
არ ვიცი მერცხლები როგორ არჩევენ სად და ვის ჭერქვეშ გაიკეთონ ბუდე, და ალბათ, მათ ქცევაში დევს რაღაც რთული კოდი, სამკვიდრებელის ძებნისას,
მაგრამ ალბათ, აი, ასე სჩანს მათი თვალსაწიერიდანაც ის კარმიდამო, რომლის ახალი ბინადარიც სულ რამდენიმე დღეში გაირკვევა.
ხო, მერცხლების არ ვიცი, მაგრამ მე მართლა დიდი ძალისხმევა დამჭირდა არჩევანის გასაკეთებლად, თუ ვისთვის დამეთმო უკვე არსებული საბუდარა, და ამ პროცესში, ძალიან ბევრი და მართლაც კარგი ადამიანებისთვის მიწევს უარის თქმა, და ბოდიშს ვუხდი მათ,
მაგრამ, ვხელმძღვანელობ იმ კრიტერიუმითაც, თუ ვინ და როგორ შეძლებს, და რაც შეიძლება მოკლე დროში, აქ, თავისთვის მინიმალური კომფორტის შექმნას მაინც.
ხო, ჯერჯერობით ექვსი ოჯახი შეირჩა იმათგან, ვინც გამოთქვა სურვილი ამ კარმიდამოში ცხოვრების.
ამ ორ დღეში, ექვსივეს დავუკავშირდები,
დავუთქვამ დღეს და საათს, და ექნებათ საშუალება მოინახულონ სახლიც, ეზოგარემოც, და მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას.
და გაირკვევა ის ოჯახიც, რომლის ახალი სამკვიდრებლის აივანზეც დაიდებენ მერცხლები ბუდეს.
და ვიცი, რომ ერთ მერცხალსაც შეუძლია მოიყვანოს გაზაფხული, თუკი ეს მას ძალიან, ძალიან უნდა.
და, დაე, იყოს, ასე!
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)