ფაქიზო ნატურის მქონე მასტებმა აარიდეთ თვალი.
კუბო არ დაგვიწვია, მაგრამ..
ქუთაისია, 2017 წელი, პარლამენტის წინ.
კონსტიტუციის ახალი რედაქციის დამტკიცების შემდეგ.
დემოკრატიის პანაშვიდზე.
რამდენს გაქვთ კონსტიტუცია საერთოდ წაკითხული ?
თუ წაკითხული გაქვთ, არ უნდა გაასვენო?
არ უნდა გადაუხადო პანაშვიდები?
იცით საერთოდ რა უფლებები წაგართვეს კონსტიტუციით?
რომ არ იცით, მიტომ ცხოვრობთ ახლა მონღოლეთში და თავი საქართველოში გგონიათ.
მიტომაც ვკითხულობ, რაც გასასვენებელია არ უნდა გაასვენო?
9 და 16 წელი რომ არის ძალა ხელისუფლებაში ის ცოცხალი გგონიათ, თქვენ?
ცოცხალი კი არა, მკვდარი სისტემაა, და ასეთი სისტემა გასასვენებელია.
მაგრამ ერთი რამ მართალია, ჩინური კუბო კი არ უნდა იყიდო, არამედ ქუთაისის ხის ცეხში დამზადებული , და წააწერო ” ვასაფლავებთ ქოცნაცურ დემოკრატიას”
ხო, არ უნდა დაწვა, არა, რადგან ნებისმიერი მთავრობის დროს გამოგადგება.
რადგან არც დღეს არ დაწყებულა და არც ხვალ დამთავრდება ქოცნაცური დემოკრატიის პანაშვიდები..
რა ამბები ატეხეთ მაინც,
მასე ნეტა იმაზე ავარდნილიყო ხალხი თამარმეფე რომ გამოგისახეს პრეზერვატივზე, ანდა წმინდა ილია მართალს რო აგინეს რუსთაველის თეატრის სცენიდან, ანდა გვასალია რომ დაგისვევს თბილისის საპატიო მოქალაქედ, ანდა, საპატრიარქოს ზოგ მაღალ სასულიერო პირს, მისაღებ ამბად რო მიაჩნია ქართულ ტაძრებში რუსული წირვაგალობა, და ამას საჯაროდ აცხადებს.
ეს უფრო დიდ მკრეხელობად მიმაჩნია მე.
კუბოზე დაკრული ბიძინას ფოტოც რო დაიწვა, ის უფრო აეწვათ სასტავებს,, ე, მანდ სპირიტიზმს მართლაც აყოლილ, და ჯვრის მაგივრად ხეების გულში ჩამხუტებელ მამამზეს რაღაც არ მოელანდოს, და ავი თვალი არ ეცესო.
ვისაც პერფომანსები მკრეხელობად მიგაჩნიათ, ჩაკრულო რომ ვიმღერო სოლოლაკში შუშის სასახლესთან, საერთოდ ტერორიტულ აქტად მონათლავთ, და სპეციალურად ჩემთვის, დახვრეტის მუხლს აღადგენთ ტუალეტის ქაღალდად ქცეულ კონსტიტუციაში.
რა მკრეხელობა,
ის რაღა იყო, აბულაძის ფილმიდან ” მონანიება” არავიძის საფლავიდან ამოთხრას ტაშს რო უკრავდით მთელი საქართველო?
თქვენს ძალად ქრისტესმიერობას რა ვუთხარ მე..
ისა და, 1922 წელს, გასაბჭოებიდან სულ რაღაც ერთი წლის მერე, ისევ ქუთაისში, ლენინის და ჟორდანიას ფიტულებს რა უქნეს, მოგიყვეთ?
.