, ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ უკვე ყველა ხვდება ამ თემის მნიშვნელობასაც.
დაიმახსოვრეთ ეს პოსტი
რაც შეეხება ხმების “აწონას,” ამერიკის რამდენიმე შტატის საარჩევნო კანონში პირდაპირ არის მითითებული: იდიოტებს ხმის მიცემის უფლება არ აქვთ: Idiots do not have the right to vote: Kentucky Section 145. Mississippi Article 12, Section 241.
მე დავუმატებდი, ხმის მიცემის უფლება არ უნდა ჰქონდეთ მკვლელებს, პედოფილებს, გეიპროპაგანდისტებს, სახელმწიფო ღალატში მიჩნეულებს, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების აგენტებს, სტრატეგიული ობიექტების და წიაღისეულის გამყიდველებს და მათ ხელისშემწყობებს, ანტიეროვნულ კანონებზე ხელისმომწერებს, ამ 30 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში და პარლამენტში უკვე მყოფებს,- (ამ ბოლო კატეგორიას თუნდაც იმიტომ, რომ გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის შემდეგ უკანონო ხელისუფლებების მიერ ჩატარებულ უკანონო არჩევნებში მონაწილეობით სისტემური დანაშაული გააპრავეს.) და რაც მთავარია, არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება არ უნდა ქონდეთ გაუნათლებლებს.
ხალხმა ის არ იცის, რეფერენდუმის უფლება რომ ჩამოართვეს, გამოწვევის კანონი რომ არა აქვთ, არ იცის რა უქნას მის მიერ არჩეულს, რომელიც საარჩევნო დაპირებებს არ ასრულებს, არ იცის როგორ შეიძლება შეაჩეროს სისტემური დანაშაული თვითონ, რადგან სისტემა თავის წევრებს არ სჯის, არ იცის, რომ იმ პარტიებსაც კი აფინანსებს საკუთარი ჯიბედან, რომელსაც აგინებს, მაჟორიტარულ და პროპორციულ სისტემებს ვერ არჩევს ერთმანეთისგან და ასეთს რა უნდა არჩევნებზე?
ეს საკითხიც მოგვარებადია, მოგვარებადია ლუსტრაციის კანონის მიღებაც, პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების მოხსნაც, და მოგვარებადია საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა ელემენტარული პოლიტგანათლების აუცილებლობაზეც, – როცა რეფერენდუმის უფლებას დავიბრუნებთ, და გამოწვევის მექანიზმს დავიკანონებთ. პოლიტგანათლების მოკლე კურსიც აუცილებლად უნდა შევიდეს სასკოლო პროგრამებში და საუნივერსიტეტო პროგრამებში. და თუ როგორ უნდა მივიდეთ ამ ყველაფრამდე, არის ამ კითხვაზეც პასუხი.
.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)