
დღეს ამ ადამიანის დაბადების დღეა.
ადამიანის, რომელიც მთელ საქართველოს ჰკიდია.
დიახ, ჰკიდია, რადგან სიტყვით ადიდებენ, და საქმით ივიწყებენ.
ჰკიდია , რადგან ყველა მისი ნათქვამის საწინააღმდეგოდ მოქმედებს.
ჰკიდია, რადგან იმ უზღვავი მასალიდან, რაც ამ ადამიანზეა ცნობილი, მთავარს კი არ იღებს, არამედ მხოლოდ ფოტოსურათს,
და ჰკიდებს სახლში, კაბინეტში, ორგანიზაციაში, ოფისში, სოცქსელში,
ჰკიდებს და იკიდებს.
ჰკიდია, რადგან ციტატებად კი აქვს დაჭრილი ამ კაცის ნათქვამი, მაგრამ ერთხელაც არ მოსურვებია, მისი სიტყვაზე რომ გაიაროს.
არც მოისურვებს და ვერც გაივლის, რადგან არც იცის როგორ იაროს.
არ იცის, რომ ქართული საქმის კეთებას ისევ ის უნდა, რაც ასი წლის წინ ამ ადამიანის დროს სჭირდებოდა.
1.- თანამოაზრეები,
2.- გაზეთი, (საინფორმაციო საშუალებები)
3.- საადგილმამულო ბანკი, (ფინანსები)
4.- თეატრი (კულტურა, ხელოვნება, -იდეოლოგია,)
5.- წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. (საერო სკოლები, უნივერსიტეტი, განათლება და პოლიტგანათლება)
6- სამოქალაქო საზოგადოება.
დიახ, ამ ყველაფრის ამ საუკუნეში გადმოტანა უნდა და ზუსტად ამ თანმიმდევრობით.
დიახ, მისი გზა თანამოაზრეების ძებნით იწყება და შეგნებული სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებით მთავრდება.
და ეს ყველაფერი ეროვნული პროექტებით, პროექტებით, და მხოლოდ პროექტებით არის შესაძლებელი.
ვაკეთებთ?
არა, რადგან უფრო იოლი გზა არსებობს იმისთვის, რომ ვიფიქროთ, თითქოს ჩვენც საქმეს ვაკეთებთ.
რომელი გზა?
ვაგინოთ ყველას და ეს ილიასეულ მხილებად ჩავთვალოთ.
ვისაუბროთ ცუდზე, და ვერ ვთქვათ, როგორ ვაქციოთ ცუდი კარგად.
რადგან არ ვიცით, ილია.
დღეს, 8 ნოემბერს ამ ადამიანის დაბადების დღეა, ადამიანის, რომლის სწავლებაზე გაზრდილმა ეროვნულმა მოძრაობამ საქართველოს დამოუკიდებლობა მოუტანა, და მჯერა, მისი სიტყვა ერთხელაც უპარტიო საქართველომდეც მიგვიყვანს.
ისეთ საზოგადოებამდე, როგორიც სურდა ილიას.
მჯერა, ეს,
მაგრამ დღეს, მისი დაბადებიდან ზუსტად 185 წლისთავზე სულ სხვა თემებზე საუბრობს მთელი საქართველო.
იმიტომ, რომ ჰკიდიათ..
.
წერილებიდან ” დრამატული დრამატურგია”
გუჯა ბიძია.