You are currently viewing დრო აღარ დარჩა

დრო აღარ დარჩა

იმათ გასაგონად, ვინც ახლახან გამოიჩეკა, და ცდილობს ფეხის მოკიდებას იმ ჭაობში, ქართული პოლიტიკა რომ ჰქვია.
ხო, ბევრია ასეთი, ვინც ამ ერთი წლის პროტესტმა გაუღვიძა სურვილი ჩაერთოს პროცესებში, და რაღაც დაჯგუფებებს ქმნის.
კარგია ეს, მივესალმები, რაც ბევრი იქნება ასეთი, მით მეტი შანსია საერთოდ ჩავხსნათ ეს 30-წლიანი ჩახავსებული პოლიტნაგვები , და გასუფთავდეს პოლიტსივრცე,
მაგრამ ახალბედები სწორედ დასაწყისში უშვებენ შეცდომებს, და ხშირად გამოუსწორებელს,
და სწორედ მათ ერთ მთავარ შეცდომაზე მინდა ვთქვა და ხაზგასმით,
განცხადება ” ჩემთან მოდი” და “შემომიერთდი “, რაც არ უნდა გულწრფელი იყო, და თუნდაც გენიალური გეგმა გქონდეს ქვეყნის ჩიხიდან გამოსვლის, საქართველოში დიდი პოლიტიკური შეცდომაა და განწირულია მარცხისთვის.
დიახ, ასეთი პოზით მუდამ მარტო დარჩები.
აღარ დავიწყებ ახსნას, თუ რატომ, – ძალიან ბევრი მიზეზია აქ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.
ამიტომაც პირიქით უნდა თქმა, – აგერ იდეა, ხალხო, და აგერ გზა მისი განხორციელების, და დასხედით, იფიქრეთ, გადაწყვიტეთ, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ,
და თუ რამეში დაგჭირდეთ, შემეხმიანეთ.
ასე უნდა თქვა, და ასეც უნდა მოიქცე, თუ საქმის ინტერესი გაქვს და არა ამბიციები,
მე პირადად ასე ვაკეთებ,
და თუ ძალიან გამყინვარებული აზროვნების, და “მე ვარ და ჩემი ნაბადის”, მასტებს არ გადავეყარე,
ანდა, ისეთებს, ვისაც არასდროს არ ამოუღია რაიმე საზოგადოზე ხმა, და დღეს მხოლოდ მიტომ პოლიტჩხირკედელაობს, რომ რეჟიმი პირადად შეეხო, და შეჩვეული სკამი და კომფორტი წაართვა, –
“სხვა დანარჩენებთან” ასეთი მიდგომა, თქვენ წარმოიდგინეთ და მუშაობს.
გამოცდილი მაქვს.
ისინიც კი, ვინც თავიდან არ მიიღო თემა, რაღაც დროის მერე ისევ უბრუნდებიან, და კბილს უსინჯავენ, თუ რამდენად გამოადგებათ ქულების დასაწერად.
ასეთებიც ბევრი ვიცი,
და ეს კიდევ ცალკე პროცესია, სანამ გაიგებ ვინ ვინ არის, დრო რომ იკარგება.
მაგრამ ამ პროცესსაც გვერდს ვერ აუვლი, რადგან ის “სხვა დანარჩენები” ცოტანი არიან, და მართლაც სანთლით საძებარი.
დრო კი მართლაც აღარ არის.
საერთოდ აღარ დარჩა დრო.
გაზაფხულზე უკვე გაგვასაბჭოებენ.
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა