აგე, ოსებმა გენოციდიო, დამოუკიდებლობაო, კომპესაციაო..
და ის კიდე რუსთავში იყო გუშინ, და კიდევ ბოდიშზე ლაპარაკობს.
ძალიან რო გაუჭირდა ჯერ იმაზე ეტყობა, 12 წლის ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ ეს მილიარდელი კაცი ისევ რო აღოღდა და ქალაქ-ქალაქ და ქუჩა-ქუჩა დაიწყო წანწალი,
ეს ნიშნავს, რო ხვდება, გაკეთებული რო ნულია, ირგვლივ სასტავიც რო საერთოდ ნულისტოლია, და არც ყავს სხვა დასაყრდენი.
ხვდება და ამიტომაც უწევს ამ ნულის გაქაჩვა.
ის მაინც ხო უნდა იცოდეს, ნულზე ნამრავლი რომ ისევ ნულია?
მაგრამ ძალიან რო გაუჭირდა ამაზე ყველაზე კარგად მისი ამოჩემებული ბოდიში მეტყველებს.
საკუთარი თავის გადარჩენა სურს, სხვა არაფერი არ დევს მის განცხადებაში.
რა ვეფხი და მოყმის დედა, რა ვაჟა, და რა მაღალი მატერიები,
რა სულიერება გინდათ შეტენოთ იმ კაცს საყდრისის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რო ააფეთქა?
და მერე კანაფის პლანტაციების გაშენება რო მოინდომა?
დიახ, კარგად იცოდა, პლანით გამოთაყვანებული თაობები ფეხებზე რო დაიკიდებენ კულტურასაც და ისტორიასაც.
რა ზნეობრივ ნაბიჯზე საუბრობთ, ვაჭრული ხოდია.
“ბოდიშით” უთხრა რუსებს, რომ მზად არის აღიაროს “სამხრეთ ოსეთი” და აფხაზეთი დამოუკიდებელ ერთეულებად, თუკი რუსეთი მას ხელისუფლების შენარჩუნებაში დაეხმარება.
ეს მესიჯია მისი ” ბოდიში ” და ასე გაიგეს სწორედ ოსებმაც და აფხაზებმაც, და მოითხოვეს უკვე მისი სიტყვების სამართლებრივ ფორმაში გამოხატვა,
დამოუკიდებლობის აღიარებაც, გენოციდის აღიარებაც, და კომპენსაციაც 20 მილიარდი დოლარი..
ჰე, გაუპრავეთ ახლაც ბოდიში,
დაუკარით, ოსური.
.