
თეატრის კიდევ ერთმა მამამ ჩაიფსა..
რა ვთქვა, მართლაც, იმ მრავალი თემიდან, რომელთანაც უშუალო შეხება მაქვს, თეატრი ყველაზე ახლოს დგას ჩემთან,
და მართლა გულწრფელად მაწუხებს, როცა ვხედავ, რომ დღევანდელმა “წეატრალებმა”, და სისტემის ხელისბიჭებმა თეატრს აახიეს მისი დანიშნულება.- იყოს რეალობის ამსახველი, სცენიდან ისაუბროს სიმართლე, და ამხილოს ძალადობა.
და რომ თეატრის დღევანდელი მამები, თვითონ გახდნენ თავიანთ სივრცეებში პატარა დიქტატორები, და ღალატობენ თეატრსაც და თავიანთ მასწავლებლებსაც.
მის შემდეგ, რაც აგერ ახლახან კოვიდფაშიზმს გაუწვნენ თეატრალები, და მაყურებელი თეატრში არ შეუშვეს, არც გამკვირვებია, რუსთაველის თეატრმა კარი რომ არ გაუღო ხელოვანების ამქარსაც, როცა ძალადობამ დღეს მათაც მიუკაკუნა.
სტურუასგან დიდი ხანია არაფერი მიკვირს, მის შემდეგ, რაც სამხედრო პუტჩის დროს აკეთა, და მერე აგერ, ბანკირებს საკუთარ თეატრში ხინკალფართი რომ მოუწყო.
და ეგ რააო, თუ დამჭირდა თეატრში კაზინოს გავხსნიო, რომ ათქმევინა, მისი თეატრის დირექტორს.
არ გამკვირვებია არც ის, თეატრის ჭორიკანებმა, “წულუკიძე და კომპანიამ ” სტურუას ნებართვით, თეატრის ისტორია რომ გააყალბეს, და ახმეტელის და ილიას რომ აგინეს, იმ სცენიდან, ახლა რომ წმინდა ტაძრად მოიხსენიებს მამაო რობერტი.
და როცა გავიგე, რომ რუსთაველის თეატრისგან უარის შემდეგ პროტესტანტი ხელოვანები მარჯანიშვილის თეატრმა მიიღო, ვიფიქრე, მეთქი, აი, შემოქმედებითად ამ ორ ურთიეთდაპირისპირებულ თეატრთა შორის ტრადიციული ომის ისტორიაში მარჯანიშვილთა სივრცემ კიდევ ერთი გამარჯვება ჩაიწერა მეთქი,
ხო, საღოლ მეთქი მარჯანიშვილის თეატრს, რო გავიფიქრე,
და უცებ,..
როგორ ვთქვა, მართლა,
ერთი საათი თხოვდნენ, ემუდარებოდნენ მსახიობები, მარჯანიშვილის თეატრის ხელმძღვანელს გოგი მარგველაშვილს, თქვიო რამე,
უსმენსო შენს სიტყვასო, ხალხი, დააფიქსირეო პოზიცია, დღეს ან ხვალ, სხვებივით დაგვასახიჩრებენო ჩვენც, და შენი პროტესტით დაგვიცავო, თხოვდნენ,
და გამოდის ეს, აღარც ვიცი რა დავარქვა, ეს ორმეტრიანი ამბალი, და ამბობს,-
“ინსტიტუციის სახელით რაიმე განცხადების გაკეთება, შეიძლება მხოლოდ ინსტიტუციასთან შეთანხმებითო”
პირდაპირ ასე თქვა ხო.
თქვა და ეგრევე გადაასვარა იქვე თავის თეატრსაც, ზოგადად თეატრსაც, და ახმეტელის, მარჯანიშვილის და თუმანიშვილის სკოლასაც,
შენი სახელით მაინც გვითხარიო, რამე, თხოვეს კვლავ, და სისტემის მამხილებელი სიტყვა ვერ ამოგლიჯეს პირიდან.
ხო, რა, ჩაიფსა კაცმა, სხვას რო ასწავლიდა, თუ რა არის თეატრი, და როგორი უნდა იყოს ხელოვანი.
რა გითხრა, აბა, ჩემო, გოგია,
არ გაგიტყდა, შენმა ყოფილმა სტუდენტებმა რო შეგატეხეს პირში სიმართლე , და შეგახსენეს, რომ სიმართლეზე მეტი მნიშვნელოვანი, და ადამიანის უფლებებზე მეტი დიდი ღირებულება, არანაირი ინსტიტუცია, და არანაირი თანამდებობა, რომ არ არის?
არ გაგიტყდა, ყველას დასანახად რო ჩაებღაუჭე გუშინ შენს სკამს.?
არ გაგიტყდა, სტვენა რო დაგიწყეს?
დაჯექი, გოგია, ორიანი!
.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
