ჯერ იყო და ილია მიისაკუთრეს,
მერე გამსახურდიას და კოსტავას სახელს მიეტმასნენ..
და თავის სასარგებლოდ ჭრიდნენ და ჩეხავდნენ მათ ნათქვამს.
ახლა ეროვნული მოძრაობა ჩვენა ვართო,- გაიძახის პოზიციაც, ოპოზიციაც, ათასგვარი პარტია, და ის წითელი ინტელიგენციაც, და ის წითელი დირექტორებიც, ვინც კი მაშინ ავტომატით ეომებოდნენ მართლაც ილიას სწავლებაზე გაზრდილ ეროვნულებს,
ისინი, და მათი მემკვიდრეები, და პირდაპირი შთამომავლები.
მალე ალბათ, ჩოხაში გამოწყობილს ვნახავთ ყველა ძველ თუ ახლანდელ პუტჩისტს, და მაგათ ერთხმაში ნამღერ შავლეგოსაც გაიგონებს ერი.
რატომ და ურაპატრიოტიზმი ნაძირლების და ნაგვების უკანასკნელი თავშესაფარია.
ასეა,
სიმართლე რომ სიყალბეზე მაინც განუზომლად დიდია, ამას თვითონ სიყალბეც აღიარებს და იმით, რომ სიმართლის ნიღბით დადის მუდამ.
და მაინც, როგორ გავიგოთ ვინ არის დღეს ეროვნული?
ფაქტი ერთია, – დღევანდელმა დღემ, და იმ ყველაფერმა, რაც ხდება საქართველოში, თუ მსოფლიოში, კიდევ ერთხელ დაადასტურა , რომ ილიასთან ერთად ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა სამუდამოდ რჩებიან ქვეყნის გულშემატკივრის და ერისკაცობის საზომად ამ ქვეყანაში და არა მხოლოდ ამ ქვეყანაში.
ეს არის ფაქტი!
და შესაბამისად, თუკი ილიას და ამ ორი პიროვნების ქმედებებს, და მიზნებს გავითვალისწინებთ, და დღევანდელ რეალობაში გადმოვიტანთ, მაშინ
ძალა, ან გაერთიანება, ან დაჯგუფება, ანდა ცალკეული პიროვნება, რომელიც დღეს,
1-არ თვლის, რომ დაწყებული 1992 წლიდან, კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის შემდეგ
ყველა ხელისუფლება იყო და არის დღემდე არალეგიტიმური, და შესაბამისად ყველა არჩევნები, და მათი შედეგები იყო არალეგიტიმური და უკანონო,
2- არ თვლის, რომ 1992 წლის შემდეგ, უკანონო ხელისუფლებების მიერ მოწყობილ არჩევნებში მონაწილეობა იყო და არის სისტემური დანაშაულის “გაპრავება” და მეტიც, უზნეობა.
3- არ თვლის, რომ აუცილებელია მოსახლეობას დაუბრუნდეს 1995 წლის შევარდნაძის კონსტიტუციით წართმეული სრულუფლებიანი რეფერენდუმი, ანუ რეფერენდუმის მეშვეობით კანონის მიღების და გაუქმების უფლება,
4- არ მიაჩნია, რომ აუცილებელია დაკანონდეს პარლამენტარის ვადამდე გამოწვევის მექანიზმი, და თვითმართველობა,
5- არ თვლის, რომ პარტიებს უნდა შეუწყდეთ სახელმწიფო დაფინანსება, და შემდეგ კი საერთოდ უნდა აეკრძალოთ არჩევნებში მონაწილეობა, რათა არჩევნები ჩატარდეს მხოლოდ უპარტიო, დამოუკიდებელი კანდიდატების მონაწილეობით.
6- არ მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელსაც მოსახლეობა აფინანსებს, უნდა გარდაიქმნას სააქციო საზოგადოებად და მოსახლეობას ამ გზით უნდა დაუბრუნდეს.
7- არ თვლის, რომ სისტემური ძალადობისგან თავის დასაცავად საზოგადოება უნდა იყოს გაერთიანებული არა პარტიებში, არამედ მძლავრ, დამოუკიდებელ პროფკავშირებში.
8- არ თვლის, რომ უნდა მოხდეს მიწის, წიაღისეულის და ბუნებრივი სიმდიდრეების ნაციონალიზაცია,
9- არ თვლის, რომ არც რუსეთი, არც ჩინეთი, და არც ევროპა არ არის ხსნა, და არსებობს სხვა, სუფთა ქართული გზა,- კავკასიური სახლი და მსოფლიო მცირე ერების კავშირი და ცენტრით საქართველოში,
დიახ, –
თუ ძალა, გაერთიანება, დაჯგუფება, ან თუნდაც ცალკეული პიროვნება, თუ არ თვლის ასე, და თუ არაფერს აკეთებს,
რომ ეს ყველაფერი განხორციელდეს, რათა წართმეული ქვეყანა დავიბრუნოთ და მართლაც გავხდეთ დამოუკიდებელნი –
არ შეიძლება ეროვნული იყოს!
.
გაზეთი ” საადგილმამულო”
.