2015 წელს ლიტერატურული კლუბი მქონდა ბახტრიონზე.
და იმიტომ, რომ მაშინაც ეს საკითხი იდგა ,
რეალური ურთიერთობები იცვლებოდა და იკარგებოდა სოცქსელებით.
ზედაპირული, და უშინაარსო ხდებოდა, და უფრო მეტიც, უკვე აშკარად ჩანდა, რომ იწყებოდა ხალხის ურთიერთდაპირისპირების პროცესი, და სისტემა ამას სწორედ ფეისბუკის მეშვეობით აკეთებდა.
და ამის გამოსასწორებლად რეალური შეხვედრების სივრცის შექმნა გადავწყვიტეთ.
რომ იმ ხალხს, ვინც წლებია ერთმანეთს ვიცნობდით, ურთიერთობები რომ გადაგვერჩინა, და კიდევ იყო სხვა თანმხვედრი მიზნებიც.
ლიტერატურასთან ერთად სხვა მიმართულებებიც იყო,-
იყო სოციალურ თემები, მუსიკაც, იყო მინისპექტაკლებიც, იყო ქალაქის და საერთოდ ქვეყნის პრობლემატიკაზე საუბრები.
ბევრი კარგი იდეა გაჩნდა იქ, და ბევრი კარგი საქმეც დაიწყო.
კლუბი ” ბახტრიონი” იმ დროს პირველი იყო, სადაც ასეთი ფორმატის შეხვედრები იმართებოდა.
მართლა კუნძულივით ვჩანდით, საერთო ფონზე,
და ეს იყო სწორედ ურთიერთობა, და არა ინტერნეტშეხმიანება ერთმანეთთან.
იგივეს განხორციელება მინდოდა სხვა ქალაქებშიც, რომ ახალი კლუბური მოძრაობა დაწყებულიყო მთელ ქვეყანაში.
მთელი 8 თვე იმუშავა კლუბმა ბახტრიონზე,
ყოველ კვირას, 50-60 ადამიანი ვიკრიბებოდით,
ნაცნობებიც, უცნობებიც, შემდეგ რომ უფრო დაახლოვდნენ, და ვიცი ხალხი, რომლებმაც სწორედ ამ კლუბში დაიწყეს, და დღემდე აგრძელებენ ურთიერთობებს.
დავდებ დაბლა სხვა ფოტოებსაც და ბევრი ამოიცნობს საკუთარ თავსაც და სხვებსაც.
რატომ გავიხსენე ეს ყველაფერი და როცა ვამბობ, რომ კარგი საქმეების საკეთებლად რეალურ სივრცეში გადანაცვლება სჯობს მეთქი, სხვა პროექტებთან ერთად, ასეთ კლუბსაც ვგულისხმობ.
ხო, ჩემო ბატონო,
დღეს, როცა სისტემამ მოახერხა და კიდევ უფრო დაყო და დააპირისპირა ერთმანეთთან ხალხი, დღეს, განსაკუთრებით გვჭირდება ასეთი რეალური სივრცე,
გვჭირდება ურთიერთობებიც რომ შევინარჩუნოთ, და ბევრი კარგი საქმეც რომ წამოვიწყოთ,
და რადგან გვჭირდება, ესე იგი უნდა იყოს.
და დაე, იყოს ასე!
.
გუჯა შვანგირაძე, ( გუჯა ბიძია)