You are currently viewing ეს უნდა ვთქვა
default

ეს უნდა ვთქვა

ეს რო არ ვთქვა, ვერ მოვისვენებ..
აი, ამ ხალხის უმრავლესობამ ვუღალატეთ ჩვენს გოგობიჭებს.
11 მაისს რო მივსეირნობდით ევროპის მოედნისკენ, და 13 მაისს დილით კი ტრაკი რომ არ ავწიეთ და რუსთაველზე რომ არ გავედით.
ორი დღის წინ ვფიქრობდი, მეთქი, მორჩა, ჩვენი ჭირი წაიღო რუსულმა კანონმა, მეთქი, მაგრამ სულ დამავიწყდა, რო ერთჯერადები ვართ უმეტესწილად ქართველობა,
განსაკუთრებით უფროსი თაობა, სესერეკაში დაბადებულები, საბჭოური მენტალობა – პაკაზუხობა, და პარადომანია, რო ვერ ამოვიგდეთ სისხლიდან,
ხო, აბა, ?
დიდი სახალხო გასეირნება უფრო ადვილია, ვიდრე სპეცნაზის წინ დადგომა,
კადრები ხო ნახეთ, ერთს რო 20 კაცი ურტყამდა, და როგორი გამეტებით,
მეტი კი არაფერი გაუკეთებიათ ნაცებს 7 ნოემბერს და 26 მაისს,
200000 კაცი რომ ყოფილიყო რუსთაველზე გუშინ, ხო თითსაც ვერ დააკარებდნენ ვერავის?
ძალიან შემრცხვა, ძალიან გამიტყდა, რომ არ ვიყავი გუშინ დილით იქ,
ბოდიშს ვუხდი, მართლა ბოდიშს ვუხდი გოგობიჭებს.
მართლა სხვანაირია ეს თაობა, ერთი საყვედურიც კი არ დასცდენია არავის, ჩვენისთანების მიმართ,
და ვითომც არაფერი მომხდარიყო, გააგრძელეს საღამოსაც თავისი საქმე,
და ზუსტად ვიცი, არ დაიღლებიან,
არაფრით არ დაიღლებიან.
კიდევ კარგი, თავისუფლებაში გაიზარდნენ და კიდევ კარგი, რო ჩვენ არ დაგვემსგავსნენ,
მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ არ დაგვემსგავსნენ.
ჩვენ, – მეფე ერეკლეს ომების დროს, რო საკუთარი ბებიის გასვენებაში დავდივართ,
და მეფე ერეკლეს გასვენებაში კი ერთიც რო არ ვაკლდებით.
.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა