You are currently viewing ერთი ღალატის ისტორია

ერთი ღალატის ისტორია

” ვინც არ არის დამალული..” ანუ, ერთი ღალატის ისტორია,
———
ბევრ რამეს ჰყვებიანო თეატრშიო, და რასაც ჰყვებიანო, იმას გიყვებითო, ჩვენც..,
ანუ, ვჭორაობთო, – თქვა, ყველა ამხანაგის სახელით ამხანაგმა წულუკიძემ.
რა დონეზე უნდა გეზიზღებოდეს ქართული თეატრი, და საერთოდ ყოველივე ქართული, რომ სცენიდან იჭორაო, და მაყურებელიც ჩართო ამ თამაშში.
და რისთვის დასჭირდათ ჭორაობა?
როგორც კი პირველმა ფრაზამ გაიჟღერა, კი უნდა მიმხდარიყავი კაცი, საით გაერეკებოდნენ ამხანაგები,
და ამხნაგებს (ტოვარიშჩებს) რატომ ვეძახი?
აბა, სხვა რა სიტყვა უნდა დაუძახო რუსული თეატრალური სკოლის წარმომადგენლებს, დიახ, რუსულის,
ეგ წინ ახატიათ ქართული , თორე ტრაკზე სსრკ აქვთ ამოსვირინგებული.
და მრავლობითში რატომღა ვამბობ?
აბა, ვინ დაიჯერებს, რომ ერთმა ხელმა არ იცოდა, რას აკეთებდა მეორე?
ანუ, ერთმა ამხანაგმა არ იცოდა, რას აპირებდა მეორე ამხანაგი მის სამფლობელოში?
არა , რა, ამას მოფიქრება ხო უნდოდა, ქართული თეატრის ისტორია, გიორგიევსკის ტრაქტატის მერე, და 1793 წლიდან დაგეწყო?
თეატრის იდეა რუსეთიდან ჩამოგვიტანესო ქართველმა ჯარისკაცებმაო.
ანუ, რუსებმა გაგვანათლესო, თორე მანამდე გვქონდა ბნელი და უკუნი, არა?
და რატომ პარავენ საუკუნებს ქართულ თეატრს?
განა არ იციან ამხანაგებმა, ჩვენს წელთაღრიცვამდე II საუკუნის ბოლოთი დათარიღებული უფლისციხის, კლდეში ნაკვეთი ქალაქის თეატრის შესახებ?.
ანდა, არ იციან, რომ სტრაბონის ცნობით, კოლხეთის სამეფოში არსებობდა “მთვარის ტაძარი”, სადაც სამეფო კარის თეატრი ფუნქციონირებდა?
კარგი, უფლისციხე არ უნახავთ, სტრაბონი არ გაუგიათ, მაგრამ არც თეატრმცოდნე დიმიტრი ჯანელიძე იციან ვინ არის?
გადაშალონ მისი ნაშრომი ” ქართული თეატრის საწყისები”
შალვა ამირანაშვილის ” ხელოვნების ისტორია” გადაშალონ,
და იქნებ სხვა ბევრ ცნობებთან ერთად, თვალი მოჰკრან სტრიქონებს, ქუთაისის მახლობლად, აღმოჩენილი ნაყოფიერების კულტთან დაკავშირებული და ძველი წელთაღრიცხვის VIII-VII საუკუნეებით დათარიღებული ცხოველების სახიანი ნიღბიანი ქანდაკებების შესახებ.
სწორედ ასეთი ტიპის ქანდაკებები მიუთითებენ რომ თეატრალიზებული სანახაობები ძველი კოლხეთის ტერიტორიაზე უკვე იმ პერიოდში იმართებოდა, და რომ შესაბამისად კოლხეთის სამეფოში უკვე იყო რიტუალების შემსრულებელი პროფესიული ჯგუფი,
და თუკი, მსოფლიო პროფესიული თეატრის დაბადების დღედ ოფიციალურად ჩვენს წელთაღრიცხვამდე 534 წელი ითვლება, როცა ათენში დიდ დიონისობაზე პირველი ბერძენი დრამატურგის თესპისის ტრაგედია წარმოადგინეს –
გამოდის, რომ ქართული პროფესიული თეატრი უფრო ადრინდელია , ვიდრე თესპისის ის სპექტაკლი, არა?
და საერთოდ დიონისის კულტი, და ღვთაება რომ მცირეაზიულია, არ იციან ამხანაგებმა?
ხო, ქურდები იყვნენო ბერძნებიო, ჯერ კიდევ როდის თქვა კონსტანტინე ბატონმა,
დიახ, ღვთაება მცირეაზიურია, შუმერული, ძველკოლხურიც გამოდის, და გამოდის, რომ დიონისობის მსგავსი მისტერიები რეგულარულად იმართებოდა, ჯერ კიდევ ძველკოლხეთში, და ამ მისტერიებს თავისთავად სჭირდებოდა პროფესიონალი შემსრულებლები, – ანუ სახეზე იყო დრამატურგიაც, რეჟისურაც და მსახიობები, ანუ თეატრი.
თუ რადგან მაშინდელ კოლხებს დღევანდელი ამხანაგების თეატრალური უნივერსიტეტის დიპლომი არ ქონდათ, პროფესიონალები არ უნდა დავარქვათ?
დიახ, ის პირველი ფრაზა, რომლითაც დაიწყეს ჭორები ამხანაგებმა, აშკარად რუსული წახრა იყო.
და რუსთაველის თეატრის გადაჭედილ დარბაზში არ აღმოჩნდა ერთი ადამიანიც კი, ვინც სცენაზე მდგარ ამხანაგებს პირში სიტყვას შეატეხდა.
თუმცა არ მიკვირს, რადგან სცენაზე მდგარნიც, და მათი მაყურებელიც, ის საზოგადოებაა, ხმა რომ არ ამოიღო, რუსთაველის თეატრში, ორსართულიანი სუფრა რომ გაუშალეს ბანკირებს,
და იმ სცენას, სადაც მართლაც ბუმბერაზი მსახიობები თამაშობდნენ, დანაჩანგლის ტკაცუნი, და გამოხრული ძვლები რომ მიაყარეს,
რაღა უნდა გაგვიკვირდეს, როცა ვნახეთ, თეატრი, რომელიც შექპირის და ბრეხტის პიესებით სცენიდან ტირანიას ეომება სიტყვით, საქმით საწინააღმდეგოს რომ აკეთებს, და აგერ ახლახან, კოვიდტერორს და კოვიდფაშიზმს გაუწვა მორჩილად, როცა თეატრი გამოკეტა, მერე კი, მაყურებელი აცრილებად და აუცრელებად დაყო, და სპექტაკლებზე არ უშვებდა, მაშინ როცა პარტიული ყრილობები ხალხით გადატენილ დარბაზებში ტარდებოდა, და კოვიდმამები კი ჩაფსმამდე სვამდნენ კრამიტებით ღვინოს ხალხმრავალ სუფრებზე.
რა,? არაფერი ჰქონდა სათქმელი მაშინ თეატრს?
და რატომ ამოიღეს ამხანაგებმა ეს ორი წელი თეატრის ისტორიიდან?
იმიტომ ხომ არა, რომ ჭეშმარიტად ქართულ თეატრალურ სკოლას უღალატეს, ძალადობას რომ გაუჩუმდნენ?
უღალატეს საკუთარ მასწავლებელს თუმანიშვილს, უღალატეს მარჯანიშვილის და ახმეტელის სკოლას.
უღალატეს კი არა, ეზიზღებათ, ახმეტელი, რადგან ახმეტელი ეს ჰეროიკაა, და სისტემასთან ომი.
იმ სისტემასთან, ვინც ამ ამხანაგებს პურს აჭმევს, და კომფორტში ამყოფებს.
გინების გამო დახვრიტესო?
დამცირება მოინდომეს, იმ ადამიანის, რომლის გარეშე საერთოდ არ იქნებოდა დღევანდელი ქართული თეატრი.
ადამიანი, რომელიც თავისი ცხოვრების მთავარ საქმესთან – თეატრთან, ავიაციიდან, მუსიკიდან, ლიტერატურიდან, იურისპრუდენციიდან და პოლიტიკიდან მივიდა.
ადამიანი, რომელსაც 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელი ჰქონდა მოწერილი და ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ 1924 წლის აჯანყების მომზადებაშიც მონაწილეობდა.
ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ ჰქონდა თეატრალური განათლება, მაგრამ რომელიც სტანისლავსკზე 10 წლით ადრე საუბრობდა იმის შესახებ, რასაც მერე სტანისლავსკის მეთოდი დაარქვეს.
დიახ, არ ჰქონდა თეატრალური უნივერსიტეტის დიპლომი ადამიანს, რომელმაც დანერგა თეატრში განათებები, მოძრავი სცენა, პირველმა გამოიყენა დრამაში ქორეოგრაფია, სიმფონიური ორკესტრის მუსიკა, მასშტაბური დეკორაციები და სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანა ჰეროიკული თეატრი.
და მოახერხა და ჯერ 1921 წლის გასაბჭოებით და მერე 1924 წლის აჯანყების სისხლში ჩაკვლით ენაჩაგდებული, დატერორებული, გაობივატებული, კომუნისტური მორალის ქვეშ გაწოლილი საზოგადოება თეატრის ირგვლივ შემოკრიბა, გააერთიანა და თავი ააწევინა იმით, რომ ქართველობას ახსენებდა სცენიდან და ამას აკეთებდა სპექტაკლიდან სპექტაკლამდე .
მთელი ათი წელი!
ის ათი წელი რომ არა, კიდევ უფრო უარესი იქნებოდა დღეს 21-ე საუკუნის საზოგადოება.
“ქართული თეატრი უნდა იყოს ქართული” – ეს მან თქვა და ეს, მან, სანდრო ახმეტელმა გახადა ქართული თეატრი ჭეშმარიტად ქართული.
ამისთვის დახვრიტეს სანდრო ახმეტელი.
ამისთვის, და არა აივნიდან ნასროლი გინების გამო.
იმისთვის დახვრიტეს, რომ იდგა მაშინ თეატრი, როგორც ცალკე ეროვნული სახელმწიფო ავტოკრატიულ სახელმწიფოში, იდგა ფეხზე თავისი წესებით, ზნეობით და სულიერებით ასი თავით ყველაფერზე მაღლა, თავაწეული და იდგა ზუსტად ისე, როგორც თვითონ სანდრო ახმეტელი, როცა მანქანის ღია საბარგულზე ჯაჭვით ხელფეხგაკრული, რუსთაველის თეატრის წინ ჩამოატარეს.
და დღეს, თუკი ვინმე თეატრის მეშვეობით სიმართლეს ამბობს და ქართველს ქართველობას ახსენებს, შეუძლია თავი ახმეტელის მემკვიდრედ ჩათვალოს.
სწორედ ასეთებმა, მაგრამ არა დღევანდელმა ამხანაგებმა.
იმ ამხანაგებმა, ილიას კიდევ ერთხელ მოკვლა რომ მოინდომეს სცენიდან.
მართლაც რა დონის ნაგავი უნდა იყო, ილიას გარყვნილება დააბრალო,
ილიას წერილი მაინც არ წაუკითხავთ მეუღლეს რომ სწერს?
და ასეთი გრძნობების მქონე კაცის გასვრა მოინდომეს?
მაგრამ ამხანაგები ხომ ბოლშევიკურად, და რუსულად ჭორაობენ?
იმ ძალის ენით ჭორაობენ, ვინც მოკლა ილია, მოკლა კოსტავაც, და მოკლა გამსახურდიაც?
დიახ, ილიას სწავლებაზე იყო აღზრდილი ის ეროვნული მოძრაობა, ქვეყანა რუსეთს რომ ჩამოაშორა, დამოუკიდებლობა რომ აღუდგინა, და დღევანდელი ამხანაგები ილიას დამცირებით, ცდილობენ იმ ეროვნულ მოძრაობას გაულაწუნონ, რომლის დროსაც დაკარგეს ყველანაირი კომფორტი რუსისგან დაპურებულმა ხელოვანებმა.
და რაღა თქმა უნდა ყველაზე შავ სიზმარშიც კი აღარ უნდათ იმ დროის დაბრუნება, და არც ეროვნული ხელისუფლება, და არც ეროვნული, ჭეშმარიტად ქართული თეატრი.
და მოახერხეს კიდეც, და ერთ დროს მართლაც მეომარი თეატრალური სული ჩაკლეს.
და ერთ დროს გველეშაპთან მეომარი მზეჭაბუკები თვითონ გადაიქცნენ პატარპატარა გველეშაპებად.
საცოდაობაა დანახვა იმისა, თუ როგორ დაემსგავსა აზდაკი ცარცს, რომელიც ვეღარაფერ ღირებულს ვეღარ სწერს თეატრალურ დაფაზე.
საცოდაობაა ხილვა იმისა, თუ როგორ კვდება ნიჭიც.
კვდება, რადგან ღალატი, და ნიჭი შეუთავსებელია ერთმანეთთან.
ღალატი ჭამს ნიჭს, ჭამს.
საცოდაობაა, როცა ხედავ სისტემური მაო ძე დუნების უკანალში შემძვრალ “წეატრალებს”, სცენაზეც, და დარბაზშიც.
რა თქმა უნდა, როგორ უნდა შეიცვალოს ეს ყველაფერი, ამ კითხვაზეც არის პასუხი,
წერია ეს ისევ ილიასთან, და სწორედ ამის გეშინიათ თქვენ, ამხანაგებს, რომ ილიასკენ, კოსტავასკენ, გამსახურდიასკენ და ისევ ახმეტელისკენ არ მიბრუნდეს ხალხი.
და რომ გეშინიათ, ეს სჩანს თქვენი ჭორებიდან, და ამიტომ ხართ საცოდავები ,
ვინც ფიქრობთ, რომ ვერ ვხვდებით, რატომაც იწყებთ თეატრის ისტორიის წელთაღრიცხვას 1793 წლიდან ამხანაგები.
რატომაც პარავთ ქართული თეატრის ისტორიას საუკუნეებს,
და რატომაც გიკრავთ ტაშს სცენაზე ასულ ჭორიკნებს ობივატელი,
და რატომაც “აღარ არის დღეს, ქართული თეატრი ქართული”
და რატომაც ” არა აქვთ ჩვენს კაცებს ძარღვებში სისხლი, და ჩვენს ქალებს ცრემლი რატომ დაუშრათ”
.
სტატიიდან ” ვინც არ არის დამალული”
გაზეთი ” საადგილმამულო” #7
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა