თუ იცით, რამდენია მინიმალური ხელფასის სტანდარტი?
არა, რა 300, არც 200, არც 100,
20 ლარი!
დიახ, თვეში 20 ლარი!
მაოხარმა გზირმა, შევარდნაძემ, ვინც რეფერენდუმი და გამოწვევის მექანიზმი წაგართვათ, მანვე დაგიწესათ ეს სტანდარტი, და მის მერე რაიმე შეიცვალა?
კარგი, ნაცი და ქოცი ჯანდაბას, სოციალურ საკითხებზე არც ისინი იღებენ ხმას, ვითომ რომ ეროვნულობენ და პატრიოტობენ.
სადა სცალიათ, ხო?
მეტი არა აქვთ საქმე თითოეულ ჩვენთაგანზე იფიქრონ, ქვეყანა აქვთ მთლიანად გადასარჩენი.
პეტრიაშვილსაც და მის პროფკავშირების გაერთიანებასაც ჰკიდია.
იმისთვის არ არიან ამ კანტორაში, რომ ხელისუფლებებს რაიმე გაუპროტესტონ რიგითი ექიმის, ექთნის, მასწავლებლის, რკინიგზელის, მაღაროელის, მეტროს მემანქანის და მშენებელის გამო.
არც იმისთვის, ცარიელი მაცივრის გამო ხალხი რომ გამოიყვანონ ქუჩაში.
საერთოდ გინახავთ ამ ქვეყანაში ამ 30 წლის განმავლობაში რაიმე სერიოზული, და მრავალათასიანი აქცია სოციალურ თემატიკაზე?
რატო? ყველაფრით კმაყოფილი ვართ?
არ გვშია? არ გვწყურია? სირცხვილია ამის თქმა?
აბა, რატომ ყავს ქვეყანას მილიონზე მეტი სოციალურად დაუცველი ადამიანი, ანუ, ოფიციალური მათხოვარი?
აბა, რატომ გარბიხართ ევროპაში და ამერიკაში?
არადა, პროფკავშირებმა შექმნეს სწორედ იქ, სადაც გარბიხართ, დემოკრატიაც, შრომის კულტურაც, მშრომელთა უფლებებიც, და მიტომაც აქვთ ათასობით ევრო, ხელფასი, და თქვენი მინიმუმი კი , გითხარით უკვე, 20 ლარია.
და მიდი აბა, და გაუბედოს ხელისუფლებამ ევროპაში ხალხს რაიმეს გაძვირება, თუნდაც ერთი ცენტით მაინც, დაამხობენ თავზე ყველაფერს.
აგერ, ახლახან საფრანგეთში პენსიაზე გასვლის ასაკი 2 წლით გაზარდეს, და როგორ შეარყიეს პროფკავშირებმა ქვეყანა, კი ხედავთ.
ისლანდიის უსისხლო რევოლუციაზეც რომ საუბრობთ, და რომ ნატრობთ, პროფკავშირებმა ჰქნეს ისიც,
პროფკავშირების მხარდაჭერის გარეშე ვერც ერთი პარტია ვერ გაიმარჯვებს დღეს არჩევნებში, ეს იცის ყველა ევროპელმა პოლიტიკოსმა და მიტომაც უგორებენ წითელ კოჭს პროფკავშირებს, მიტომაც უსმენენ ყურადღებით მათ მოთხოვნებს,
სწორედ ამიტომ არ არის პროფკავშირული მოძრაობა რუსეთში, ბელორუსიაში, ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, – ავტოკრატებს არ სჭირდებათ პროფკავშირები.
და ჩვენთანაც თუ ასეთი რეჟიმი გაგრძელდა, საქართველოც შეურთდება ამ ქვეყნებს, ამ სიტყვის ყველა გაგებით.
გუშინ, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან
ხუთმა დამოუკიდებელმა პროფკავშირმა მოაწყო აქცია.
დამოუკიდებელმა, სწორედ,
დიახ, არიან ამ ქვეყანაში მართლაც დამოუკიდებელი პროფკავშირებიც, მართლა რომ აკეთებენ საქმეს.
ცოტანი არიან, მაგრამ არიან,
ჩვენი “საადგილმამულოც” მუშაობს ამ მიმართულებით, ვცდილობთ პროფესიების მიხედვით კავშირების ჩამოყალიბებას.
სწორედ ასეთი ორგანიზაციები უნდა გახდნენ ჩვენი მოკავშირეები, და არა პარტიები, მრავალჯერ რომ გადააგდეს ხალხი, და მაინც ჯიუტად რო ელოდებით ახალს, ახლა იმან რომ გადაგაგდოთ.
თქვენი უფლებები რომ დაიცვათ, სულაც არ არის საჭირო პარტია და ხელისუფლებაში მოსვლა, დამოუკიდებელი პროფკავშირები უნდა ჩამოვაყალიბოთ, უნდა მოვაძლიეროთ, უნდა გავაერთიანოთ და ეს რომ მოხდეს, აი, ასეთ აქციებზე უნდა ვიაროთ, და არა, ნაცის, ქოცის, გრეჩიხას, ხაინდრავას, და სხვა ათასგვარი ვიგინდარას დაძახებაზე, გაცვეთილი “ჯოს”, ” ჯოს” თანხლებით.
დიახ, ბევრი დამოუკიდებელი პროფკავშირი უნდა შევქმნათ,
და თუ გვსურს, ქვეყანა მართლაც ქვეყანას დაემსგავსოს, და ხალხი მართლაც ხალხს, პროტესტი სოციალური და ეკონომიკური პრობლემების წინ წამოწევით უნდა დავიწყოთ, და საპროტესტო ტალღის გაზრდის პარალელურად უნდა მივაბათ მას ეროვნული თემატიკაც, და სისტემური ცვლილებებისთვის აუცილებელი ისეთი საკითხებიც, როგორიცაა სრულუფლებიანი რეფერენდუმი, და გაწვევის მექანიზმიც.
ეს ელემენტარულია,!
არ გავაკეთებთ ასე და მეორე 30 წელი ვივლით ისევ მიტინგებზე, და მერე ერთმანეთის პანაშვიდებზე.
.
გუჯა ბიძია.
02.05.2023
.