2007 წლის 7 ნოემბრის და 2011 წლის 26 მაისის დარბევების დროს, დაახლოებით 6000-ზე მეტი სპეცრაზმელი გამოიყვანეს ნაცებმა.
2012 -ში ქოცები მოვიდნენ, და მაშინდელმა შსს-ს მინისტრმა, ღარიბაშვილმა განაცხადა, 500 კაცი გავუშვითო სამინისტრიდანო,
მხოლოდ 500, ხო?
გამოდის, 7 ნოემბრის და 26 მაისის სისხლიან დარბევებში მონაწილე დანარჩენი 5500 სპეცრაზმელი სამსახურში დატოვეს?
და რისთვის?
რა თქმა უნდა, არა იმისთვის, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფლებში რომ ჩაეყენებინათ, იქნებდა რუსმა არ გაიტაცოსო ადგილობრივი მაცხოვრებლები.
არა, რა თქმა უნდა, ქოცს საკუთარი თავის დასაცავად ისევე სჭირდებოდა ყველაფერზე წამსვლელი ისეთი შემსრულებლები, ნაცს რომ ყავდა.
და გამოადგა კიდეც, 2019 წლის 20 ივნისს, გავრილოვის ღამეს, და დათხარეს კიდეც თვალები ხალხს.
საინტერესოა, დღეს რამდენი დარჩა იმ 5500 სპეცრაზმელიდან მოქმედი? კაი, დავუშვათ, ნახევარი დღეს პენსიაზეა.
3000 -მდე თუ დარჩა, ცოტაა? და კიდევ რამდენი დაემატებოდა ასეთი?
რატომ ვიკითხე? რატომ და ოდესმე ხომ უნდა მივხვდეთ, რომ
2007 წლის 7 ნოემბერი
2011 წლის 26 მაისი,
2019 წლის 20 ივნისი,
და 2023 წლის 8-9 მარტი,
კიდევ რომ არ დადგეს, უნდა მივხვდეთ, რომ ხელისუფლებები კი არ უნდა შეიცვალოს, არამედ ის ბოლშევიკური, რუსული სისტემა, 30 წლის განმავლობაში რომ ჰკიდია დამოკლეს მახვილივით ჩვენს თავზე.
ერთი სტრუტურა კი არა, სახელმწიფო მმართველობის მთელი სისტემა უნდა შეიცვალოს,
ის საარჩევნო სისტემაც უნდა შეიცვალოს, რომლის წყალობით მოდიან ყველაფერზე წამსვლელი ხელისუფლებები..
უნდა მივხვდეთ იმასაც, რომ პარტიები და ის მარადმწვანე პოლიტნაგვები, ახლა რო შპილკაობენ ორივე მხრიდან, სისტემას არ შეგიცვლიან.
გიჟები კი არ არიან, ის ტოტი მოჭრან, რომელზედაც სხედან,
რომც სურდეთ, არც არავინ მისცემთ მათ ამის უფლებას.
ეს ჩვენ უნდა მივხვდეთ, ხალხი, სისტემური ცვლილებები რომ დაიწყოს, – ყოველ მრავალრიცხოვან აქციაზე, როცა ათიათასობით ადამიანია ქუჩაში, – უნდა მოვითხოვოთ ის მთავარი მექანიზმი, რომელიც ამ ცვლილებების დაწყების საშუალებას მოგვცემს.
და ეს მექანიზმი უნდა მოგვეთხოვა ადრეც, დიდ აქციებზე, 7 ნოემბერსაც, 26 მაისსაც, ნაცების დროს.
და მერეც, ქოცების დროს, როცა მიგრანტების შემოსევას ვაპროტესტებდით, როცა მიწის უცხოელებზე გაყიდვას ვაპროტესტებდით, როცა სოროსული თემების წინააღმდეგ გამოვდიოდით, როცა ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ გამოვდიოდით, როცა გიგანტური ჰესების აშენების წინააღმდეგ გამოვდიოდით.
სხვა მოთხოვნასთან ერთად ეს მთავარი მოთხოვნა უნდა გაჟღერებულიყო გავრილოვის ღამესაც, და მარტის დღეებშიც, და მაშინაც, როცა კოვიდტერორის საწინააღმდეგო მრავალრიცხოვანი აქციები ტარდებოდა.
უნდა მოგვეთხოვა ნებისმიერ სოციალურ, და პოლიტიკურ აქციებზე, და უნდა მოვითხოვოთ ახლაც.
უნდა მოვითხოვოთ ის, რაც აქვს ევროპას, და არა აქვს რუსეთს,
და წაგვართვეს ჩვენც, სწორედ რუსული პუტჩის შემდეგ მოსულმა არაკანონიერმა ხელისუფლებამ.
წაგვართვეს 1995 წლის კონსტიტუციით.
რეფერენდუმით კანონის მიღების უფლება წაართვეს ხალხს!
და მის მერე მიტომაც გვტენიან ნაგვურ კანონებს შევარდნაძის მემკვიდრეები.
რატომ უნდა გადაგიწყვიტოს 150 მედროვემ, ფულის ტომარამ, და იდიოტმა პარლამენტარმა, რა კანონებით უნდა იცხოვროს 4 მილიონმა ადამიანმა?
ან რატომ არ უნდა ქონდეს 4 მილიონ ადამიანს უფლება, რეფერენდუმით გააუქმოს ანტისახელმწიფოებრივი კანონები?
ლოგიკა სად არის?
დროა, ლოგიკა დავინახოთ.
30 წელი დავკარგეთ, 30 წელი მოგვპარეს, და კიდევ 30 წელი რომ არ გაგრძელდეს ასე,
რეფერენდუმის უფლების აღდგენა უნდა მოვითხოვოთ,
უნდა მოვითხოვოთ, რომ სისტემური ცვლილებების დაწყების საშუალება მოგვეცეს.
უნდა მოვითხოვოთ, რათა წყნარად და მშვიდად, და ცივილიზებულად გადავჭრათ ყველა პრობლემა, და ყოველგვარი მიტინგების და დარბევების გარეშე.
არ მოვითხოვთ, და ზემოთ ჩამოთვლილ თარიღებს კიდევ ერთი ასეთი თარიღი მიემატება.
.
გაზეთი ” საადგილმამულო” #7
.