You are currently viewing დაწყნარდით, ომი არ იქნება.

დაწყნარდით, ომი არ იქნება.

დაწყნარდით,
საქართველოში ომი არ იქნება, და ერთი ბომბიც კი არ ჩამოვარდება.
და არა იმიტომ, რომ ასეთ ბრძნულ საგარეო პოლიტიკას ვატარებთ,
ეს 30 წელი არც გვქონია დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა, თუ არ დავარქმევთ იმ “დვიჟენიებს” პოლიტიკას, მუდამ ვიღაცის დაკრულზე ცეკვას რომ გვაიძულებენ.
არა, მსოფლიო ომებში ჩვენი ჩართულობა არ იქნება იმიტომ, რომ უბრალოდ ასეთი გეოგრაფიული მდებარეობა გვაქვს, და დღესაც ასე დალაგდა, რომ საქართველოში მშვიდობით დაინტერესებულია ამერიკაც, ევროპაც, აზიაც, ირანიც, თურქეთიც, ჩინეთიც, და მით უმეტეს რუსეთიც.
და შესაბამისად დაინტერესებული არიან ამ ქვეყანაზე გამავალი საჰაერო, სახმელეთო, თუ საზღვაო გზების დაცულობით.
ეს ფოტო სწორედ იმ თავისუფალ საჰაერო დერეფანს ასახავს, ირანში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს ცაზე რომ გაჩნდა.
ბევრმა არ იცის, როგორ იყენებენ ამერიკული კომპანიები ჩვენს სახმელეთო დერეფანსაც, რუსეთს მაღალტექნოლოგიური მიკროჩიპები რომ მიაწოდონ,
დიახ, ამერიკული კომპანიები რუსეთს.
და საერთოდ ამერიკა დღესაც აგრძელებს იმ პოლიტიკას, ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს რომ ატარებდა, როცა ერთმანეთთან მეომარ ქვეყნებს განურჩევლად აწვდიდა იარაღს.
იგივეს აკეთებს დღეს რუსეთიც, – რომელიც დღემდე აწვდის ამერიკას დაბალგამდიდრებულ ურანს, ამერიკის ატომური ენერგეტიკისთვის.
აღარ ვსაუბრობ, როგორ იყენებს ჩვენს ტერიტორიას ასევე რუსული ბიზნესი, ამერიკულ და ბრიტანულ სანქციებს რომ გვერდი აუაროს.
დიახ, ღია დაპირისპირება დაპირისპირებად, მაგრამ არსებობს მიზეზი, ფარულ თანამშრომლობასაც რომ აიძულებს ერთმანეთთან ამ ორ ქვეყანას.
და ასეთი დაინტერესება ამერიკის და რუსეთის გარდა სხვა ქვეყნებსაც აქვთ, რომლებსაც საქართველოზე თავისუფალი ტრანზიტი სჭირდებათ.
დიახ, ძალიან ბევრ შემთხვევაში ფულს პოლიტიკის სუნი არ ასდის, და მხოლოდ წმინდა წყლის ბიზნესია.
ჩვენს ტერიტორიაზე ომი რომ არ იქნება ამის მანიშნებელია ისიც, რომ საქართველოში უძრავი ქონების ფასმა კიდევ მეტად მოიმატა, და ბინებზე და მიწებზე შეკვეთები სწორედ იმ ქვეყნებიდან შემოდის, რომლებიც ახლა იბომბებიან.
და არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მოსახლეობაა დაინტერესებული საქართველოში ბინების და ნაკვეთების ყიდვით, არამედ, ევროპის ქვეყნების მაცხოვრებლებიც, რომლებსაც რუსეთი მალე თხევადი გაზის მიწოდებას შეუჩერებს.
დიახ, საქართველოში ბომბები არ ჩამოვარდება, – დაწყნარდით!
და გავაგრძელოთ ის, რაც ყველაზე უკეთ გვეხერხება.-
ერთმანეთის ჭამა!
დიახ,
რა რუსი, რა ამერიკელი, რა არაბი, რა თურქი და რა სპარსელი,
ქართველზე მეტი მტერი, არც ყავდა, არც ჰყავს და არც ეყოლება ქართველს.
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა