You are currently viewing დიახ, საკმარისია,

დიახ, საკმარისია,

დიახ,
საკმარისია პარტიებს სახელმწიფო დაფინანსება მოეხსნათ, და პარტიები – მიზეზი ჩვენი 30 წლიანი უბედურებების და ერის გენოციდის – ნელნელა გაქრებიან პოლიტიკური სივრციდან.
დიახ, ერის გენოციდი – 1992 წლიდან დღემდე ქვეყნის მოსახლეობა 2 მილიონი ადამიანით შემცირდა.
დანარჩენი, ვინც დარჩა, პარტიებმა თავის საწველ ძროხად გადააქციეს.
20 მილიონამდე ლარი იხარჯება ბიუჯეტიდან ყოველწლიურად პარტიებზე,
ბიუჯეტიდან, ანუ ჩემი და შენი ჯიბიდან, ქვეყანაში მყოფი,
თუ ქვეყნის გარეთ გახიზნული ემიგრანტის ჯიბედან. იდიოტობაა და თვითმკვლელობაა, როცა მოსახლეობის 98 % უპარტიოა, და აფინანსებს პარტიულ სისტემას, რომელიც ძარცვავს, მიწებს და წიაღისეულს უყიდის, ქვეყნიდან დევნის, და ერის გენოციდს ეწევა.
და თუ აღარ გვახსოვს ილიას სიტყვები, პარტიები დაღუპავენო საქართველოს, საკუთარმა 30 -წლიანმა გამოცდილებამ რაღაც ხომ უნდა გვასწავლოს, ხომ უნდა მივხვდეთ რა არის გამოსავალი?
სულ რამდენიმე შესწორებაა საჭირო კონსტიტუციაში და საარჩევნო კოდექსში რომ სისტემური ცვლილებები დაიწყოს –
სრულუფლებიანი რეფერენდუმის უფლების აღდგენა, დეპუტატის გამოწვევის მექანიზმის დაკანონება და პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების მოხსნა, და პროცესი დაიწყება.
გასაგებია, რომ პარტიული სისტემა არასდროს მოჭრის იმ ტოტს, რომელზეც ზის,
ვერც ვერასდროს მოხვდება ასეთი სისტემის პირობებში არჩევნებით პარლამენტში ისეთი ეროვნული ძალა, რომელიც ამას გააკეთებს, არც მიცემენ ამის ნებას,
მაგრამ არც არის ამისთვის პარლამენტში მოხვედრა აუცილებელი.
შეიძლება აიძულო პარლამენტი მიიღოს ასეთი შესწორებები მრავალჯერადი და მრავალრიცხოვანი აქციებით,
ამისათვის კი საჭიროა ასეთი აქციების აუცილებლობა დაინახოს საზოგადოების უმრავლესობამ,
უნდა დაინახოს, რომ შეიქმნას აქციებისთვის საჭირო ადამიანური და ფინანსური რესურსი,
და ეს რომ მოხდეს, ამის შესახებ უნდა ვისაუბროთ, ყველამ და ყველგან.
ამის შესახებ, და არა იმ თემებზე, მიზანმიმართულად რომ შემოგვიგდებენ მთავარი საკითხიდან ყურადღების გადასატანად.
კიდევ ერთი ოვერტონის ფანჯარა უნდა შევაღოთ,
ზუსტად ისე, როგორც ეს წლების წინ რეფერენდუმთან დაკავშირებით გავაკეთეთ.
რაც შეიძლება მეტმა უნდა ვისაუბროთ ახლა უპარტიო საქართველოზეც.
ილიასეული “უპარტიო საქართველო”, ეროვნული იდეა უნდა გახდეს, ხოლო პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების მოხსნა, რეფერენდუმის უფლება და დეპუტატის უკან გამოწვევის მექანიზმი, ამ ეროვნული იდეის განსახორციელებელი საშუალებები.
ეს უნდა გაკეთდეს!
არ გავაკეთებთ ამას და თუ კიდევ დარჩა ვინმე ქართველი ამ ქვეყანაში, კიდევ ერთ 30-წლიან უმომავლო წრეზე წავა.
ილიას მზეს რომ ვიფიცებთ, ერთხელ მაინც გავიაროთ მის სიტყვაზე.
და როცა ილია იცი, და იცი რა და როგორ უნდა გაკეთდეს, არაფერია შეუძლებელი!
.
გაზეთი ” საადგილმამულო” #7
.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა