ვინ რას ჯავრობს, და მე კიდევ იმას,
100000 კაცი გამოიყვანო ქუჩაში, მთელი თვე, და ვერაფერი გაახერხო, ამასაც ნიჭი რო უნდა,
და ახლა, თავის სანუგეშოდ, რო გაიძახიან, არჩევნები რეფერენდუმიაო.
მოდი, ნიჭიერების გასაგონად ვიტყვი ერთ უბრალო ჭეშმარიტებას.
ბაბნიკი და პოლიტიკოსი იმით ჰგვანან ერთმანეთს, რომ ერთიც და მეორეც სიყვარულზე საუბრობს.
მიზანი ერთია.
ბაბნიკს ქალის სიყვარულზე საუბრით სურს უფასო სექსი, პოლიტიკოს ქვეყნის სიყვარულზე ლაპარაკით უნდა ხელისუფლებაში მოსვლა.
შედეგიც ერთია, – იქეთ ნახმარი ქალი, აქეთ ხალხი ნახმარი.
და ეს შედეგი რომ არ დადგეს, მიტომ უნდა მოითხოვოს ობიექტმა მოქაქანისგან გარანტიები.
ქალმა ქორწინება,
ხალხმა ხელისუფლებაზე კონტროლის მექანიზმები – დეპუტატის გამოწვევის წესი და კანონის რეფერენდუმით მიღების და გაუქმების უფლება, ჯერ კიდევ 1995 წელს რომ ჩამოართვეს.
არ ითხოვს, რაც მოსათხოვია, და ქალი ბოზია,
და ხალხი კი სულელი,
მხოლოდ ლამაზი სიტყვების და დაპირებების გამო რომ უწვება ყველას.
ეგაა,
იმათ გასაგონად ვამბობ, ამას, ხო, ვისაც კიდევ სჯერა, რო ამ ქვეყანაში არჩევნებით რაიმეს შეცვლა შეიძლება.
არჩევნები, რომელიც მუდამ ყალბდება, ვერანაირად ვერ იქნება რეფერენდუმი.
ნუ ურევთ ამ სრულიად განსხვავებულ მოცემულობებს ერთმანეთში!
ეს არევა მხოლოდ სისტემას აწყობს.
ვიცოდეთ, რა უნდა მოვითხოვოთ, მთელი ცხოვრება მიტინგიდან მიტინგზე რომ არ ვირბინოთ.
გავიგოთ, რაა მთავარი, და რა მეათეხარისხოვანი,
ცოდნა არ ვნებს,
ვნებს არცოდნა!
.