
ზედმეტი ბილეთი ხომ არა გაქვთ ვინმეს ტრამპის ინაგურაციაზე?
ალბათ, საუკუნეების წინაც ასე ვარჩევდით ხან რომის იმპერიის სამეფო კარის ამბებს, ხან თურქეთის და სპარსეთის ხონთქრების და შახების ტახტზე ასვლაჩამოსვლას, ხან რუსეთის იმპერატორის კარის , თუ სსრკ პოლიტბიუროს ინტრიგებს, და ასე მოვედით დღემდე.
და დღეს კიდევ უარესადააა საქმე, ყველა დიდი ქვეყნის ნიფხავში ერთდროულად ვიქექებით, იქნებ ვიღაც საჩვენო რწყილი დაძვრება იქ.
რა საცოდაობაა გინდა პატარა ქვეყნის, გინდა პატარა კაცის ბედი, არა?
მუდამ სხვისი ცხოვრებით რომ ცხოვრობს,
და აბა, რა უნდა ქნას?
როცა უბანში ხან ერთი ახვარი, ნაკაჩავები ბიჭი სცემს და ავიწროებს პატარა ბიჭებს, და ხან მეორე, მასავით ახვარი ულაწუნებს, და როცა ამ ორ ახვარს ერთმანეთშიც მოსდით რაზბორკები, და იმის გამო, მათ შორის რომელ ახვარს დარჩეს უბანი, პატარა ბიჭებმა ან ერთს, ან მეორეს კი არ უნდა დაუჭირონ მხარი, მეორეს დასაჩმორებლად, არამედ ეს პატარა ბიჭები უნდა გაერთიანდნენ ამ ორივე ახვარის წინააღმდეგ.
თუ მშვიდობა სურთ, ომისთვის უნდა მოემზადონ და უნდა მოემზადონ ერთად.
კარგი, სხვანაირად ვიტყვი,
გავიხსენოთ როდის და ვინ საუბრობდა კავკასიური სახლის იდეაზე,
ეს თემა ახალ რეალობაში უნდა გადმოვიტანოთ, და არა მხოლოდ კავკასიურ სახლის, არამედ მსოფლიო მცირერიცხოვან ერთა კავშირის იდეა უნდა წამოვწიოთ წინ.
დიახ, სუსტმა სუსტი უნდა ეძებოს, რომ გაძლიერდეს.
და ეს რას მოგვცემს?
დედამიწაზე მიმობნეული მსოფლიო მცირე ერების მოსახლეობა 200 მილიონამდე ადის,
ხომ წარმოგიდგენიათ რა ძალა იქნება ამ რაოდენობის ხალხის სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირი?
მსოფლიო მცირერიცხოვანი ერების კავშირი და ცენტრით საქართველოში.
ამ ფუნქციის თავისთავზე აღება მოგვცემს საშუალებას როგორც თანასწორი ისე ვესაუბროთ ზესახელმწიფოებს, და ერთხელ და სამუდამოდ შევეშვებით დიდი ქვეყნების საცვლებში ქექვას.
არ გავაკეთებთ ამას და გავქრებით,- ან რუსი გაგვთელავს, ან ჩინეთი ჩაგვყლაპავს, და ისევ ამერიკის და ევროპის ჩუმი თანხმობით.
და სულაც არ არის ფანტასტიკა, როცა იცი რა უნდა გააკეთო და როგორ,
არ დაგვავიწყდეს, ცეცხლი მივეცით კაცობრიობას, ღვინო, ხორბალი, ფოლადი, ოქროს საწმისი, პარლამენტი, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო,
და დადგება დრო, და უპარტიო სისტემასაც, და მსოფლიო მცირე ერების კავშირსაც მივცემთ.
და ეს დრო რომ დადგეს, ამ თემაზე უნდა ვსაუბრობდეთ ახლა და არა ათას უაზრობაზე, რომ გვაქაქანებენ პოლიტნაგვები.
ოვერტონის ფანჯარა უნდა შევაღოთ საჭირო იდეებზე, და ისევე, როგორც რეფერენდუმზე გავაკეთეთ, ისევე როგორც უპარტიო საქართველოზე ვაკეთებთ, – მცირერიცხოვან ერების კავშირზეც უნდა დავიწყოთ საუბარი, და როცა საზოგადოების დიდი ნაწილი მიხვდება ამ კავშირის აუცილებლობას, დაიწყება პროცესიც.
აი, ეს არის სულ, რაც უნდა ვიცოდეთ, თუ რა უნდა ქნას პატარა ქვეყანამ, თუ სურს, რომ რომელიმე დიდმა არ გადაყლაპოს და არ გაქრეს.
ეს არის სულ, რაც უნდა ვიცოდეთ საერთოდ გლობალიზმის წინააღმდეგ პატარა ერების ბრძოლის შესახებ,
ეს არის ხო, სულ,
მაგრამ საქმეც ისაა, რომ კარგი და აუცილებელი იდეები არ იწერება თანამედროვეებისთვის.
თანამედროვეობა ყოველთვის მტერია ახალი იდეის, და სანამ ათასჯერ არ დაეტაკება თავით კედელს, – ანუ, ძველ სტერეოტიპებს- მანამდე არც კი იფიქრებს, თუ როგორ შემოუაროს წინაღობას.
დრო უნდა ყველაფერს.
ამიტომაც, როგორც ყოველთვის, ვდებ ამ წერილსაც ჩვენს ინტერნეტპლატფორმაზე,
ერთი ასი წლის მერე რო ნახოს ვინმემ, და იქნებ, რაიმე დაიწყოს.
თუ მანამდე ვიღაცამ, ჰაიასტანიდან არ ნახა, და არ დაგვასწრო, როგორც ყოველთვის.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
.