You are currently viewing დღეს უკვე უპარტიო საქართველოში ვიცხოვრებდით

დღეს უკვე უპარტიო საქართველოში ვიცხოვრებდით

2014 წელია, აქ, 13 ივნისი,
და რატომ გავიხსენე?
ავტორიტარული სისტემა უსამართლო კანონებზე დგას,
შესაბამისად, ავტორიტარულ რეჟიმებს და სისტემურ ძალადობას, ისევ კანონებით უნდა ვეომოთ.
ხელისუფლებების შეცვლა სისტემის შეცვლას არ ნიშნავს, თუ კანონები არ შეიცვალა, და მათ შორის, უპირველესად ის, რომლითაც ვირჩევთ ხელისუფლებებს.
ზოგს ჰგონია, რომ კონსტიტუციაა მთავარი კანონი, მაგრამ ეს ფორმალურად,
რეალობაში, როგორი საარჩევნო კოდექსიც გვაქვს , სისტემაც ისეთია.
ფოტოს დახედეთ.
ახლა პლაკატებზე წარწერებს დახედეთ.
თითქმის არ დარჩენილა მაშინ ასე თუ ისე ეროვნულ პოზიციაზე მყოფი ორგანიზაცია, თუ მოძრაობა, რომ არ მიმემართა,
მაგრამ, რა?
რა და, ახლა ფოტოზე ხალხის რაოდენობა დათვალეთ.
ანუ, არც ერთი ორგანიზაცია, ვინც კი მაშინ ეროვნულობდა, გვერდით არ დაგვიდგა.
ნიშნისმოგებით კი არ ვამბობ,
მაგრამ 100 000 კი არა,
თუნდაც 5 000 რომ ვყოფილიყავით მაშინ რუსთაველზე, არ მოხდებოდა არც ერთი სისტემური დანაშაული, და არ მოხდებოდა არც ერთი სისტემური მავნებლობა, რაც კი მოხდა 2014 წლიდან დღემდე.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, –
არ მოხდებოდა არც ერთი სისტემური მავნებლობა, რაც კი მოხდა 2014 წლიდან დღემდე,
და დღეს, უკვე, უპარტიო საქართველოში ვიცხოვრებდით.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა