You are currently viewing დეპოში ხართ!

დეპოში ხართ!

რავი, ალბათ ყველაფერი ვთქვი,
ერთიც, და მორჩა.
ბევრგან ვნახე, ტექსტი, თუ ხმის მიცემას ვიღაც გაიძულებსო, მაგრამ შენ არ გინდაო, მიეციო, გადაუღე ფოტო, გაუგზავნეო, და მერე გააფუჭეო ბიულეტინი, და ახალი მოითხოვეო, და ვისთვისაც მართლაც გინდოდა ხმის მიცემა, იმას მიეციო.
ბიჯო, ჯერ არ აურჩევიხართ, და აფერისტობას ახალისებთ აგერ, და რო აგირჩევენ, მერე, 4 წლის განმავლობაში რას იზამთ, ცხადია, ხო?.
პოლიტროჟების ჩალიჩის მესმის,
ხალხის არ მესმის, ერთ პოლიტნაგავს, მეორე პოლიტნაგავით უნდა ეომო?
აბეზალოვკაა?
ილია ჭავჭავაძის სწავლება გქონდეს, და ვიღაცის რიჟა დაპირებებზე უნდა ავარდე?
თუ ჯერ არავის გადაუგდიხართ?
და მერამდენედ?
წარმოუდგენელია ასეთი მიამიტობა.
ანეგდოტია, მართლა.
მეტროს ვაგონში შევედი და ქალი შემომყვაო.
ასე 8 – 9 თვის ორსული იქნებოდაო, და ფულს ითხოვს, დამეხმარეთო.
შემეცოდაო,
მეორე წელია ასე ორსული დადის, ალბათ, ფული არა აქვსო , რომ იმშობიაროს.
ხო, ხმების მათხოვრობაზე გამახსენდა, რო დაწანწალებენ 30 წელია, მოგვეცითო.
და მათ ამომრჩევლზეც გამახსენდა,
აი, ეს უკანასკნელი, ამომრჩეველია მუდამ საცოდაობა.
არჩევნებიდან მალევე რო აღმოაჩენს, რომ ის, ვისაც მისცა, როგორ შეიცვლება უცებ,
მათხოვრის როჟას რო აალაგებს, და ბატონის პოზაში დადგება და დასცინებს მას, ვინც მის მუცელს აჩერდება წლებია მოლოდინით.
მეტი არაა ჩემი მტერი, ამათ ოდესმე იმშობიარონ.
ხმების მათხოვრებს რა უჭირთ, მუდამ თანხმდებიან ერთმანეთში და მუდამ შოკოლადში არიან.
იმათი მიკვირს, ვისაც თევზის მახსოვრობა აქვს, ორწამიანი, და 30 წლის გამოცდილებამაც ვერაფერი ასწავლათ.
ვინც 30 წელია, კანონიერი ხელისუფლების, ძალადობრივად, სამხედრო პუტჩით შეცვლის შემდეგ ყოველ 4 წელიწადში მოწყობილ ამ არაკანონიერ თამაშებში მონაწილეობს, და ამით სისტემურ დანაშაულს აპრავებს.
დეპოში ხართ,
თორემ მე,
მადლობა ღმერთს, ამ ვაგონის მგზავრი არ ვარ.
.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა