You are currently viewing და, აღარ მიკვირს.

და, აღარ მიკვირს.

დილით ადრე, ფარდას რომ გადასწევ, და ..
ხო, ჩემი ფანჯრის წინ ხეზე, რაღაც ნაჭერია შერჩენილი-
შეიძლება ერთ დროს ესეც ფარდის ნაწილი იყო, ანდა კაბის, ან მაგიდის გადასაფარებელის, ან ზეწრის, ან ნიფხავის,
ხო, რავი, რას გაარჩევ ახლა,
შემდეგ გაცვთა, დაიძონძა, და ჩამოხიეს, და ალბათ ბოლოს იატაკის საწმენდად იხმარეს, ან ფეხსაცმლის, და გარეცხვაც რო დაეზარათ, და სანაგვეზე წაღებაც, ფანჯრიდან გადმოაგდო ვიღაც ახვარმა და შერჩა ხეს.
და მიფუჭებს აქ მთელ ესთეტიკას ამ ხელოვან კაცს.
და რატო გამოვდე ახლა ეს ნატურმორტი, და სხვასაც რო აეწეწოს სულიერი კონსტიტუცია.
თუმცა, ერთბაშად თქვენც არ გაიკვირვოთ, რა..
და საერთოდ ამ 30 წლის განმავლობაში რამდენი საპარადო ნაჭრის გაბანძება, და გატრიაპკება ვნახეთ, ხო?
პრეზიდენტების, პრემიერების, მინისტრების, სხვა მელაჩოვკა სასტავის, მაგრამ მათ შორის ყველაზე საცოდავი, მრავალჯერ ნახმარი და მართლა დაძონძილი ჩვარივით გადაგდებული, აგერ , ახლახან, ვითომ თავისი სურვილით წავიდა, ორიოდე დღის წინ.
და ისეთი უთავმოყვარეო, მამამზემ ისევ რომ დაუსტვინოს, კიდე მოირბენს მასთან, მადლობით.
ნუ, ახლა, მამამზეც ვიღაცის დასტვენაზე დარბის ცუციკივით, –
ტრიაპკების გადმომკიდებელიც ვიღაცის ტრიაპკაა, ხო.
და მათი სკამებზე ათრევა, გამოყენება, ფეხის შეწმენდა, და მერე გადაგდება არის თვალსაჩინოება იმისა, რაც უნდა იცოდეს , რაც უნდა ახსოვდეს, და რასაც უნდა მოელოდეს სისტემის ნებისმიერი ხელისბიჭი.
და მოელიან კიდეც,
მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვარ, ერთხელაც ვიღაც ყველაზე ჭკვიანი მათ შორის , დაასწრებს მამამზეს და იქეთ გადაკიდებს ჩვარივით ხეზე,
რატო და მონის ფსიქოლოგიაა ეგეც, – ერთხელაც პატრონს უნდა უღალატოს.
და ჩვენ რა ვქნათ?
რა , და გამოდის, რო ეს ნაჭერიც ჩემი ჩამოსაღებია, და ამის გადმომგდებიც.
ხო, თუ მინდა ზოგადად ჩვრებმა ხედი რომ არ გამიფუჭონ,- ჩამოსაღებია და ნაგვის ბუნკერში ჩასატენი,
ეს ნაჭერიც, და კიდევ რამდენი რაღაც, თუ ვიღაც, ასეთი..
და ვფიქრობ, ახლა,
“ჯოს”, “ჯოს” ძახილით ჩამოვაგდო, თუ წინ და უკან მარშით, თუ ხორუმის ცეკვით, თუ ხინკლის სუნზე ჩამოხტება ხიდან თავისით..
თუმცა, რა,
ის 100 000 კაცი რო მახსენდება, სალომემ რომ ხუთ წუთში დაშალა, და ერთხელ კი არა, მეორეჯერაც, დაშალა, მეორეჯერაც,!
და ისევ 100 000 კაცი,
და ყოველგვარი სპეცნაზის გარეშე, რომ დაშალა, და დააძონძა, მახსენდება,
და აღარ მიკვირს ქუჩაში გამოკიდებული ჩვრებიც.
.
ავტორი, გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია).
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა