You are currently viewing დიახ, ვეძებთ

დიახ, ვეძებთ

დიახ, ვეძებთ, და რატომ?
რეჟიმის, ხელისუფლების, და საერთოდ ამ 30-წლიანი სისტემის შეცვლა თუ გვინდა, ჯერ პოლიტიკოსები უნდა გამოვცვალოთ,
საერთოდ, პოლიტიკა უნდა შევცვალოთ.
ამიტომ ვეძებთ ახალ პოლიტიკოსებს,
და რომ ვიპოვოთ, და რომ დავინახოთ, ამისთვის ალტერნატიული ელექტრონული არჩევნების მომზადება, და ჩატარებაა აუცილებელი.
დიახ, სისტემურ არჩევნებს ჩვენი არჩევნები უნდა დავუპირისპიროთ.
და ახალი საარჩევნო კოდექსით, და ახალი ცესკოთი.
და ევროკავშირისგან მოწვეული დამკვირებლებით, რაც არჩევნებს ლეგიტიმაციის საფუძველს მისცემს.
ამ არჩევნების შედეგებით დროებითი ტექნიკური მთავრობა უნდა დაკომპლექტდეს,
და გამარტივდება ევროკავშირისგან და ამერიკისგანაც ამ მთავრობის ლეგიტიმაციის აღიარებაც.
ამას ელოდება დასავლეთი, ამის მინიშნებას გვაძლევს, მაგრამ უმისამართოდ, რადგან ადრესატს ვერ ხედავს.
უნდა გვახსოვდეს ევროპელის ფსიქოლოგია, – რაც არ უნდა სიტყვიერი მხარდაჭერა ქონდეს პროტესტს ქვეყნის გარედან ზოგადად , – დასავლეთს კონკრეტული გვარსახელები სჭირდება, მან უნდა იცოდეს ვისთან ექნება საქმე პროტესტის გამარჯვების შემთხვევაში.
სწორედ ისე, როგორც სომხეთის მშვიდობიანი რევოლუციის დროს.
იქ რევოლუცია მოხდა იმიტომ, რომ იქაურ პროტესტს გვარსახელი ქონდა – პაშინიანი.
ასე უნდა მოხდეს აქაც, დროებითი ტექნიკური მთავრობა უნდა შეიქმნას და საზოგადოებისთვის მისაღები უპარტიო გვარსახელებით.
მხოლოდ უპარტიო გვარსახელებით, ამას მნიშვნელობა აქვს.
კიდევ ერთხელ ვიტყვი – რეჟიმის , ხელისუფლების და საერთოდ სისტემის შეცვლა თუ გვინდა, საერთოდ პოლიტიკა უნდა გამოვცვალოთ.
პარტიული ნაგვობა, დროებით ტექნიკურ მთავრობაში ვერ უნდა მოხვდეს.
და ვერც მოხვდება, თუკი ელექტრონული არჩევნები ჩატარდება, და ახალი საარჩევნო კოდექსით, და მხოლოდ მაჟორიტარებით.
და გამსახურდიას დროინდელი უზენაესი საბჭოს ახლანდელი გადაწყვეტილებები კი არის ძალიან საკამათო თემა, მაგრამ რაც არის, ამ ორგანოსგანაც საჭიროა დროებითი ტექნიკური, და უპარტიო მთავრობისთვის ლეგიტიმაცის მიცემა, – სამართალმემკვიდრეობა რომ იყოს დაცული.
მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ უნდა დანიშნოს დიდი აქციის დღე.
და ქუჩაში გამოვა ყველა ის, ვინც აქამდეც ქუჩაში იყო, და ისიც, ვინც ქოცის მიერ დანიშნულ არჩევნებში არ მიდის, და ყველა ისიც, ვისაც ნაცის მოსვლა ხელისუფლებაში არ უნდა,
ანუ, ყველა ის, ვინც ელექტრონულ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, ქუჩაშიც გამოვა, თავიანთი გადაწყვეტილების დასაცავად.
ექნება კიდეც ძლიერი მოტივაცია.
და აქციებიც გაგრძელდება მანამ, სანამ ორხელისუფლებიანობა არ დამთავრდება.
ეს უნდა გაკეთდეს და სურვილის შემთხვევაში ეს შესაძლებელია.
კიდევ ერთხელ ჩამოვთვლი პუნქტებად:
1- რუსთაველზე მიმდინარე პროტესტში მონაწილე უპარტიო მარშებისგან და დამოუკიდებელი პროფკავშირების წარმომადგენლებისგან, და იმ სამღვდელოებისგან ვინც ხალხთან დგას, სამუშაო კომიტეტის შექმნა.
2-იურისტების და კონსტიტუციონალისტების დახმარებით საარჩევნო კოდექსის შემუშავება, და მასში ისეთი მექანიზმების ჩადება, რომ პარტიებმა პროპორციული სისტემით ვერ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა.
3- შემუშავებული ახალი საარჩევნო კოდექსის ხალხმრავალ აქციაზე გამოტანა, და დამტკიცება.
4- ახალი ცესკოს დაკომპლექტება, და ელექტრონული არჩევნების მომზადება და ჩატარება.
5- არჩევნების შედეგებით უპარტიო მთავრობის დაკომპლექტება.
6- ლეგიტიმაციის მიღება ევროპისგან.
7- და შემდეგ უკვე აქციები, მასობრივი მრავალჯერადი აქციები.
ეს 7 პუნქტი უნდა შესრულდეს, და ზუსტად ასეთი თანმიმდევრობით,
ეს პროცესები უნდა დავიწყოთ, სანამ დასავლეთი ვიზალიბერალიზაციას გაგვიუქმებს.
დასავლეთმა უნდა დაინახოს, რომ პროტესტი თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის, და არა მხოლოდ დასავლეთმა უნდა დაინახოს ეს.
სისტემის შეცვლა რომ გვინდა, ეს პირველ რიგში, ერთმანეთს უნდა დავანახოთ,
ეს უნდა გაკეთდეს.
თუ გვინდა, რომ ჩვენი 30-წლიანი სიარული უდაბნოში დასრულდეს!
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა