You are currently viewing ყველაფერი რეფერენდუმით დაიწყო

ყველაფერი რეფერენდუმით დაიწყო

მერამდენედ ვაქვეყნებ ამ წერილს, და ამ ფოტოს და იმიტომ, რომ გვახსოვდეს – შეუძლებელი არაფერია.
2010 წლის მარტის თვეში ევროპის ერთ პატარ ქვეყანაში რევოლუცია მოხდა.
უსისხლო, მშვიდობიანი, მაგრამ რევოლუცია.
ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ისლანდიელებმა გაიგეს, რომ მათი ქვეყანა გაკოტრდა და ხალხიც ქუჩაში გამოვიდა იმ ბანკირების და პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებმაც ფინანსურ კრიზისს ხელი არ შეუშალეს. მთავრობა გადადგა.
არ დაგვავიწყდეს, ისლანდიაში მოსახლეობის 90% პროფკავშირებშია გაერთიანებული.
ნამდვილ პროფკავშირებში და არა ისე, აქ როა ჩვენთან, ყველა ხელისუფლებასთან მიწებებული პეტრიაშვილის კანტორა.
პროფკავშირებმა გამოიყვანეს ხალხი გარეთ, და არა პარტიებმა, – პარტიები ისლანდიაშიც გამყიდველები ყავდათ,
მოკლედ, არჩევნებიც ჩატარდა, მთავრობაში რაღაც კოალიცია მოვიდა, მაგრამ ამ მთავრობას წინა მთავრობის გინების მეტი არაფერი გაუკეთებია.
და მეტიც, დაეთანხმა ევროკავშირის მოთხოვნებს – დაეფარა 3,5 მილიარდი ევროს რაოდენობის ვალი.
ანუ, ისლანდიის ყოველ მოქალაქეს 15 წლის განმავლობაში, ყოველ თვე უნდა გადაეხადა 100 ევრო, ქვეყანას ვალი რომ გაესტუმრებია.
ამან მშვიდი ისლანდიელები კვლავ გადარია და კვლავ ქუჩაში გმოიყვანა და ისეთი გონორით, რომ პრეზიდენტი იძულებული გახდა საგარეო ვალის გადახდის შესახებ პარლამენტის მიერ უკვე დამტკიცებული კანონიც გაეუქმებინა და რეფერენდუმის ჩატარებასაც დათანხმებოდა.
რეფერნდუმის მონაწილეების 93 პროცენტმა უარი თქვა უცხოელი კრედიტორების ვალის გასტუმრებაზე.
და აი აქ, მსოფლიო პრაქტიკაში კიდევ ერთი უპრეცენდენტო ამბავი მოხდა.
საზოგადოების თაოსნობით, ლატარიის წესით აირჩა 950 უბრალო , უპარტიო, დამოუკიდებელი მოქალაქე, რომლებმაც ახალი კონსტიტუცია შეიმუშავეს.
რომელიც მერე 25 კაციანი პროფესიონალებისგან შემდგარი საკონსტიტუციო საბჭოს მიერ დაიხვეწა.
თითქმის 3 წლიანი მუშაობის მერე, რომლის განმავლობაში გათვალისწინებული იქნა მოსახლეობისგან ფეისბუკით (!) მიღებული რჩევებიც, ჩამოაყალიბდა ერთიანი დოკუმენტი, რომლის დამტკიცებაც მოხდა 2015 წლის 23 ოქტომბერს.
და ამ ფაქტით ისლანდიელებმა დაამტკიცეს, რომ დემოკრატია სწორედ ხალხის სახელმწიფო მმართველობაში მონაწილეობას ნიშნავს და არა ერთი მუჭა მედროვეების ბატონობას მთელ ერზე.
და ეს ყველაფერი ერთი რეფერენდუმით დაიწყო.
ფოტოს დახედეთ,
იმედი მაქვს , ერთხელაც და რუსთაველზეც დაიდგმება ასეთი გადაპობილი ქვა და ზუსტად ასეთი წარწერით!
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა