
ხო, ასე თქვა, ერთხელ..
დრო დადგება და სანთლით დავიწყებთო ქართველები ძებნასო, ერთმანეთის.
და რა თქმა უნდა, ქართველში იმას გულისხმობდა, ვისაც მართლაც გულწრფელად სურს რაიმე გააკეთოს ქვეყნისთვის, და არა იმას, ვისაც შეიძლება ქართული გვარი აქვს, მაგრამ მხოლოდ ჭამს, სვამს, ინელებს, და საკუთარ თავს მიაცილებს სასაფლაომდე.
ხოლო სანთელში ..
სანამ ვიტყოდეთ, თუ რას გულისხმობდა სანთელში მართლაც სანთელივით კაცი, მერაბ კოსტავა, ჯერ ის დავთვალოთ, ვინც შეიძლება ეძებო სანთლით.
მილიონზე მეტი სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონეა ქვეყანაში, ანუ, ოფიციალურად სამათხოვროდ ხელგაწვდილი ადამიანი, და ამ კატეგორიას, რომც უნდოდეს , ყოველდღიურობა არ მისცემს საშუალებას რაიმე საზოგადო საქმე აკეთოს.
300 ათასამდე სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე დაუმატეთ, დაუმატეთ რამდენიმე ასეული ათასი ოცნების მხარდამჭერიც, ამდენივე ნაცი, სხვა მელაჩოვკა პარტიების წევრთა რაოდენობაც, დაუმატეთ პატიმრები, ნარკომანებიც, და ყველაფერი ფეხებზე რომ ჰკიდიათ იმათი რიცხვიც და სადღაც 2 მილიონამდე ადამიანს მაინც მივიღებთ, რომლებსაც ვერანაირად ვერ გაარყევ ვერც ერთ ეროვნულ საკითხზე.
ამას დაუმატეთ მილიონნახევარზე მეტი ემიგრანტიც, რომელშიც ყველა ის კატეგორიაა, ზემოთ რომ ჩამოვთვალეთ, და თან ფიზიკურად რომ არ არიან საქართველოში, და ამათგანაც მხოლოდ ერთი პროცენტი თუ გულშემატკივრობს ეროვნულ საქმეებს..
სამაგიეროდ, თუ გულშემატკივრობს, მართლაც გულით, და ალალად.
დავაჯამოთ?
ხო, ვინღა დარჩა სანთლით საძებნი, როცა მოსახლეობა სულ 3 მილიონ 700 ათასია.
ალბათ, სადღაც 100 000 -მდე, და ისიც მიმობნეული მთელ საქართველოში და ემიგრაციაში.
აი, ასეთ მცირე რაოდენობის ხალხზე იდგა მუდამ ქვეყანა.
აი, ეს ხალხი უნდა ვეძებოთ, სანთლით, ანუ სიმართლით, საერთო საქმით.
ფოტოზე, თბილისთან ახლოს, მარტყოფისველის პირველმოსახლეები არიან.
ჩემს გვერდით, სულ რჩეული ხალხი,
უკვე მრავალ ჭირში და ლხინში გამოცდილი ხალხი.
თვალდახუჭული რო ენდობი უკვე ყველაფერში, ის ხალხი.
და მათ უკან კიდევ მათი ოჯახებია, მეგობრები, ახლობლები.
ახლა გასაგებია, ხო, რატომ გავაკეთეთ დასახლება მარტყოფისველზე?
და ისიც გასაგებია, ხო, რატომ ვაკეთებთ იგივეს ახლა ქუთაისთან ახლოს, ბაშისველზე?
და ისიც გასაგები იქნება, რატომ უნდა გაკეთდეს ასეთივე დასახლებები საქართველოს ყველა კუთხეში.
დიახ, ნაღდი ქართველი თუ გსურს იპოვო, მასთან ერთად საერო საქმე უნდა აკეთო.
დიახ, თუ გინდა ამ ქვეყანაში რაიმე შეიცვალოს სასიკეთოდ, უნდა დაიწყო რეგიონებიდან და დაამთავრო დედაქალაქით.
ეს ასე უნდა მოხდეს!
და, დაე, იყოს, ასე!
