You are currently viewing ვერ იქნება დამოუკიდებელი

ვერ იქნება დამოუკიდებელი

2018 წელი – 18 დეკემბერი.

ცოტნეს შიმშილობამ და პროტესტმა მაშინ შედეგი დადო.

გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიება, რომელსაც ხანდაზმულობის გამო საერთოდ დახურვა ემუქრებოდა, კიდევ 5 წლით გაგრძელდა.

უფრო სწორედ, უნდა გაგრძელებულიყო.

მერე რაც მოხდა, – იცით.

სწორედ ამიტომ ხვალ, პრეზიდენტს ისევ მოკლავენ.

დიახ, სანამ არ იქნება გამოძიებული საქართველოს პირველი და ერთადერთი კანონიერი პრეზიდენტის მკვლელობის საქმე,

და სანამ არ მიეცემა სამართლებრივი შეფასება 1991-1992 წლის მოვლენებს, მანამდე, ყოველ წლის 31 დეკემბერს სისტემა კიდევ ერთხელ მოკლავს ზვიად გამსახურდიას.

დანაშაულის დაფარვით დაინტერესებული იყო, და დღესაც დაინტერესებულია ყველა, ვისაც არც მაშინ არ სურდა, და არც დღეს არ აწყობს, რომ ეს ქვეყანა დამოუკიდებელი იყოს.

და ის ფაქტი, რომ დღეს გამსახურდიას მკვლელობის საქმე ხანდაზმულობის გამო თაროზეა შემოდებული, მიუთითებს, რა ძალები მართავდნენ, და მართავენ ამ 30 წლის განმავლობაში ქვეყანას.

ზვიად გამსახურდიას მკვლელობა არის დანაშაული, რომელსაც არ შეიძლება ქონდეს ხანდაზმულობის ვადა!

რადგან სიმართლე სჭირდება ყველას, რა აზრისაც არ უნდა იყოს ზვიად გამსახურდიაზე, როგორც პიროვნებაზე.

რადგან სიმართლე უნდა იყოს ყველაფერზე მაღლა,-

რადგან იმ წლებიდან დაიწყო ის დიდი უკანონობა, დღემდე რომ გრძელდება.

და სანამ სიმართლე არ გაირკვევა, და ოფიციოზის დონეზე, მთელი მსოფლიოს გასაგონად არ დასახელდებიან დამნაშავეები, და ოფიციალურად არ დასახელდება ის ქვეყანაც, საიდანაც იმართებოდნენ დანაშაულის შემსრულებლები, მანამდე საქართველოც ვერ იქნება ჭეშმარიტად დამოუკიდებელი!

.

გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)

Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა