You are currently viewing ვინ გყავდა ნათლია, მისტერ ტრამპ?

ვინ გყავდა ნათლია, მისტერ ტრამპ?

ვინ ყავდა ნათლია ამ პატრონმოხნულს, რა დაანათლა ასეთი.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, – მსოფლიო პოლიციელობა სურს მასტს, და თან ისე, რომ დუბინკით სიარულში მაყუთს უხდიდნენ.
და ამისთვის საკუთარ ” გაეროს” ქმნის.
სადაც წევრობის მსურველმა ქვეყანამ სულ რაღაც მილიარდი დოლარი უნდა გადაიხადოს.
გამოდის, რომ ვინც მილიარდს არ გასცემს, დაიკიდებს, და იმ ქვეყნების მოსახლეობა, თუნდაც ჩახოცონ პუტინოიდებმა?
და საერთოდ, ამიერიდან დიქტატორებს შეუძლიათ მშვიდად იყონ.
შეუძლიათ საკუთარი ხელშეუხებლობაც იყიდონ, და თავის ბოსტანშიც რაც სურთ, ის აკეთონ –
ამასაც ნიშნავს ამერიკელის განცხადება ახალი ” კოოპერატივის” შექმნის შესახებ.
დამთავრდა კეთილი კომიქსების და კეთილშობილი გმირების, – სუპერმენების და სპაიდერმენების ამერიკა.
ამერიკა ნაგლად იწყებს რეკეტს.
გაძარცვავს, როგორც დემოკრატიულ ქვეყნებს, ისე დიქტატორებსაც.
ანუ, გაძარცვავს, როგორც მსხვერპლს, ისე მოძალადესაც.
არ იქნება მილიარდი? – არ ექნებათ მშვიდობა.
და ახლა მით უფრო აქტუალური ხდება, გაზეთი ” საადგილმამულოს ” მიერ ჯერ კიდევ 2021 წელს გაჟღერებული იდეა, ” მსოფლიო მცირერიცხოვანი ერების კავშირის” და ცენტრით საქართველოში,- შექმნის შესახებ.
დიახ, არა მხოლოდ გამსახურდიასეული კავკასიური სახლი, არამედ ” მსოფლიო მცირე ერების კავშირი “.
ასეთი ალიანსი აუცილებელია,
მსოფლიო მცირერიცხოვანი ერები უნდა გაერთიანდნენ, თავი რომ დაიცვან.
90-ზე მეტი ქვეყანაა 2-6 მილიონი მოსახლეობით.
ჯამში 300 მილიონზე მეტი მაცხოვრებელი გამოდის.
ასეთი ქვეყნების სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირი ახალ გეოპოლიტიკურ ძალას შექმნის, რომელსაც შეეძლება, როგორც თანასწორს ისე დაელაპარაკოს ზესახელმწიფოებს.
” მსოფლიო მცირე ერების კავშირი” და ცენტრით საქართველოში აუცილებლობა გახდა.
და ჩვენ ეს უნდა შევძლოთ,
და უნდა დავიწყოთ იმით, რომ მსოფლიო მცირერიცხოვანი ერების წარმომადგენლების კონგრესი ჩატარდეს საქართველოში, და რაც უფრო ადრე გაკეთდება ეს, მით უკეთესი.
და აღარა აქვს მნიშვნელობა ვინ, ან, რომელი ხელისუფლება დაიწყებს ამ პროცესს.
ვიმეორებ, – ეს უნდა შევძლოთ აუცილებლად!
სრულიად მარტონი ვართ დედამიწაზე, და უცხოპლანეტელებსაც ეტყობა, კოსმოსში გაშვებული ჩვენი “ჩაკრულოსთვისაც” არ მოუსმენიათ, ჯერ.
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა