You are currently viewing ვინც ქართულ საქმეს აკეთებს

ვინც ქართულ საქმეს აკეთებს

მხედველობის არეში მუდამ მყავს ისიც და მისი მეგობრებიც, მაგრამ ბოლო ორი კვირა განსაკუთრებულად ვადევნებ თვალს მის ყოველ სიტყვას, და ნაბიჯს, და უფრო და უფრო მომწონს ეს კაცი.
რადგან ვხედავ, რომ უკვე დიდი ხანია მოწამლულია, და არ შეუძლია არ გააკეთოს ის, რასაც აკეთებს,
რადგან ვხედავ, რომ სულერთია მისთვის ათასი ადამიანია მის გვერდით, ასი, თუ მხოლოდ ათი,
რადგან მისთვის მთავარი ისაა, რომ თვითონ სიმართლესთან დგას, და ყველაფერს აკეთებს, რომ ეს სიმართლე ყველამ გაიგოს, და მე მწამს, რომ ამას ისევ მოახერხებს და მის სიტყვაზე ისევ დადგება ერთად ასიც, და ათასიც, და ათიათასიც,
და თუ გუშინ მხოლოდ ერთი მდინარის ხეობას იცავდა, და დღეს მხოლოდ ერთ კუთხეს იცავს, ხვალ მთელ ქვეყანას დაიცავს,
დაიცავს და გაიმარჯვებს.
აქვს მას ამის ძალა, აქვს ამის უნარი, და იცის კიდეც, თუ რა და როგორ გააკეთოს,
რაც არ იცის, ნელნელა მიხვდება.
მიდი, გოლეთიანი, ჩემი ფალავანი ხარ,
დღეს სვეტიცხოვლობაა,
საერო საქმეში და რწმენაში ერთად დგომაა სწორედ სვეტიცხოვლობა.
ვულოცავ, მასაც, მის მეგობრებსაც, რიონის ხეობის და რაჭის მცველებს,
ვულოცავ ყველას,
ვინც ქართულად ფიქრობს,
და ქართულ საქმეს აკეთებს!

.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა