You are currently viewing “დემოკრატია”

“დემოკრატია”

საინტერესოა,

იმ ხალხმა, არჩევნებში რო აპირებს წასვლას, თუ იციან, 2017 წელს, ზუსტად 26 სექტემბერს პარლამენტმა ერთხმად რომ დაუჭირა მხარი კონსტიტუციაში და საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ?

მხარი დაუჭირა ძალიან ბევრ ნაგვურ შესწორებას, და მათ შორის ერთერთი იყო ის, რომ რაც არ უნდა დამტკიცდეს არჩევნების გაყალბება, ” ცესკოს ” არა აქვს უფლება არჩევნების შედეგს გადახედოს და გააუქმოს.

არ მითხრათ ახლა, რომ არჩევნები არ ყალბდება, – არ გამაცინოთ,

და არ მითხრათ ისიც, რომ არ გააყალბონ, ამიტომაც უნდა მივიდეთ არჩევნებში რაც შეიძლება ბევრიო,

ჯერ ერთი, ნებისმიერ ხელისუფლებას მუდამ უდევს ჯიბეში ” ცესკოც” და მასთან ერთად უდევს ჯიბეში მინიმუმ 500 000 ხმაც, რომელსაც საითაც უნდა იქით გადაქაჩავს,

მერე მეორე, მილიონზე მეტი სოციალურად დაუცველი, ანუ, ხელისუფლებაზე ჩამოკიდებული ოფიციალური მათხოვარი ყავს სახელმწიფოს, და აბა, გამოიცანით, ვის აძლევენ ისინი მუდამ ხმას,

ასე იყო ნაცის დროს, ასეა ქოცის დროსაც.

ადმინისტრაციული რესურსიც მიამატეთ, კიდევ 300 000 კაცი, და ეგაა..

და თუ იმასაც გავითვალისწინებთ,

რომ ამ ქვეყანაში, მთელი 30 წლის განმავლობაში ხელისუფლებების ცვლილება ამერიკა – რუსეთის გარიგებებით ხდებოდა და ხდება,

შესაბამისად ხელისუფლებაც არჩევნების ჩატარების შემდეგ დასვამს ისეთ პროცენტს, რასაც მას ქვეყნის გარედან უკარნახებენ.

დანარჩენი უბრალო დეკორაციაა.

და რატომ გვაქვს ასეთი ” დემოკრატია”?

აბა, დახედეთ ფოტოს,

დათვალეთ, რამდენი კაცი ვაპროტესტებთ ქოცნაცურ დემოკრატიას, და მიხვდებით პასუხსაც..

.

Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა