You are currently viewing ეს წესი უნდა იყოს, მარადის?

ეს წესი უნდა იყოს, მარადის?

ყვარყვარე რო ქალაქისკენ წამოსულ ჯარს დაინახავს და სათავეში რო ჩაუდგება გახსოვთ, ხო,?

2017 წელს, თურქი, ირანელი, არაბი და სხვა მიგრანტების შემოსევაზე საპროტესტო მსვლელობა ჩავატარეთ აღმაშენებელზე.

კი ვემზადებოდით, მაგრამ 10000 კაცის მოსვლას მართლაც არ ველოდით არც ერთი ორგანიზატორი, და ვარ ახლა ამ ხალხთან ერთად, პირველ მწკრივში, პლაკატით ხელში, და ვხედავ სად იყო და სად არა, ჯონდი გაიჩითა, ბაღათურია,

და ჩაგვიდგა წინ,

ხო, გვერდით კი არ ჩადგა, წინ ჩადგა, სამი მეტრი დაშორებით, და მიდიის, მიაბიჯებს..

არადა, ერთი თვე აქციას ჩვენ ვამზადებდით, ოციოდე კაცი, და ამ ხნის განმავლობაში მასტი საერთოდ არ მინახავს შეკრებებზე, და ეს აგერ, წინ მიგვიძღვის,

კი გამეცინა, მაგრამ მეთქი, ჯანდაბას, იაროს,

მაგრამ როგორც კი დაინახეს ჟურნალისტებმა, ეცნენ ახლა ამას, მიკროფონებით, და მესმის როგორ ყვება , თუ რას ითხოვს, და რას აპირებს, ის, ჯონდი ბაღათურია, ამ 10000 კაცით.

რამ გამახსენა ყვარყვარეები, და, პარტიების გუშინდელმა დვიჟენიებმა.

არც კი იცოდნენ ბავშვები იუსტიციის სახლისკენ რომ დააწვებოდნენ, მაგრამ რაღაც ხომ უნდა ექნათ, და წინ თვითონ ვეღარ მოასწრეს ჩადგომა, მაგრამ განცხადება გააკეთეს,

საპროტესტო მსვლელობა დაიწყოო, და ბავშვებს ერთი ბეწვიც არ ჩამოუვარდეთო, თორე პასუხს მოგთხოვთო, ხელისუფლებაში რომ მოვალთო.

ხო, ეს მესიჯი გააგზავნეს, აქაოდა ჩვენ ახლაც ვართო, და მერეც ვიქნებით თქვენზე მზრუნველიო.

ამას ახლა მე მივაქციე ყურადღება, თორე დარწმუნებული ვარ, აი ამათ, ფოტოზე რომ ხედავთ, ჰკიდიათ მიშაც და გრიშაც,

ისე, პარტიების დაკიდების ნატიფი ხელოვნება გოლეთიანმა შემოიტანა ქართულ რეალობაში, არ გაიკარა არც ერთი პარტია, და რიონის ხეობელების ტაქტიკამ გაამართლა მაშინ.

რიონის ხეობის მოძრაობა სახალხო გახდა და შედეგიც დადო.

ეს ტაქტიკა დადებს შედეგს ახლაც, თუ ბავშვები შეძლებენ ბოლომდე შეინარჩუნონ სახალხოობა,

უნდა შეძლონ , რომ არ გამოსცადონ საკუთარ თავზე – .

რომ საქართველოს ისტორიაში,

ეს წესი მუდამ იყო, მარადი-

ომებს გმირები ეწირებიან,

და მერე ბოზებს მიჰყავთ პარადი!

.

Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა