You are currently viewing დიდება, კანუდოსს!

დიდება, კანუდოსს!

14 იანვარი ქართული თეატრის დღეა,
ვიცი, ხო, ქართულ თეატრს უფრო დიდი წარსული აქვს, ვიდრე ეს 1850 წლის 14 იანვარია, როცა თბილისის გიმნაზიის სააქტო დარბაზში გრიგოლ ერისთავის სპექტაკლი “გაყრა” წარმოადგინეს,
უფრო შორს რომ არ გავიხედოთ, როცა ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე, კოლხეთის სამეფოში, დღევანდელი ქუთაისის მახლობლად, სპეციალურად ამისთვის აგებულ არენაზე იმართებოდა თეატრალიზებული სანახაობები, აგე, უფრო ახლო წარსულში, მეფე ერეკლე მეორეს კარზე , თელავში სამი თეატრალური დასი არსებობდა, სადაც საკმაოდ პროფესიული სპექტაკლები იდგმებოდა.
და წელს, თელავის თეატრს თავისი არსებობის 263 -ე წლისთავი აქვს.
ხო, აბა?
მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, წელს, და საუკუნეს თუნდაც, რა მნიშვნელობა აქვს, რადგან არ მეგულება მე ქართველი, ვის გენში არ იყოს ნიჭი არტისტიზმისა,
და ცხოვრება რომ თამაშია, ეს ყველაზე კარგად ჩვენ, ქართველებმა, ვიცით.
ამიტომაც, გილოცავთ ქართული თეატრის დღეს,
და ვუსურვებ ყველა ქართულ თეატრალურ დასს, რომ მათი ცხოვრების არსის, თეატრის, ყოველი დღე, იყოს ისეთივე შემოქმედებითი და ნიჭით სავსე, როგორიც იყო 2024 წლის 13 იანვარი, ძველით ახალი წლის წინა დღე, ჩვენთვის, კანუდოსის თეატრისთვის.
იყო დრამატურგია, როლები, იყო პერსონაჟები, ხასიათები, იყო პოეზია, მუსიკა, იყო ფერწერაც კი, იყო იუმორი, ღიმილი, და ცოოოტა ნასვამი სიტყვაც და პასუხიც იყო,
და ურთიერთობა, და გაგება, იყო, თავისთავად, ძმაო..
ანუ, იყო ყველაფერი ის, რის გამოც გვიყვარს თეატრი.
კანუდოსის დრამატული თეატრი გილოცავთ ახალ წელს,
გილოცავთ, ქართული თეატრის დღეს!
და დიდება, კანუდოსს!
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა