
“დიდი იდეები არ იწერება მისი თანამედროვეებისთვის”
–
ეს წერილი, ამ სათაურით “საადგილმამულო ალმანახის” მესამე ნომერში გამოქვეყნდება,- ბოლოსიტყვაობად.
აქ კი ვიტყვი იმასაც, რომ არ მიკვირს იმ უცხო ხალხის, რომ მეშპილკავებიან, – ყველას და ყველაფერს რომ უწუნებ, შენ რა გამოსავალი იცი, ანდა, რა ჯანდაბას აკეთებო..
უცხო, კი არა, წლები რო მიცნობენ, და იციან რასაც ვაკეთებთ, ისინიც კი გვიყურებენ უკმაყოფილოდ, რადგან დღესვე უნდათ ყველაფერი, და თან, – სხვისი ხელით.
ახალსაც არაფერს ვიგონებთ, – ვამბობთ და ვაკეთებთ იმას, რასაც აკეთებდნენ ჯერ კიდევ 150 წლის წინ საქართველოში.
მე კი არ მეზარება კეთება და მით უმეტეს ახსნა, მაგრამ უნდათ კი, ახსნები?
ჰა, კიდევ ერთხელ.-
მოკლედ, იმ დროის განმავლობაში, რაც იძულებით მაქვს შეხება იმ ჭაობთან, რასაც “ქართული პოლიტიკა” ქვია, ათას დაჯგუფებასთან, ორგანიზაციასთან, პოლიტიკოსთან თუ პოლიტიკოსობის მსურველთან მომიწია ურთიერთობა.
და თითქმის ყველა ვიცი, ვინ ვინ არის, და ვის მინდორზე ძოვს ბალახს,
მათ შორის ძალიან ბევრი ვიგოდნიკია, რომელთაც არაფრის შეცვლა არ სურთ, და უბრალოდ, ჩაკვეხება უნდათ იმ სისტემაში, აგერ უკვე 100 წელი რომ არსებობს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, და ძარცვავს ქვეყანას.
და არიან , ძალიან ცოტა, მაგრამ მაინც არიან გულწრფელი ადამიანებიც, რომელთაც მართლაც სურთ რაღაც შეიცვალოს უკეთესობისკენ, მაგრამ სრული დარწმუნებით შემიძლია ვთქვა,-
არც მათ არ იციან რა არის სისტემა, რა ინსტრუმენტები გააჩნია, რაზე დგას, და რა როლი აქვთ პარტიებს ავტორიტარული სისტემის უკვდავებაში, და შესაბამისად არ იციან, რა უნდა შეიცვალოს, და როგორ..
ეს ქვეყნის შიგნით,
და მით უმეტეს, არ იციან, რა შეიძლება იყოს ერის გეოპოლიტიკური ფუნქცია დღეს.
ფუნქცია, აუცილებელია, – კაცობრიობას, და სამყაროს, უნდა ჭირდებოდეს ერი, მას რომ არსებობა გაუხანგრძლივოს.
ერს უნდა ჰქონდეს ფუნქცია, ერს,- რომ გადარჩეს.
თორემ ტერიტორიას ჩვენს გარეშეც გამოიყენებენ.
ერს სჭირდება ფუნქცია, და არის ასეთი ფუნქციაც,
და მის შესახებ, ისევე როგორც სისტემური ცვლილებებისთვის აუცილებელი გზების შესახებ სწერია ილიასთან და ზვიად გამსახურდიასთანაც.
ვკითხულობთ? – არ ვკითხულობთ,
და თუ ვკითხულობთ, – ვერ ვიგებთ.
თორემ არის იქ ყველაფერი.
სისტემური ცვლილებები და ერისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ფუნქცია ერთმანეთთან ბმაშია, და ერთმანეთს აზღვევს, და ერთმანეთის გარეშე ვერც განხორციელდება.
მაგრამ იმის მაგივრად, რომ ამ თემებზე ოვერტონის ფანჯარა შეგვეღო ეს 30 წელი, და მათზე გვესაუბრა, რათა თითოეულ ადამიანთან მისულიყო მათი აუცილებლობა, და შემდეგ სიტყვას საქმეც მოჰყოლოდა, სულ სხვა რამეებზე გადაქონდა და გადააქვს ობივატელის ყურადღება სისტემას, და შედეგად ვღებულობთ ზუსტად იმ მოცემულობას, არგონავტებზე თქმულებაში რომ არის,- აფერისტი და ქურდი იაზონი რომ ჩააგდებს კოლხთა ჯარში ქვას, და ჯარისკაცები ერთმანეთს დაერევიან იმის მაგივრად, ქვის მსროლელს რომ მოსთხოვონ პასუხი.
ხო, ასევე ვართ უკვე 30 წელი, პოლიტიაზონების ხელში.
გამოსავალი არის, რა თქმა უნდა, – ისევ ილიას და გამსახურდიას უნდა მივუბრუნდეთ,
მაგრამ ერთი პრობლემაცაა, – “დიდი იდეები, რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ თანამედროვეობა, არ იწერება თანამედროვეებისთვის”.
ეს ფრაზა პირველად ამ რამდენიმე წლის წინ ერთ შეკრებაზე ვთქვი, და მაშინაც ახსნები დამჭირდა.
ანუ, დიდი იდეების გასაგებად, და მის განსახორციელებლად არ არის ის საზოგადოება მზად, რომლის დროსაც გამოითქვა დიდი იდეები.
და ამის დასტურია ის, ილიას რომ ვერ გაუგო მისმა თანამედროვე საზოგადოებამ და მის მკვლელებს რომ დაუჭირა მხარი,
და ვერც გაიგებდა მაშინ უპარტიო საქართველოს იდეას, და თვითმართველობის შემოღების აუცილებლობასაც ვერ დაინახავდა.
და დაკარგა კიდეც შემთხვევით ხელში ჩავარდნილი დამოუკიდებლობა, და მხოლოდ 70 წლის შემდეგ, ილიას სწავლებაზე გაზრდილმა ეროვნულმა მოძრაობამ დაიწყო ილიას იდეებზე მიყრილი ნაგვის გაწმენდა, და მიგვიყვანა კიდეც დამოუკიდებლობის აღდგენამდე.
მაგრამ მხოლოდ დამოუკიდებლობამდე, – ილიას დანარჩენი იდეების განხორციელების საშუალება სისტემამ მას უკვე აღარ მისცა, რადგან ვერც გამსახურდიამ ვერ შეცვალა სისტემა, – ვერ მოასწრო უბრალოდ.
დიდ იდეებს რომ ვერ იგებს მისი თანამედროვე საზოგადოება, ამის დასტურია ისიც,
გამსახურდიასეულ “კავკასიურ სახლის” იდეის მნიშვნელობას რომ ვერ მიხვდნენ მისი თანამედროვეები,
ვერც მიხვდნენ, და შესაბამისად, ვერც განვითარდებოდა მაშინ ეს იდეა,
განვითარება კი საჭიროა, – რადგან დღევანდელ რეალობაში კავკასიური სახლიც არ კმარა,
მსოფლიო მცირე ერების კავშირის შექმნის აუცილებლობა დადგა, – 220 მილიონი მოსახლეობის მქონე მცირე ერების სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირი, და ცენტრით საქართველოში აუცილებელია, დაცული რომ ვიყოთ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ სხვა ჩვენნაირი მცირე ერებიც ზესახელმწიფოების ძალადობისგან.
ეს ფუნქცია უნდა ავიღოთ საკუთარ თავზე, და ამით გავხდებით ჩვენც საჭირონი დანარჩენი მსოფლიოსთვის.
დიახ, არც გამსახურდიას იდეა არ გამოთქმულა მისი თანამედროვეებისთვის.
და აბა, ვისთვის ?
ანდა, ვისთვის ვსაუბრობ მეც, როცა ილიას და ზვიადის იდეებზე, და ამ იდეების დღევანდელ რეალობაში გადმოტანაზე ვსაუბრობ?
არა, იმათვის არა, ვინც ამ წერილის დასაწყისში ვახსენე.
ის ხალხი აღარც მაინტერესებს.
აი, ამათვის იწერება და ითქმება და უკვე ცოტა რაღაცეებიც კეთდება , აი, ამ თაობისთვის.
და თუ ესენი ახლა იმას მიხვდნენ, ვის და რატომ უნდა უთხრან უარი,
ანუ, თუ მიხვდნენ იმას, თუ რითი უნდა დაიწყონ,
მაშინ იმასაც მიხვდებიან ერთხელაც, რა უნდა გააკეთონ, და როგორ..
.
“საადგილმამულო ალმანახი” #3
.
ავტორი, გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია).
.