You are currently viewing ეს ყველაფერი მოხდება

ეს ყველაფერი მოხდება

ისევ ეს ფოტო უნდა დავდო.
2014 წელია აქ, ივნისი, და ამ აქციიდან მხოლოდ 10 წლის მერე მიხვდა ხალხი, რომ ყველა არჩევნები ყალბდება.
და რომ ძირითადად არჩევნები ყალბდება არა საარჩევნო ყუთებთან, არამედ ცესკო-ში,
და რომ ყველა ხელისუფლებას დაახლოებით 300 000 ზედმეტი ყალბი ხმა უდევს ჯიბეში, რომლის დათრევასაც ამომრჩეველთა სიებით მანიპულაციების შედეგად ახერხებს, და ამის გარდა, კიდევ, სოციალურად დაუცველთა და შემწეობის მიმღებთა ხმებიც მისია, რომელთა რიცხვი, კიდევ 700 000-მდე ადის.
ამას დაუმატეთ ბიუჯეტნიკები.
და სულ საშუალოდ 1 300 000 ხმა, რომელიც გარანტირებულად აქვს ყველა ხელისუფლებას.
ვიმეორებ, – ყველა ხელისუფლებას.
და გამოდის, რომ ყველა ხელისუფლება და მთავრობა პიდარმონია, რაკი არჩევნებს აყალბებს.
და ვერანაირი ანტიდისკრიმინაციული კანონის ჯერ მიღებით, თუ მერე გაუქმებით, ვერ შენიღბავენ ამას.
ამ ყველაფრიდან გამოდის, ერთი მნიშვნელოვანი დასკვნაც – რომ მთავარი ის კი არ არის, თუ ვის ირჩევ, არამედ ის, თუ როგორ ირჩევ.
ანუ, როგორი საარჩევნო კანონით ირჩევ.
და რომ საარჩევნო კოდექსი თავის მნიშვნელობით კონსტიტუციაზეც მეტია.
რადგან ძალაუფლებას სწორედ საარჩევნო კოდექსით იღებ ხელში.
და თუ ხელისუფლებებზე ზემოქმედების ინსტრუმენტები, – რეფერენდუმი და არჩეულის ვადამდე გამოწვევის მექანიზმი – გაქვს, ყველაზე ჩათლახ ხელისუფლებასაც კი გააკეთებინებ საქვეყნო საქმეს.
თუ გაქვს ეს მექანიზმები, დიახ.
და ამ თემების დალაგება არ არის რთული, თუ იცი, რა და როგორ გააკეთო, და ამისთვის ადამიანური რესურსიც გაჩნდება, რომელიც იმ ხალხში უნდა ეძებო, ვინც ამ ყველაფერს მიხვდა.
გამოდის, რომ ხელისუფლებებს არჩევნებით ვერ შეცვლი, თუკი ჯერ ეს ყველაფერი არ დაალაგე.
ხო, რავი, ვფიქრობ ამ აქციიდან 10 წლის მერე მეტნაკლებად, მაგრამ რაღაც დონეზე ხალხმა მაინც გაიგო “რაღაც” არჩევნებთან დაკავშირებით.
მე ახლა ის მაინტერესებს,
რასაც ვსაუბრობ სახელმწიფო მართვის უპარტიო სისტემაზე, და მსოფლიო მცირე ერების კავშირის შექმნის აუცილებლობაზე,
და თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს ორივე თემა, –
აი, ამას, როდის მიხვდებიან პატივცემულები?
ხო, მაინტერესებს,
თორემ რო ვთქვა, ახლა, დადგება დრო და არჩევნებზე ხმებს, კი არ დაითვლიან, “აწონიან” მეთქი, – საერთოდ კვადრატული გაუხდებათ თვალები.
არადა, ეს ყველაფერი მოხდება, აუცილებლად მოხდება,
და იმაზე უფრო ადრე, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია.
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა