You are currently viewing ერთი შეთავაზება

ერთი შეთავაზება

ერთი შეთავაზება მისთვის, ვინც თავშესაფარს ეძებს, და ვინც სოფელი, მიწა, და მეზობლობა იცის.
ეს კარმიდამო ქუთაისიდან 15 კილომეტრში, წყალტუბოსთან ახლოს მდებარე დასახლებაშია,
გვიშტიბი რომ ქვია სახელად, და ცნობილი იმითაც, რომ აქ ქონდა ჩვენს მწერალს, ოტია იოსელიანსაც საცხოვრებელი,
აქ წერდა, აქ კითხულობდა, და აქ ამბობდა იმ მათრახივით ფრაზებს, დღეს ყველა რომ იმეორებს,
ნუ, ვისაც ეკუთვნის იმის მისამართით, ხო,
აი, თუნდაც – , ” საქართველოში რაიმეს რომ მიაღწიო, ან ქვეყნიდან უნდა წახვიდე, ან ხელიდანო”
და ვხედავ, ძალიან ბევრი ვინც დარჩა აქ, მართლაც წავიდა ხელიდან, და ახვრობს, და ვიგოდნიკობს.
ხო, მართალი კაცი იყო ოტია, და რო მისმენდეს, დამეთანხმებოდა იმაშიც, რასაც ახლა ვიტყვი, უკვე იმათ გასაგონად ვინც აქ დარჩა, მაგრამ მაინც ალალია.
მოკლედ,
ორსართულიანი სახლი წლებია ცარიელია, და რადგან ვერ ვახერხებ თბილისიდან ამ ადგილის პატრონობას,- და ქუთაისშიც რომ ვიყო, მაინც ვერ მოვახერხებდი, სხვადასხვა მიზეზების გამო, – სახლი წლიდან წლამდე კიდევ უფრო ძველდება, და ხელშესავლები ხდება.
ამიტომაც, აი, ამ კარმიდამოს, თავისი 2000 კვადრატული ნაყოფიერი მიწით,
უკუღმა რო ჩარგო და დათესო, წაღმა რომ ამოვა, და ერთი ასად რომ იხარებს, – ისეთი დასვენებული მიწით,
ზედ 200 კვადრატული შენობანაგებობით, მცირე ავეჯით, ხეხილით, ნაკვეთამდე მიყვანილი სასმელი წყლით, ელექტროობით, გაზით და ინტერნეტით.
და კიდევ ამასთან ერთად , ამ ადგილიდან ხუთასიოდე მეტრში კიდევ 1500 კვადრატი მიწა,- მოსავლისთვის, საყანედ, სათბურისთვის, და რავიცი კიდევ რისთვის,
აი, ამ ყველაფერს, მინიმუმ 10 წლის განმავლობაში, სრულიად უფასოდ, საცხოვრებლად, დასამუშავებლად, და თავის სარჩენად გადავცემ კარგ, და მშრომელ, ქართულ ოჯახს.
სოფელი დიდია, – სკოლა, ეკლესია, მაღაზიები, პურის საცხობი, საამქროები, საძოვრები.
ვიმეორებ, – მინიმუმ 10 წლით გადავცემ უფასოდ, საცხოვრებლად, და ვადის ბოლოს კი იმ ცალკე 1500 კვადრატ მიწას გადავუფორმებ საკუთრებაში და ისევ უფასოდ, მათ გარჯას, შრომას, და ქართველობას რომ დავინახავ.
და ასეთ ოჯახს, იმ ძირითად 2000 კვადრატსაც დავუთმობ ძალიან, ძალიან სიმბოლურ ფასად.
ხო, რავი, კაცმა, თუ თავშესაფარი არა აქვს, მაგრამ თუ სოფელი, მიწა და განსაკუთრებით, მეზობლობა იცის,- წესით თავიც უნდა გაიტანოს.
მომწერეთ, შევხვდეთ, დავილაპარაკოთ,
და ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ.
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა