რომ მივხვდეთ რა მოხდა, ვიდეოჩანაწერის იმ ნაწყვეტის ნახვა არ კმარა, სადაც მხოლოდ ის ჩანს, თუ როგორ დაეწივნენ ჟურნალისტს ნიღბიანები.
მანამდე სხვა კადრებია, ძალიან ხშირად აჩვენებდნენ,
და გადაახვიეთ ტვ პირველის გუშინდელი ეთერი თუნდაც 00. 47 წუთიდან,
სადაც ჩანს ის სპეცრაზმელი, ემელის ჯიპთან, ჯერ რომ გაზის მისხურება დააპირა ჟურნალისტისთვის, მაგრამ ვერ მოახერხა, დაცლაზე იყო ბალონი,
მიდის მერე ეს სპეცრაზმელი, და მოშორებით მდგარ შეჯგუფებულ ნიღბიანებს გასძახის რაღაცას, და ჟურნალისტზე ხელით ანიშნებს, და იმათაც აიწყვიტეს, ქალისკენ გამოიქცნენ, და მეორე მანქანასთან დაეწივნენ.
შემდეგ რაც მოხდა, მთელმა საქართველომ ნახა.
გადაახვიეთ, ნახეთ კადრები, სხვა ბევრი რამეც სჩანს იქ.
რა თქმა უნდა, ნაცი ბევრ რამეზეა წამსვლელი, მაგრამ ამ ფაქტის ნაცზე გადაბრალება არ გამოუვა სისტემას.
მაშინ გამოდის ის სპეცრაზმელი ნაცია, ვინც ნიღბიანებს მითითება მისცა.?
გამოდის, რომ სხვა პოლიციელებიც ნაცები არიან, მთელი საპატრულო ეკიპაჟები რო იდგნენ იქ და უყურებდნენ ჟურნალისტების ცემას?
არ ჯდება ეგ ლოგიკაში, ხო?,
აშკარაა, შსს -ს დაქვემდებარებაში მყოფი სამოქალაქო ფორმით ნიღბიანები სპეციალურად არიან სხვადასხვა ადგილებზე მობილიზებულნი, და ბრძანებას ელოდებიან მხოლოდ.
პირველი არხის ჟურნალისტს არ გაუმართლა, მის ადგილზე სხვა შეიძლება ყოფილიყო.
გამოძიებას რაც შეეხება,-
შსს-ს ოპერატიულ ცენტრში მუდმივად შედის ინფორმაცია, თუ რომელი ქვედანაყოფი რომელ კვადრატში იმყოფება.
თუკი შემთხვევის ადგილი იცი, ვინ სად იყო იმის გვარსახელის გაგებას რაღა უნდა?
და კადრებიდან ჩანს, რომ ის, ვინც მითითებას იძლევა, აშკარად იცნობს იმ დაჯგუფების წევრებს.
თუ ყველას არა, მათ შორის მეთაურს და პასუხისმგებელ პირს რომ არ იცნობდეს, გამორიცხულია – დანარჩენი ტექნიკის საქმეა, თუკი რა თქმა უნდა, გინდა გამოძიება.
ლოგიკურ ჯაჭვს გავყვეთ, კიდევ ერთხელ რომ გავიგოთ, ვისგან მოდის პროვოკაციები.
გავიხსენოთ პროტესტის ახალი ტალღა როგორ დაიწყო
კობახიძის განცხადებით,
რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებას აჩერებენ,
ჩამქრალი ტალღა გააცოცხლა კობახიძემ,
ხალხიც ქუჩაში გამოვიდა, რამდენიმე დღის შემდეგ პროტესტი ისევ შესუსტდა, და ქოცმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ცეცხლის გასაღვივებლად, – პარტიების ოფისებში შევიდა,
და მაინც რომ ვერ მოახერხა ტალღის აწევა, – რადგან ხალხს ფეხებზე ეკიდა პარტიები, – საერთოდ მინავლებული პროტესტის ფონზე , სრულიადაც რომ არ იყო ამის საჭიროება, მომიტინგეების ქუჩაში დევნა, ცნობადი სახეების, და მსახიობების ცემა და დაჭერები დაიწყო.
და გუშინ კი ჟურნალისტის პირდაპირ ეთერში ცემაზეც გადავიდა.
გასაგებია, ალბათ, ვისაც ჭირდება სიტუაციის მუდმივად დაძაბვა,
ეს გასაგებია, მაგრამ რატომ ჭირდებათ, ეს არის მთავარი კითხვა, და თუ ამ კითხვაზე პასუხს ვიპოვით, სხვა რამეებსაც მივხვდებით.
ჩემი აზრით, ვფიქრობ, რომ ციხე შიგნიდან ტყდება, და ქოცებს შიგნით ღალატია.
და სრულიად არ გამიკვირდება, თუ გავიგებთ, რომ კობახიძემ და ძალოვანებმა ბიძინა რომ გაყიდეს.
არც ის გამიკვირდება, ბიძინამ რომ დაასწროს, და პირიქით გაყიდოს თავისი შესტიორკები.
ანუ, გამოაცხადოს დიდი შეთქმულების გახსნა მის წინააღმდეგ, და კობახიძე და რამდენიმე სხვა ფიგურა რომ გაწიროს,
ჯერ არ გაუწირია თავისი ხელისბიჭები, თუ რა?
.