
სალომე ზურაბიშვილი რაც არის, ალბათ სხვა დროს კიდევ მომიწევს საუბარი.
ახლა სხვა რამის თქმა მინდა.
დღეს მაგ მადამის მესამე ” სასწაულებრივი” გამოცხადება იქნება რუსთაველზე.
პირველად რო მოვიდა, დაყნოსა, ვერ ჩათვალა მომწიფებულად სიტუაცია და გაქრა.
მეორეჯერ ნაძვისხესთან გამოჩნდა, შესაფერისი მომენტის მოლოდინში, მაგრამ მის და მდინარაძის გასაკვირად, ბოლო წამს, ვიღაცამ შეცვალა გადაწყვეტილება და სპეცოპერაცია ჩაიშალა, და სისხლის მომლოდინე სალომესაც, ნაცსაც და ქოცსაც ერთად ჩაეშალათ გეგმები.
და დღეს რა ხდება?
სალომეს დღევანდელი, რიგით მესამე გამოჩენა რუსთაველზე იქნება პარტიების კიდევ ერთი მცდელობა დაიბრუნონ ქუჩა.
დიახ, მის პირადულ მიზნებზე რომ არაფერი ვთქვა, დღეს საღამოს, სალომეს ექნება კიდევ ერთი მცდელობა სახალხო მოძრაობას წაართვას სახალხოობა.
ის ეპიზოდი გემახსოვრებათ ფილმიდან, “ყვარყვარე”,-
ჯარი რო დადის ქალაქში და ყვარყვარე რო ცდილობს მის სათავეში მოხვდეს,..
აი, ეგ მომენტი აქვთ, სალომესაც და პარტიებსაც, და კიდევ იმის შიშიც,
ვაი, თუ დავაგვიანე, ვადამდელი დაინიშნოს ხალხის პროტესტის ფონზე და მე და პარტიები არ დავრჩეთო თამაშგარეთ.
პარტიები უნდა ჩაიხსნან სწორედ,
25 დღე თუ პარტიების და სალომეს გარეშე ახერხებდა ხალხი პროტესტს, ეს ნიშნავს, რომ მათ გარეშეც შეუძლიათ მიიყვანონ პროტესტი ბოლომდე.
პარტიები უნდა ჩაიხსნან პოლიტიკური პროცესებიდან, და არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიები, – ქოციც უნდა ჩაიხსნას.
დასანანი იქნება, თუ ხალხმა ამდენი იმისთვის იწვალა, რომ ისევ ქოცს და ნაცს მიართვას ხელისუფლება ლანგრით.
ამიტომ არჩევნების მოუმზადებლად ჩატარება ისევ პარტიების წისქვილზე დაასხამს წყალს.
ახალი საარჩევნო კოდექსი გვჭირდება, – პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების მოხსნით, გამოწვევის მექანიზმით, “ცესკოს” სახალხოდ არჩევის წესით, – ამ მექანიზმების მეშვეობით განულდება პარტიების როლი პოლიტიკურ პროცესებში.
სხვანაირად აზრი არ აქვს არც ახალ არჩევნებს,
სხვანაირად სისტემური ქვაბის გადაღებვა გამოვა მხოლოდ.
და კიდევ ერთ 30-წლიან წრეზე წავალთ.
ნუ წამოვეგებით კიდევ ერთხელ პარტიულ აკენსს.
პარტიები უნდა ჩაიხსნან პროცესებიდან, და ახალი პოლიტიკოსები უნდა გამოჩდნენ, – უპარტიო პოლიტიკოსები!
ამის აუცილებლობას რომ მივხვდეთ, ოდნავ მაინც უნდა ავიწიოთ საკუთარ თავზე მაღლა, და მოვლენებს ზემოდან უნდა დავხედოთ, – დროა უკვე, 30 წლის გამოცდილებამ რაღაც უნდა გვასწავლოს.
და კარგია, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილი მაინც რომ ხვდება ამას,
დიახ, ჩემთვის პირადად, გამოღვიძება აი, ეს არის, რასაც ფოტოზე ხედავთ!
.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
