You are currently viewing ელემენტარული ლოგიკაა

ელემენტარული ლოგიკაა

ისე გაკვირვებით აცხადებს, არჩევნები გაყალბდაო, არც ვიცი რა დავარქვა იმ გაუგებრობას, ახლანდელი ოპოზიცია რომ ქვია, თითქოს თავის დროზე თვითონაც არ აყალბებდნენ.
დიახ, არჩევნები გაყალბდა, და კი, ბატონო, ხელისუფლებაც არალეგიტიმური იქნება.
და მითუმეტეს მაშინ,
გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების სამხედრო პუტჩით შეცვლის შემდეგ მოსული ხელისუფლებაც, – შევარდნაძის ხელისუფლება, – ხომ გამოდის არალეგიტიმური?
დიახ, გამოდის.
შევარდნაძის 1995 წელს მიღებული კონსტიტუციაც არალეგიტიმური გამოდის, არა?
დიახ, ასე გამოდის,
და პუტჩის მერე მოსული ყველა ხელისუფლებაც და ,მათ მიერ ჩატარებული ყველა არჩევნები და ყველა არჩევნების შედეგიც ხო არალეგიტიმური გამოდის?
დიახ, ასე გამოდის,
და შესაბამისად , თუ დღეს სამართლიანობის აღდგენა უნდა ვინმეს, 30 წლის წინ ჩადენილი სისტემური დანაშაულის გამოსწორებით უნდა დაიწყოს,
უსამართლობის სათავედან უნდა დაიწყოს.
ელემენტარული ლოგიკაა, ხო?
მაგრამ ლოგიკა მოკითხე ახლა შევარდნაძის უბეში გამოზრდილ ლეკვებს,
ერთი ნეხვის განაყოფები ხართ პოზიციაც და ოპოზიციაც, ყველანი.
გახსოვთ მაინც დღეს რა დღეა?
გახსოვთ 1990 წლის 28 ოქტომბერი?
მადლობელი თუ ხართ საერთოდ ?
რომ არა გამსახურდია, და რომ არა ეს დღე, და მისგან მოტანილი დამოუკიდებლობა რომ არა, თქვენ, მთელი ეს პოლიტბიდლო, საერთოდ არაფერი არ იქნებოდით, სულ არაფერი.
უკაცრავად, შემეშალა, კი იქნებოდით,
რუსეთ – უკრაინის ფრონტზე რუსის სალდათის ფორმაში გამოწყობილი საზარბაზნე ხორცი იქნებოდით.
.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა