30 წლის გამოცდილებამ რაღაც ხომ უნდა გვასწავლოს.
ხო არ გინდათ ეგ ჩათლახური კანონი?,
ხო არ გინდათ რუსეთისკენ მიბრუნება?
ჩამოაშორეთ პოლიტნაგვები პროცესებს და ათჯერ მეტი ხალხი მოვა აქციაზე.
პარტიები არ არიან საქართველო,
და მართლა მთელი საქართველო რომ მოვიდეს აქციაზე ჩამოაშორეთ პოლიტიკოსები პროცესებს და მოთხოვნას დაამატეთ კიდევ ერთი, – რეფერენდუმის უფლების აღდგენა.
დამოუკიდებლობა რომ 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის ძალით გვაქვს აღდგენილი, ეს რატომ არ გახსოვთ?
მნიშვნელობა ჰქონია, ხო, რეფერენდუმს?
მოითხოვეთ, რომ რუსული კანონის მიღება – არ მიღებაც რეფერენდუმით გადაწყდეს,
რეფერენდუმით, მაგრამ სახალხო კონტროლით,
როცა შედეგებს, ცესკო კი არა, სახალხო წარმომადგენლები დაითვლიან.
ხალხის სახელით რომ საუბრობენ პოლიტიკოსები, ერთხელ მაინც დაეკითხონ მთელ ხალხს.
მოითხოვეთ ეს ყველაფერი, და ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება ქოციც და ნაციც, და საერთოდ პარტიებიც გაქრებიან და არც არასოდეს აღარ დაგჭირდებათ აქციებზე სირბილი,
მშვიდად და წყნარად, და მართლა ცივილიზებულად და მართლა ევროპულად გადაჭრით ნებისმიერ პრობლემას.
ევროპაში რომ გინდათ, იმათ რეფერენდუმი აქვთ, ჩვენ არა გვაქვს,
1995 წლიდან არა გვაქვს, წაგვართვეს, – ვერ ხვდებით, რატო?
პოლიტიკოსები არ გეტყვიან ამას, რადგან ხელისუფლებაში იმიტომ უნდათ , რომ ძველი წესებით გვძარცვონ,
ეს უნდათ, და არა სისტემის შეცვლა.
ერთხელ მაინც მიხვდით რაიმეს,
30 წელი მოგვპარეს,
მთელი ცხოვრება მოგვპარეს ამ დედააფეთქებულებმა!
მოითხოვეთ, რეფერენდუმი!
.