You are currently viewing ერთი მოსაზრებაც

ერთი მოსაზრებაც

როგორ მოვიქცეთ და ” 5000 -იანების მარში ” უნდა იყოს პასუხი ჯარიმებზე!
დიახ, ამჯერად იურიდიული საკითხები ნაკლებად მაინტერესებს,
სხვა რამის გამო გამოვიტანე ეს თემა –
მოსაზრება მაქვს,
თუ რა უნდა გავაკეთოთ დაჯარიმებულებმა.
მახსოვს, კოვიდტერორის დროს კომენდატის საათს თუ დაარღვევდი 3000 ლარი იყო ჯარიმა.
ახლა, გზის გადაკეტვაზე – 5000 ლარია.
გამოდის, გზის გადამკეტი კოვიდზე მეტი საშიშია რეჟიმისთვის, ხო?
და ასეც არის, რადგან სისტემას კოვიდიც ფეხებზე ეკიდა, და არც იმ 100 000 კაცის არ ეშინია, ვინც ხორუმს ცეკვავს, და ვინც რუსთაველზე კილომეტრიან სუფრებს შლის.
არამედ, იმათ განიხილავს მტრად, ცოტანი რომ არიან, და მაინც არ ემორჩილებიან რეჟიმს და კეტავენ გზას.
და ასეთს, რო ამოდენა თანხით აჯარიმებ, ის ორჯერ მეტი საშიში ხდება სისტემისთვის.
რადგან, დაჯარიმებულმა კარგად იცის, ეს რეჟიმი თუ დარჩა, ადრე თუ გვიან სისტემა მათგან ამ თანხებს ამოიღებს, – ან ქონებას დაუყადაღებს, ან საბანკო ანგარიშებს დაუბლოკავს, ან საზღვრის გადალახვის უფლებას არ მიცემს,
სხვა ბევრი ბერკეტიც აქვს სისტემას დასაჯოს პროტესტანტი, და ის ყველა ამ ბერკეტს გამოიყენებს.
შესაბამისად, დაჯარიმებულებს სხვა გზა აღარ რჩებათ, ბოლომდე უნდა წავიდნენ, რომ ეს რეჟიმი ჩამოიშალოს.
გამოდის, რომ თვითონ სისტემა უბიძგებს მათ რადიკალური ქმედებისკენ,
და გამოდის, რომ მისდა უნებურად, სისტემა თვითონ ქმნის ახალ ძალას დაჯარიმებულებისგან,
ამისთვის საკმარისია დაჯარიმებულები ერთმანეთს დაუკავშირდნენ, და გაჩნდება შესაძლებლობა, ეს ახალი ძალა პროტესტის ავანგარდი გახდეს, და საკმაოდ ორგანიზებული ავანგარდიც,
ანუ, ძალა იქნება ორგანიზებული, დაცული იურისტების მხარდაჭერით, და საკმაოდ მოტივირებული,
პოლიტპატიმრების ოჯახის წევრების შემდეგ ყველაზე დიდი მოტივაცია დაჯარიმებულებს აქვთ.
ერთი შენიშვნაც, – თუ დაჯარიმებულმა ჯარიმა გადაიხადა, ან, რომელიმე ფონდმა გადაუხადა ჯარიმა, ის თანამებრძოლად ვეღარ მოიაზრება.
რადგან ჯარიმის გადახდა ნიშნავს, რომ აღიარებ არალეგიტიმურ ხელისუფლებას, აღიარებ მის უკანონო კანონებს და მის ინსტიტუციებს.
ასეთი დიდხანს ვერ გაძლებს პროტესტში.
რადგან ის , ვინც სისტემას ერთხელ გაუწვა, სხვა დროსაც იგივეს გააკეთებს, ანუ, თავისუფლებისთვის ვეღარ იომებს.
სისტემას კი აუცილებლად უნდა ვეომოთ, ჩვენი შვილებს რომ აღარ დაჭირდეთ ჩვენსავით მთელი ცხოვრება ომში ყოფნა.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე,
ბუნებრივი, და ლოგიკურია, რომ 5000 ლარით დაჯარიმებულთა მარშიც მალე ვიხილოთ რუსთაველზე.
და ლოგიკურია ისიც, რომ ეს მარში არ დაიშლება და არ დაიფანტება კახელების, გურულების, იმერლების, და მეცნიერების, ფსიქოლოგების, თეატრალების, და რავიცი, კიდევ, სხვა ბევრ მარშთა მსგავსად.
არ იქნება სხვა მარშებივით ერთჯერადი.
ელემენტარული ლოგიკით, ასეა, ხო,
ეს უნდა გაკეთდეს,
” 5000 -იანელების ” მარში, ახალი საპროტესტო ნაკადი აუცილებელია.
რადგან ვხედავთ, პროტესტი მილევადი გახდა,
ვხედავთ, რომ პარტიები გაფარჩაკდნენ და აღარავინ ენდობა,
ვხედავთ, რომ პროტესტს საერთო ხელმძღვანელობა არ ყავს,
ვხედავთ, რომ დამოუკიდებელი პროფკავშირებიც ჯერ ძალიან სუსტები და ურესურსოდ არიან,
და ვხედავთ, რომ თეატრმაც ვერ გაქაჩა და ვერ ჩაუდგა პროტესტს ავანგარდში,
ვხედავთ, რომ პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებიც ვერ გახდნენ პროტესტის გამაერთიანებლებიც, და ვხედავთ, რომ ზოგადად პროტესტი ისევ დაქსასულია, და მუხტიც კლებადი.
ამიტომ ჩემი აზრით რაღაც ახალი, მოქმედი, მრავალჯერადი, ბრძოლისუნარიანი, ორგანიზებული, მობილური, და მოტივირებული საპროტესტო ნაკადი უნდა შეიქმნას,
ასეა,
და რაც მალე იქნება ასე, მით უკეთესი.
ისა, და,
ჩაუშესკუ რატომ და როგორ ჩამოაგდეს, მოგიყვეთ?
.
ავტორი, გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია).
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა