You are currently viewing ერთხელაც, ლიტერატურულ კონკურსზე ” ერთხელ”

ერთხელაც, ლიტერატურულ კონკურსზე ” ერთხელ”

ფუი, ეშმაკს, და ეს წელი კარგად დაიწყო.
ჯერ ერთი, ჩემს მამაპაპისეულ კარმიდამოში მალე ერთი კარგი ოჯახი შესახლდება, მისახედად და საპატრონოდ,
მერე, – ერთ დიდ თეატრში, და ერთ დიდ რეჟისორთან, უკვე ჩასახლდა, ერთი ჩემი პიესა,
და იქაც მის “მისახედად და საპატრონოდ”
მერე იყო და ჩემი ლექსების წიგნი მაჩუქეს,
დამიბეჭდეს, ხო,
და მალე ჩემს მკითხველებთანაც დაიდებს ბინას.
და აგე, კიდევ,
ერთი ჩემი პატარა მოთხრობაც, ერთი კარგი ლიტერატურული კონკურსის “ისტორიაშიც შევიდა”,
ხო, შეიძლება ასეც ითქვას,
რადგან, გინდა, არ გინდა, როცა ასი წლის მერე ამ კონკურსის ისტორიას ჩაუჯდება ვიღაც მოცლილი ლიტერატურათმცოდნე, თუ წიგნის ჭია და იქ, 2026 წლის სხვა გამარჯვებულთა შორის ჩემს გვარსდასახელს რო წააწყდება, ვინ ოხერიაო, – გაიფიქრებს, დაინტერესდება.
წამიკითხავს,- და მეც გამაცოცხლებს, და ჩემი მოთხრობის პერსონაჟებსაც,
ხო, ფაქტიურად უკვდავება გავინაღდე ერთი ხელისმოსმით, და კალმისმოსმითაც.
ხოდა, მადლობა ორგანიზატორებს, მადლობა ჟიურის,
და თქვენც მადლობა, ვინც ეს ამბავი გაიგეთ ახლა, და გაგეხარდათ.
თუმცა, ისიც ვიცი, ზოგი იტყვის, ისეთი რეჩი დადე, თითქოს ოსკარი აგეღოსო.
დიახაც, ავიღე და უფრო უკეთესიც.
აბა, წაიკითხეთ, როგორ ჟღერს,-
ერლომ ახვლედიანის სახელობის ლიტერატურული პრემია, “ერთხელ, “
ნომინაცია, – ” საუკეთესო ნაწარმოები “
წაიკითხეთ?
ჟღერს, და ძალიან სერიოზულადაც.
და ზედ კიდევ 1000 მანეეთი, – სუ ტკიცინა თუმნიანებითა.
და, აბა, თვალიც დაუდგეს ყველა ოსკარს, და ნობელის ყველა პრემიასაც, ამასთან.
ხოდა, ვულოცავ ჩემს თავს, და გილოცავთ, თქვენც,
ვისთვისაც სულერთი არაა ჩემი სიტყვა, და ჩემი არსებობა.
მადლობა, რომ ხართ.
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა