
ეს რა არის?
ხო, ახალ წელს არ ვიკითხე, შევიკავე მაინც თავი,
მაგრამ გუშინ, შობისღამეს, რუსთაველზე, რო ვნახე, ცეცხლზე შედგმულ დიდ ქვაბში ხინკალს როგორ ხარშავდნენ, უნდა ვიკითხო, ახლა,-
ეს რა იყო?
არა, რა,
აქციებზე გამოსული ხალხის რაოდენობით შეშინებული უკანასკნელი ქოციც კი მიხვდა უკვე, რომ არავინ არსად შევარდნას არ აპირებს.
მიხვდა, დაწყნარდა, და აკეთებს თავის ქოცურ საქმეს.
ისეთ კანონებს იღებს, ჩვენით ვუყრიდეთ ბაწარში თავს სჯობია.
ჩვენ კიდე, ფსიქოლოგების, ფილოსოფოსების, და კიდე რა ვიცი, ვისი მარშები, და მერე 200 000 -კაციან აქციაზე ხორუმი და კილომეტრიანი სუფრები, და თუ გახსენდებათ რაიმე ასეთი, პროტესტების ისტორიიდან?
და ახლა, შობას?
ხინკალით და ფელამუშით მომხდარი გადატრიალება გინახავთ სადმე?
ანუ, მიხვდა ქოცი, რომ თუ სპეცნაზით არ გააღიზიანებ, ტიტუშკებს არ მიუსევ, და პროვოკატორებს არ შეტენი ხალხს, რო დალეწო, – ისე, მოაფრიალე თუგინდა პარლამენტის და სამთავრობო კანცელარიის კარები, კაცი არ არის შიგნით შემსვლელი.
და მაშინ გიჟია, ტიტუშკებს ფული უხადოს?
სპეცნაზიც მოხსნეს, და კი ვართ ახლა აქციებზე გუგულებივით.
გუგულობა არ ქვია ამას, – ამას რაც ქვია, არ ვიტყვი ახლა, შობადღეა მაინც.
ქოცი კი არა, ევროპაც და ამერიკაც საგონებელშია ჩავარდნილი, ვერ გაიგეს რა ხდება აქ 40 დღის განმავლობაში.
ფიდელ კასტრომ, კუბაზე, სულ 150 კაცით მოახდინა რევოლუცია, ტყვიის გასროლის გარეშე.
და ბრაზილიაში 20 – წლიანი სამხედრო ხუნტა როგორ დაამთავრეს, მოგიყვეთ?
კიდევ ერთხელ ვამბობ, 200 000 კაცი რუსთაველზე იდგეს და არც კი ეცადოს რაიმე გააკეთოს, ასეთი არაფერი მინახავს და არაფერი გამიგია.
ახალ ფურცელს ვწერთ რევოლუციების ისტორიაში?
აბა, ხორუმით, ხინკლით და მრავალჟამიერით გვინდა ტრამპს გული ავუჩუყოთ?
ბიჯო, ვაჭარია ეგ ამერიკელი, ვაჭარი,
ხიხოა ისიც, და ორი ხიხო ერთმანეთში მუდამ მონახავს საერთოს, და დაგვტოვებენ ჩვენ ხინკალამოგდებულებს.
ამოგდებული ქვია, აბა, რა ქვია, ისევ ქოცი და ნაცი ერთად თუ მოჯდა პარლამენტში.
არ ვიცი, არ ვიცი,
ტრამპის დასანახად ერთხელ მაინც გაიფიცოს ტრანსპორტი, ან მეტრო, ან ავტობუსი, ან რკინიგზა, ან ავიაცია – დაინახოს იმ კაცმა, რომ სხვა რამეების ორგანიზებაც შეგვიძლია სუფრის გაშლის გარდა, და მიხვდეს, რომ პოლიტიკურად მომწიფებულები ვართ ხელისუფლება რო გადავიბაროთ.
სად ჯანდაბაში არიან ეს პროფკავშირები, მერამდენედ ვკითხულობ ამას.,
რავი, მართლა,
ხორუმმა, სუფრამ, ხინკალმა და ფელამუშმა მაინც თუ დადო შედეგი , ეს იქნება ყველაზე უცნაური რევოლუცია კაცობრიობის ისტორიაში,
და ავდგები მერე და ჩემს პოლიტოლოგის ნაყიდ დიპლომს დავხევ.
ასეთი დიპლომი არ გაქვსო,?..
ვისაც გაქვთ, ხო გამოგადგათ, აი..
ღმერთო,
ამ ერთხელაც მოახდინე სასწაული,
მიწების დანაწილებაზე დავიგვიანეთ, და არ გვეკუთვნოდა, და მაინც გვაჩუქე ეს სამოთხე მიწა,
და ახლაც იქნებ, მწიფე მსხალივით თავისით ჩაგვივარდეს ხელში თავისუფლებაც.
.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
